დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 191 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.021206 |
|
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 040030000.10.003.018122) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების პირველი მუხლის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 24 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის თანდართული ნუსხა:“. 3. დადგენილების პირველი მუხლის „ა“, „ბ“ „გ“, „ზ“ „ი“ და „პ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული დანართები: №1, №2, №3, №7, №9 და №15 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 4. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. დადგენილებით დამტკიცებული სააგენტოს მომსახურების საფასური არ ვრცელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე, საქართველოს პროკურატურაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების საგამოძიებო დანაყოფებზე – სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე – აუდიტორული საქმიანობის განხორციელების მიზნებისთვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისას, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის პირველი ცხრილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში. მათ მომსახურებას სააგენტო განახორციელებს საზღაურის გარეშე.“. 5. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სახელმწიფო და საერთაშორისო ტენდერებსა და პროექტებში (მათ შორის, საგრანტო პროექტებში) მონაწილეობის შემთხვევაში, ასევე აღნიშნული პროექტებიდან გამომდინარე წარმოშობილ სამართლებრივ შედეგებთან/ურთიერთობებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, სააგენტოს უფლება აქვს, არ იხელმძღვანელოს დადგენილების პირველი მუხლის „ა“ – „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დანართებით, ან განახორციელოს საქმიანობა შესაბამისი საზღაურის გარეშე.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართებით გათვალისწინებული საფასური არ ვრცელდება დადგენილების ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები