შპს „რე-ნესანს კლინიკას“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

შპს „რე-ნესანს კლინიკას“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/959-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 28/01/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/959-19
28/01/2019
ვებგვერდი, 04/04/2019
შპს „რე-ნესანს კლინიკას“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქმე №2/959-19    

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე

უარის თქმის შესახებ

2019 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე


მოვალე   – შპს „რე-ნესანს კლინიკა“

(საიდენტიფიკაციო კოდი 405076493)

დირექტორი – ნიკოლოზ ჭანია.

  მოთხოვნა – შპს „რე-ნესანს კლინიკის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების  დაწყება.

 განიხილა შპს „რე-ნესანს კლინიკის“ დირექტორის ნიკოლოზ ჭანიას განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და 

                                   

:

2019 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „რე-ნესანს კლინიკის დირექტორმა ნიკოლოზ ჭანიამ და მოითხოვა  გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განცხადებაში აღნიშულია, რომ შპს „რე-ნესანს კლინიკა“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2014 წლის 23 დეკემბრიდან და ამჟამად კომპანიას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, წილები/აქციები, მოძრავი ქონება ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები.

შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, შპს „რე-ნესანს კლინიკას“ საქმიანობის პერიოდში ანგარიშები ჰქონდა 4 ბანკში: 1. სს „ლიბერთი ბანკი“ (ს/კ 203828304), მის.: ქ. თბილისი, ვაკის რ-ნი, ილია ჭავჭავაძის გამ. №74; 2. სს „საქართველოს ბანკი“ (ს/კ 204378869) მის.: 0160, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რ-ნი, გაგარინის ქ. 29ა; 3. სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595), მის.: ქ. თბილისი, ჩუღურეთის რ-ნი, მარჯანიშვილის ქ. №7; 4. სს „ბანკი რესპუბლიკა“ (ს/კ 204856263), მის: ქ. თბილისი, ვაკის რ-ნი, გ. აბაშიძის ქუჩა.

ჩამოთვლილთაგან სამ ბანკში – სს „ლიბერთი ბანკი“, სს „საქართველოს ბანკი“, სს „ბანკი რესპუბლიკა“ შპს „რე-ნესანს კლინიკის“ ანგარიშები დახურული და განულებულია უკვე რამდენიმე წელია.

რაც შეეხება შპს „რე-ნესანს კლინიკის“ არსებულ ანგარიშებს, რომელიც დაყადაღებულია, სს „თიბისი ბანკში“ არის შემდეგი:

  1. GE39 TB77 3054 5067 6000 01/ აშშ დოლარი, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი: 0.00 აშშ დოლარი.

2. GE39 TB77 3054 5067 6000 01/ ევრო, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი: 0.00 ევრო.

3. GE69 TB70 0730 5365 2000 01/ ლარი, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი: 0.00 ლარი.

4. GE39 TB77 3054 5067 6000 01/ ლარი, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი: 0.00 ლარი.

5. GE73 TB77 3054 5167 8000 01/ ევრო, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი: 0.01 ევრო.

6. GE73 TB77 3054 5167 8000 01/ აშშ დოლარი, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი: 0.00 აშშ დოლარი.

7. GE73 TB77 3054 5167 8000 01/ ლარი, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი: 0.00 ლარი.

8. GE57 TB77 3053 6180 1000 01/ ევრო, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი: 0.00 ევრო.

9. GE57 TB77 3053 6180 1000 01/ აშშ დოლარი, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი: 0.10 აშშ დოლარი.

10. GE29 TB77 3053 6080 1000 04/ ლარი, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი: 9.60 ლარი.

 შპს „რე-ნესანს კლინიკას“ არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები, არაუზრუნველყოფილი კრედიტორი კი არის ნათია ლურსმანაშვილი (პ/ნ 01010005523) (საბუღალტრო კოდი 3110, დავალიანება ლარებში – 2,000.00), შესაბამისად ჯამური დავალიანება შეადგენს 2,000.00 ლარს.

 აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა, შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „რე-ნესანს კლინიკის“ მიმართ გაკოტრების დაწყება. ამასთან, კომპანიის დირექტორი განცხადებაში მიუთითებს, რომ ვერ უზრუნველყოფს საკუთარი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას.

  სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო :

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი.

სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 10 იანვრის ცნობით ირკვევა, რომ შპს „რე-ნესანს კლინიკას“ უფიქსირდება მოქმედი და დახურული საბანკო საანგარიშსწორებო ანგარიშები შემდეგ ბანკებში: სს „ლიბერთი ბანკში“, სს „საქართველოს ბანკში“ და სს „ბანკი რესპუბლიკაში“ კომპანიის ანგარიშები დახურულია. რაც შეეხება სს „თიბისი ბანკს“ – ანგარიშზე GE73 TB77 3054 5167 8000, თანხა არის 0.01 ევრო; GE57 TB77 3053 6180 1000 ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი არის 0.10 აშშ დოლარი და GE29 TB77 3053 6080 1000 04/ ლარი, ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი არის 9.60 ლარი. ამავე ბანკში არსებულ სხვა ანგარიშებზე კომპანიას თანხა არ ერიცხება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 იანვრის №12622 ცნობის შესაბამისად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს „რე-ნესანს კლინიკის“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, ასევე არ არის რეგისტრირებული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ამავე სააგენტოს 2019 წლის 15 იანვრის №14273 ცნობის თანახმად შპს „რე-ნესანს კლინიკა“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.

 სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 იანვრის №49/6/1/1/2-01721461 ცნობით ირკვევა, რომ შპს „რე-ნესანს კლინიკის“  სახელზე სატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობის შესაბამისად 2019 წლის 10 იანვრის  მდგომარეობით შპს „რე-ნესანს კლინიკას“ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა 1044.48 ლარი, დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც არ არის აღიარებული შეადგენს 0 ლარს, გადავადებული აღიარებული, ვალდებულებები შეადგენს 0 ლარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება კრედიტორის მოთხოვნები, ვერ დაიფარება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ შემთხვევაში.

სასამართლოს მიაჩნია , რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები , რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

1. შპს „რე-ნესანს კლინიკას“  (ს/ნ 405076493) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;

2 . განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                             გენადი მაკარიძე