შპს ,,ა&ტ ენერჯი ჯორჯიას" მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

შპს ,,ა&ტ ენერჯი ჯორჯიას" მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/5731-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 25/03/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/5731-19
25/03/2019
ვებგვერდი, 02/04/2019
შპს ,,ა&ტ ენერჯი ჯორჯიას" მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/ 5731 -1 9

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

 

201 9 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – სოსო ღურწკაია

 

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – შპს ,,ა&ტ ენერჯი ჯორჯია"

წარმომადგენელი – ანდრო კიკნაველიძე

მოთხოვნა – შპს ,,ა&ტ ენერჯი ჯორჯიას" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება (საწარმოს გაკოტრება)

 

სასამართლომ გამოარკვია:

2019 წლის 20 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ა&ტ ენერჯი ჯორჯიას” წარმომადგენელმა ანდრო კიკნაველიძემ და მოითხოვა შპს ,,ა&ტ ენერჯი ჯორჯიას” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება (საწარმოს გაკოტრება).

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში, გარდა ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, გადახდისუუნარობის საქმე გახსნილად ითვლება განცხადების შეტანის დღიდან.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინებით: ა) ინიშნება მეურვე; ბ) განისაზღვრება კრედიტორთა კრების დღე.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტები და მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს წარმოებაში.

ასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6, მე-7, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ა&ტ ენერჯი ჯორჯიას” წარმომადგენლის ანდრო კიკნაველიძის განცხადება შპს ,,ა&ტ ენერჯი ჯორჯიას" (საიდენტიფიკაციო კოდი №405010045) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში;

2. მეურვედ დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო;

3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე;

4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით;

5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს წარდგენაზე ვალდებული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

6. შეჩერდეს შპს ,,ა&ტ ენერჯი ჯორჯიას" მიმართ იძულებითი აღსრულება;

7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად;

8. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 10 მაისს 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №46 სხდომათა დარბაზში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6);

9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე;

10. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

   მოსამართლე                                                                              სოსო ღურწკაია