„სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 182
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 210070000.10.003.021197
182
05/04/2019
ვებგვერდი, 11/04/2019
210070000.10.003.021197
„სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №182

2019 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/07/2012, 210070000.10.003.016922) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთში, აგრეთვე ქ. ფოთის მუნიციპალიტეტში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ახლად აშენებული სასტუმროების ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.“.

2. დადგენილების დანართი − „სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები“ ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



„დანართი

 

სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები

სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებია:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით, 101 და 102 პუნქტებითა და ამ დანართის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა – 5 000 000 ლარი;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის ტერიტორიაზე − 250 000 ლარი;

დ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთის ტერიტორიაზე − 250 000 ლარი;

ე) ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე − 250 000 ლარი.“.