„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 82/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017706
82/ნ
23/04/2019
ვებგვერდი, 25/04/2019
040030000.22.022.017706
„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №82/ნ

2019 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 05 ივლისის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებაში (სსმ №8, 23.01.2006, 040.030.010.22.022.008.037) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საგანი

ეს დებულება აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – სკოლა) სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის, შეჩერების, რეგისტრაციის წესსა და პირობებს, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების და საქმიანობის წესს.“.

2. მე-4 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში – მშობელი) აქვს ერთი ხმა თითო მოსწავლეზე.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოსწავლის მხოლოდ ერთ მშობელს პრინციპით: „ერთი მშობელი – ერთი მოსწავლე – ერთი ხმა.“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. კანდიდატები

არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს მასწავლებელს და მხოლოდ ერთ მშობელს.“.

5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არჩევნების ჩატარების ხელშეწყობისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს არჩევნების კოორდინატორებს (შემდგომში – კოორდინატორი) და ამავე აქტით განსაზღვრავს კოორდინატორებისათვის სამოქმედო ტერიტორიას. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს და მათ სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს ამავე ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტრო (შემდგომში – შესაბამისი სამინისტრო).“.

6. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებელი;“.

7. მე-15 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. არჩევნების დანიშვნა

1. სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა.

2. სამეურვეო საბჭოს არჩევნების ჩატარების დღეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

3. მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს სამეურვეო საბჭოს წევრთა რიგგარეშე არჩევნები იმ სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრთა გამოთავისუფლებულ ადგილებზე, სადაც სამეურვეო საბჭოს წევრს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება და არ არსებობს სხვა კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატზე მეტი, მაგრამ საბჭოს წევრად ასარჩევად არასაკმარისი რაოდენობის ხმები, ან ეს კანდიდატი მოცემული დროისათვის აღარ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მან წერილობით უარი განაცხადა სამეურვეო საბჭოს წევრობაზე, ან/და სამეურვეო საბჭოს შეუჩერდა უფლებამოსილება.

4. რიგგარეშე არჩევნების დროს არჩეულ წევრთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება იმავე სამეურვეო საბჭოს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.

5. კენჭისყრა იმართება არჩევნების (კენჭისყრის) დღის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. კენჭისყრა შესაძლოა დასრულდეს 16:00 საათამდე იმ შემთხვევაში, თუ სრულად გამოცხადდა ამომრჩეველი.“.

8. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო კომისია ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს და მიანიჭოს რეგისტრაციის ნომერი კანდიდატს, რომელიც განცხადებით მიმართავს კომისიას. რეგისტრაცია იწყება არჩევნებამდე 12 დღით ადრე და წყდება არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე.“;

ბ) 3ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის რეგისტრაციისთანავე, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში  ელექტრონულად ასახოს რეგისტრირებული კანდიდატის შესახებ შემდეგი მონაცემი:

ა) კანდიდატის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ბ) კანდიდატის დაბადების თარიღი;

გ) კანდიდატთა რომელ კატეგორიაში შედის (მასწავლებელი თუ მშობელი);

დ) ზოგადი განათლების რომელ საფეხურზე იყრის კენჭს;

ე) კონკრეტულად რომელი მოსწავლის მშობელია.“.

9. მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე, სკოლის დირექცია საარჩევნო კომისიას აწვდის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან ამოღებულ მასწავლებელთა სიას.

3. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე, სკოლის დირექცია საარჩევნო კომისიას აწვდის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან ამოღებულ მოსწავლეთა მშობლების სიას. მშობელთა სიაში კონკრეტული მოსწავლის სახელისა და გვარის გასწვრივ მითითებული უნდა იყოს ამ მოსწავლის ორივე მშობლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით.“.

10. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მასწავლებელი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ მასწავლებელს და მშობელი – მხოლოდ იმავე საფეხურის მშობელს.“.

11. 28-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ მუხლში აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესადგენად, საარჩევნო კომისიის მდივანი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახავს შემდეგ მონაცემებს:

ა) სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი;

ბ) არჩევნების დასახელება;

გ) კენჭისყრის ტური და თარიღი;

დ) ამომრჩეველთა სიაში მითითებული მასწავლებლებისა და თითოეულ საფეხურზე არსებულ მოსწავლეთა მშობლების (პრინციპით: „ერთი მშობელი – ერთი მოსწავლე – ერთი ხმა“) რაოდენობები ცალ-ცალკე;

ე) კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) რაოდენობები ცალ-ცალკე;

ვ) არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);

ზ) მიღებულ ბიულეტენთა რაოდენობა;

თ) ბათილად მიჩნეულ ბიულეტენთა რაოდენობა;

ი) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;

კ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (კანდიდატებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი);

ლ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;

მ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მონაცემების ასახვის და საარჩევნო კომისიის მიერ დადასტურების შემდეგ, საარჩევნო კომისიის მდივანი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან ბეჭდავს შემაჯამებელი ოქმის იმდენ ეგზემპლარს, რამდენიც ესაჭიროება, რომლებიდანაც არჩევნების დღის მეორე დღეს ერთი გადაეცემა სკოლის დირექციას, მეორე – ახალარჩეულ სამეურვეო საბჭოს წევრთაგან უხუცესს, ხოლო მესამე  – შესაბამის სამინისტროს.“;

ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ავტომატურად ნაწილდება გამარჯვებული კანდიდატი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) ვინაობა მიღებული ხმების მითითებით, რაც ავტომატურად აისახება განკარგულებაში. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი მონაცემების საარჩევნო კომისიის მიერ დადასტურების შემდეგ, საარჩევნო კომისიის მდივანი ამობეჭდავს განკარგულებას  ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რაოდენობის ეგზემპლარად და ეგზავნება იმავე პუნქტით დადგენილ სუბიექტებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად. ამობეჭდილი განკარგულების ყველა ეგზემპლარს ხელს აწერს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.“

9. საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია ამობეჭდილი და ხელმოწერილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და განკარგულება, ატვირთოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შესაბამის ველში.“.

12. 34-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ასლი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში გადაუგზავნოს დაინტერესებულ პირს, შესაბამის სკოლას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომში – მართვის სისტემა). სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს გადაწყვეტილების გამოქვეყნება სკოლის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.“.

13. 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაცია ხორციელდება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად, ამ დებულების 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის შედეგად.

2. კოორდინატორები და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლები  მართვის სისტემაში და სამინისტროში წარადგენენ ინფორმაციას სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით.“.

14. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 36. არჩევნების ძალაში შესვლა და სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება

1. არჩევნების შედეგები ძალაში შედის მათი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან.

2. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა, თუ არჩევნების შემდეგ დადასტურებულია სამეურვეო საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.

3. სამეურვეო საბჭოს არჩეული წევრების – მასწავლებლის და მშობლის უფლებამოსილება ძალაში შედის მათი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან.

4. სამეურვეო საბჭოში საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული  წარმომადგენლის, სამინისტროს მიერ დანიშნული პირის, იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული პირის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დანიშნული და სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევი პირის (მათი არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილება ძალაში შედის მათი არჩევის/დანიშვნის დღიდან.

5. სკოლა ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ პირთა შესახებ მონაცემები ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.“.

15. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 37. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადა

სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა არჩევიდან 3 წელი.“.

16. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 38. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტა და შეჩერება

1. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ:

ა) სამეურვეო საბჭოს წევრს, პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა უფლებამოსილება, როგორც საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში;

ბ) სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელს, შეუწყდა სკოლასთან შრომითი ურთიერთობა;

გ) მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ითვლება სამეურვეო საბჭოს წევრი, გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან, შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი ან გადავიდა ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურზე;

დ) მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან ან შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი;

ე) მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდება არჩევიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ;

ვ) ამას მოითხოვს სკოლის შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების 1/3 პრინციპით: „ერთი მოსწავლე – ერთი ხმა“;

ზ) სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა;

თ) სამეურვეო საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;

ი) სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

კ) სამეურვეო საბჭოს წევრი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ლ) სამეურვეო საბჭოს წევრ მოსწავლის მშობელსა და სკოლას შორის წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა;

მ) სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა საჯარო სკოლის დირექციის წევრი;

ნ)  სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების 3-წლიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში.

2. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება:

ა) სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების 3-წლიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში;

ბ) სკოლის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა;

გ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს გადაწყვეტილებით;

დ) სამეურვეო საბჭოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში – სამინისტროს გადაწყვეტილებით.

3. სამეურვეო საბჭოს არჩეული წევრის – მასწავლებლის და მშობლის უფლებამოსილების შეწყვეტა ძალაში შედის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციის მომენტიდან.

4. უფლებამოსილებაშეწყვეტილ სამეურვეო საბჭოს წევრს უნდა აღუდგეს სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი გაუქმდა.

5. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უჩერდება, თუ არჩეულ წევრთა ნახევარზე მეტს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა და არ არსებობს სხვა კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატზე მეტი, მაგრამ საბჭოს წევრად ასარჩევად არასაკმარისი რაოდენობის ხმები, ან ეს კანდიდატი მოცემული დროისათვის აღარ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მან წერილობით უარი განაცხადა სამეურვეო საბჭოს წევრობაზე.

6. სკოლა ვალდებულია სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე წერილობით აცნობოს მართვის სისტემას, ხოლო მართვის სისტემა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეჩერების სტატუსის ასახვას.  

7. უფლებამოსილებაშეჩერებულ სამეურვეო საბჭოს აღუდგება სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება, თუ ჩატარდება სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე არჩევნები იმ წევრთა გამოთავისუფლებულ ადგილებზე, რომლებსაც უფლებამოსილება  შეუწყდათ ვადამდე და დადასტურდება სამეურვეო საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.“.

17. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 39. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაცია

1. სამეურვეო საბჭო ვალდებულია ამ დებულების 38-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები ელექტრონულად წარუდგინოს მართვის სისტემას, მათი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით.

2. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაციის მიზნით, სამეურვეო საბჭო ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახავს შემდეგ მონაცემებს/დოკუმენტებს:

ა) სამეურვეო საბჭოს იმ წევრის სახელი და გვარი, რომელსაც ვადამდე უწყდება უფლებამოსილება;

ბ) ამ დებულების 38-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი;

გ) უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

3. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა რეგისტრირებულად ითვლება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მართვის სისტემის მიერ დადასტურების მომენტიდან.

4. მართვის სისტემა უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ არასრულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სკოლას დაუდგინოს ხარვეზი ელექტრონულად და მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ასახვა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

5. მონაცემები რეგისტრირდება მათი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენიდან 30 დღის ვადაში. მონაცემები ავტომატურად რეგისტრირებულად მიიჩნევა, თუ სკოლის მიერ შესაბამისი მონაცემების/დოკუმენტების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მართვის სისტემა არ დაადასტურებს და არ აცნობებს სკოლას აღმოჩენილი დარღვევის შესახებ.

6. სკოლა ვალდებულია სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის დადგომის შემთხვევაში დაუყონებლივ განახორციელოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი მონაცემების ასახვა.“.

18. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 40. სამეურვეო საბჭოს წევრის და სამეურვეო საბჭოს რეგისტრაციის გაუქმება

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის დადგომისთანავე სამეურვეო საბჭოს წევრს და სამეურვეო საბჭოს უწყდება უფლებამოსილება და ავტომატურად უქმდება რეგისტრაცია.

19. 41-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სკოლა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უთითებს იმ კანდიდატს, რომელიც დარჩენილი ვადით იკავებს სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს და ტვირთავს სკოლის მიერ გაცემულ ცნობას, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ მოცემული დროისათვის აღნიშნული პირი კვლავ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

3. ახალი წევრი რეგისტრირებულად ითვლება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული  მონაცემების მართვის სისტემის მიერ დადასტურების მომენტიდან.

4. მართვის სისტემა უფლებამოსილია, ახალი წევრის რეგისტრაციის შესახებ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ არასრულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სკოლას დაუდგინოს ხარვეზი ელექტრონულად და მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ასახვა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი