დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 002523/21 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი |
| მიღების თარიღი | 27/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.58.070.016074 |
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 01/02/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010230000.58.070.016007) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-4 მუხლის: |
ა)
„ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტი: ი.ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახური; ი.ბ) სტრატეგიული ანალიზის სამსახური;“; |
ბ)
„რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:
„ს) დონორებთან ურთიერთობის სამსახური.“. |
2.
მე-6 მუხლის: |
ა)
მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ) სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტი, ასევე: დ.ა) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ამზადებს სამსახურის მოხსენებებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის და წლიური შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშებთან დაკავშირებით; დ.ბ) ამზადებს სამსახურის დასკვნას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტზე; დ.გ) ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზს და საბიუჯეტო პროცესის მონიტორინგის მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას; დ.დ) ახორციელებს სამსახურის წლიური აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაციასა და მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას; დ.ე) ახორციელებს წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმის შესრულების მონიტორინგს; დ.ვ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ახორციელებს აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის ანალიზსა და სისტემატიზაციას; დ.ზ) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მომზადებას; დ.თ) ამზადებს საქართველოს პარლამენტში წარსადგენად სამსახურის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე; დ.ი) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს გენერალური აუდიტორის ბრძანების პროექტებს და სხვა დოკუმენტაციას.“; |
ბ)
მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
„13. დონორებთან ურთიერთობის სამსახური: ა) უზრუნველყოფს სამსახურის უცხო ქვეყნის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და ამ მიზნით კომპეტენციის ფარგლებში: ა.ა) გეგმავს და ორგანიზებას უწევს სამუშაო შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს; ა.ბ) ამზადებს საერთაშორისო დოკუმენტებს (შეთანხმებებს, მემორანდუმებს, თანამშრომლობის პროგრამებს და სხვ.); ა.გ) იძიებს ფონდებს, შეიმუშავებს და მართავს საგრანტო პროექტებს; ა.დ) ახორციელებს თანამშრომლობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგსა და ანალიზს; ა.ე) გეგმავს სამსახურის წარმომადგენელთა ვიზიტებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, აღრიცხავს და აანალიზებს მივლინების ანგარიშებს; ა.ვ) აწარმოებს საერთაშორისო კომუნიკაციას; ა.ზ) შეიმუშავებს გენერალური აუდიტორის ბრძანების პროექტებს; ბ) ასრულებს გენერალური აუდიტორის და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში კურატორი მოადგილის დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები