„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის N1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 18/04/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016127
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
18/04/2019
ვებგვერდი, 22/04/2019
010320000.33.058.016127
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის N1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/04/2019 - 16/05/2019)

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №1

2019 წლის 18 აპრილი

ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №1 ბრძანებაში (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 12/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.33.058.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

ა) ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) პროგრამების მართვის დეპარტამენტის დებულება, თანახმად №31 დანართისა;“;

ბ) ბრძანების პირველი მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

დ) ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის დებულება” ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ე) ბრძანების დანართი №3-ით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულება“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ვ) ბრძანების დანართი №4 და დანართი №5 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 20 მაისიდან.

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრიტიტე აროშიძე

დანართი №1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

მუხლი 2 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს.

მუხლი 3 

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 4 

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს სამუშაო გეგმის შედგენისა და დამტკიცების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და შემდგომში მისი შესრულების კონტროლი;

დ) თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;

ვ) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაცია;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის, სამინისტროს წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა-კორექტირებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის (სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენის) უზრუნველყოფა;

თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების, მათ შორის წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, შესყიდვის ობიექტების, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო მოცულობების, მახასიათებლების, სავარაუდო ფასებისა და შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადების განსაზღვრის უზრუნველყოფა;

ი) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე შესყიდვის საშუალებების შერჩევისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებისა და დადების უზრუნველყოფა;

კ)  მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის საერთო კოორდინაცია;

ლ) შესყიდვის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის უზრუნველყოფა, ხოლო მიმწოდებლის მიერ ნებაყოფლობით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, მასალების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაგზავნა შემდგომი რეაგირებისათვის;

მ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებით ანგარიშების მომზადება და შესაბამის დაწესებულებაში წარდგენის უზრუნველყოფა;

ნ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების (სტატუსის) განთავსების (მინიჭების) უზრუნველყოფა;

ო) სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენის უზრუნველყოფა შესაბამის დაწესებულებებში;

პ) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და პრეზენტაციების დაგეგმვა და ორგანიზება;

ჟ)  სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

რ)  სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

ს)  სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების თანამშრომელთა სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;

ტ)  სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკისა და ქცევის წესების შესრულების კონტროლი;

უ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვის უზრუნველყოფა;

ფ) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა;

ქ)  სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა და კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება. სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების, მოხელის კარიერული განვითარების, მოხელის შეფასების, რეზერვში ჩარიცხვის, მოხელისათვის კლასის მინიჭების, თანამდებობების რანგებში გადანაწილების პროცესის, სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ღ)  დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/მუშაკთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის, მობილობის) , გათავისუფლების, წახალისების ღონისძიებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების, შვებულების, მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

ყ)  სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი;

შ)  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს არქივის საქმიანობის წარმართვა;

ჩ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე ინფორმაციების შეგროვებისა და დამუშავების ორგანიზება;

ც)  სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;  

ძ)  სამინისტროში ჩატარებული ქონების ინვენტარიზაციის საკითხებში მონაწილეობა;

წ) სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა;

ჭ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის ტექნიკური გამართვის, საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, Excel) და Internet-ის, ასევე Windows server-ის, Microsoft-ის ოპერატიული სისტემების და სამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

ხ) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში სათანადო სისუფთავისა და სანიტარიული წესრიგის დაცვა;

ჯ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ავტომანქანების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ჰ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

თავი III. დეპარტამენტის სტრუქტურა

მუხლი 5 

დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის;

ა) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;

გ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილება.

მუხლი 6 

ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობებია:

ა)  საქმისწარმოების ერთიანი წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად, დოკუმენტებზე მუშაობისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზაცია, ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ბ)  სამინისტროში შემოსული და სამინისტროდან გასული ნებისმიერი დოკუმენტაციის რეგისტრაცია, შემოსული დოკუმენტაციის დროული განხილვის, განაწილების ორგანიზაცია, დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მისი გაფორმებისა და შესრულების რეგულირება;

გ)  სამინისტროში შემოსული წერილების, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების აღრიცხვა, დასმული პრობლემების თემატური ანალიზი;

დ) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია;

ვ) სამინისტროში მომზადებულ ოფიციალურ  დოკუმენტებზე „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის კოორდინაცია და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს სამუშაო გეგმის შედგენისა და დამტკიცების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და შემდგომში მისი შესრულების კონტროლი;

თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე ინფორმაციების შეგროვებისა და დამუშავების ორგანიზება;

ი)  სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

კ)  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს არქივის საქმიანობის წარმართვა;

ლ) სამინისტროს საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ანალიზის მომზადება;

მ) სამინისტროში გამართული თათბირების ოქმების შედგენა;

ნ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვის უზრუნველყოფა;

ო) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა;

პ)  სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა და კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება. სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების, მოხელის კარიერული განვითარების, მოხელის შეფასების, რეზერვში ჩარიცხვის, მოხელისათვის კლასის მინიჭების, თანამდებობების რანგებში გადანაწილების პროცესის, სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ჟ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/მუშაკთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის, მობილობის) , გათავისუფლების, წახალისების ღონისძიებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების, შვებულების, მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

რ)  განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

ს)  კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

მუხლი 7

სახელმწიფო შესყიდვების  განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობებია:

ა)  სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და სამინისტროში სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის, სამინისტროს წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა-კორექტირებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის (სსიპ  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენის)   უზრუნველყოფა;    

გ)  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების, მათ შორის წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, შესყიდვის ობიექტების, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო მოცულობების, მახასიათებლების, სავარაუდო ფასებისა და შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადების განსაზღვრის უზრუნველყოფა/კოორდინაცია;        

დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე  შესყიდვის საშუალებების შერჩევისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტების მომზადებისა და  დადების უზრუნველყოფა;

ე)  მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის საერთო კოორდინაცია;

ვ) შესყიდვის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის უზრუნველყოფა, ხოლო მიმწოდებლის მიერ ნებაყოფლობით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, მასალების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაგზავნა შემდგომი რეაგირებისათვის;  

ზ)  მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებით ანგარიშების მომზადება და შესაბამის დაწესებულებაში წარდგენის უზრუნველყოფა;

თ)  სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების (სტატუსის) განთავსების (მინიჭების) უზრუნველყოფა;

ი)  განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

კ)  კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

მუხლი 8

საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება;

გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის მომზა­დება და მათი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელების პროცესის მართვა, ინტერვიუების, პრეს-კონფე­რენ­ციე­ბი­სა და მედია-ბრიფინგების დაგეგმვა და ორგანიზება;

დ) სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ოპერატიული ინფორმირება;

ე) სოფლის მეურნეობის სფეროში სხვადასხვა პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ დაგეგმილი, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;

ვ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების მუდმივი მონიტორინგი და რეკომენდაციების მომზადება; 

ზ)  სამინისტროს ვებგვერდის საინფორ­მა­ციო უზრუნველყოფა, ინფორმაციის განახლება და ვებგვერდის მართვა;

თ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის და მათი ვებგვერდების საერთო კოორდინაცია;

ი) ფოტო და ვიდეომასალის გადაღება და არქივის წარმოება;

კ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ რეკლამების, საინფორმაციო ბუკლეტების, საგაზეთო სტატიების და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

მ)  კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

თავი IV. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

მუხლი 9

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ)  წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ)  ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;

დ)  ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე;

ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ)  წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით;

ლ)  პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

მუხლი 10

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ახორციელებს სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ღონისძიებებს.

მუხლი 11

1. დეპარტამენტში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ)  ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

დ)  პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებულ განყოფილებაში მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებაზე.

მუხლი 12

დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:

ა) ასრულებენ დეპარტამენტის/განყოფილების უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს;

ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ)  პასუხისმგებელი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;

დ) ასრულებენ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.

დანართი №2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

მუხლი 2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს.

მუხლი 3

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

თავი II. დეპარტამენტის  ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 4

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სოფლის მეურნეობის დარგების მიმდინარე მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი, შეფასება და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და სხვა დაკავშირებული დოკუმენტების შემუშავება;

ბ) რეგიონის მუნიციპალიტეტების მიხედვით პრიორიტეტული დარგების და მათი განვითარების სტრატეგიის შემუშავება;

გ) რეგიონში  არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონსოლიდაციის, რაციონალური გამოყენების, ნაყოფიერების გაზრდისა და შენარჩუნების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;

დ) კონკურენტუნარიანი ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების გამოვლენა, შესაბამისი წარმოების ჯაჭვის შესწავლა და წინადადებების მომზადება;

ე) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

ვ) რეგიონში ბიოაგროწარმოების    ხელშეწყობის    მიზნით    წინადადებების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

თ) მემცენარეობის დარგში მეთესლეობის, სანერგე მეურნეობების, სელექციის და ჯიშთგანახლების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;

ი) მეცხოველეობის დარგში სანაშენე და ჯიშთგანახლების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;

კ)  ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ვეტერინარული,  ფიტოსანიტარიული და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიღწევის მიზნით წინადადებების მომზადება;

ლ) კომპეტენციის       ფარგლებში,       სურსათის       უვნებლობისა       და       ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

მ) კერძო    და/ან    საჯარო    ვეტერინარიის    განვითარების    ხელშეწყობის    მიზნით წინადადებების მომზადება;

ნ) აგრარული ექსტენციის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ო) სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მეცხოველეობის დარგების მიხედვით დეტალური ექსტენციის კალენდრის მომზადება, ექსტენციის ფაზების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

პ) თანამედროვე  ტექნოლოგიების  და  ახალი  ჯიშების  შესახებ  ბაზარზე  არსებული ინფორმაციის მობილიზაცია, დამუშავება და დანერგვისთვის წინადადებების მომზადება;   

ჟ) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოებასა და რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

რ) სასოფლო-სამეურნეო    წარმოების    საშუალებებსა    და    ახალ    ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

ს) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების შესახებ ყოველკვარტალური ანგარიშების და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების შესახებ წარმოდგენილი ყოველკვარტალური  ანგარიშების, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით განხილვა და  შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა;

ტ) მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

უ) ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების/პროგრამების/ქვეპროგრამების იდენტიფიცირება და ინფორმაციის დაინტერესებული მხარეებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;

ფ) ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე პროექტებში/პროგრამებში/ქვეპროგრამებში რეგიონის ფერმერთა და აგრომეწარმეთა ჩართულობის ხელშეწყობა;

ქ) აგრობიზნესში  დასაქმებულ  პირებთან  (მ.შ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან) და  ფერმერულ ჯგუფებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით რეკომენდაციების წარმოდგენა;

ღ) სამინისტროს სტრატეგიის განახლების პროცესში სტატისტიკური და სხვა სახის ინფორმაციის/კვლევების მობილიზაცია და სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის გაზიარება;

ყ) ფერმერთა და აგრომეწარმეთა ერთიანი რეესტრის სისტემის ფუნქციონირება, მობილიზებული ინფორმაციის (სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების, მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო აქტივების შესახებ და სხვა ინფორმაცია) შეგროვება, დამუშავება და მისი ერთიან ელექტრონულ ბაზაში კონსოლიდაციის უზრუნველყოფა;

შ) დარგში არსებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მობილიზებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ჩ) კომპეტენციის  ფარგლებში,  საკანონმდებლო  ინიციატივებისა  და  წინადადებების მომზადება;

ც) დეპარტამენტში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

ძ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

თავი III. დეპარტამენტის  სტრუქტურა

მუხლი 5

დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:

ა) სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილება;

ბ) აგრარული ექსტენციის განყოფილება;

გ)  მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება.

მუხლი 6

სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) სოფლის მეურნეობის დარგების მიმდინარე მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი, შეფასება და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და სხვა დაკავშირებული დოკუმენტების შემუშავება;

ბ) რეგიონის მუნიციპალიტეტების მიხედვით პრიორიტეტული დარგების და მათი განვითარების სტრატეგიის შემუშავება;

გ) რეგიონში  არსებული        სასოფლო-სამეურნეო        დანიშნულების        მიწის კონსოლიდაციის,  რაციონალური  გამოყენების,   ნაყოფიერების  გაზრდისა  და შენარჩუნების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;

დ) კონკურენტუნარიანი ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების გამოვლენა, შესაბამისი წარმოების ჯაჭვის შესწავლა და წინადადებების მომზადება;

ე) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

ვ) რეგიონში    ბიოაგროწარმოების    ხელშეწყობის    მიზნით    წინადადებების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

თ) მემცენარეობის დარგში მეთესლეობის, სანერგე მეურნეობების, სელექციის და ჯიშთგანახლების  ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;

ი) მეცხოველეობის დარგში სანაშენე და ჯიშთგანახლების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;

კ)  ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ვეტერინარული,  ფიტოსანიტარიული და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიღწევის მიზნით წინადადებების მომზადება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

მ) კერძო და/ან საჯარო ვეტერინარიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

ნ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების შესახებ ყოველკვარტალური ანგარიშების და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების შესახებ წარმოდგენილი ყოველკვარტალური  ანგარიშების, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით განხილვა და  შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;

პ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

ჟ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული  სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

მუხლი 7

აგრარული ექსტენციის განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) აგრარული ექსტენციის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ბ) სხვადასხვა მეთოდის (მიზნობრივი, ზოგადი, დამხმარე) გამოყენებით ექსტენციის განხორციელების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

გ)  ექსტენციის სამოქმედო გეგმის ღონისძიებების ნუსხის განსაზღვრა და განხორციელების უზრუნველყოფა;

დ) ექსტენციის ეფექტურად განხორციელების მიზნით, სხვადასხვა სახის ლიტერატურის შემუშავება და დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა;

ე) სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მეცხოველეობის დარგების მიხედვით დეტალური ექსტენციის კალენდრის მომზადება, ექსტენციის ფაზების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

ვ) თანამედროვე ტექნოლოგიების და ახალი ჯიშების შესახებ ბაზარზე არსებული ინფორმაციის მობილიზაცია, დამუშავება და დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებების  მომზადება;

ზ) ექსტენციასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

თ) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოებასა და რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

ი) სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

კ) ექსტენციის განმახორციელებელი სპეციალისტების სამუშაო აღწერილობების მომზადება სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;

მ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

ნ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

მუხლი 8

მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ბ) ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების/პროგრამების/ქვეპროგრამების იდენტიფიცირება და ინფორმაციის დაინტერესებული მხარეებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;

გ) ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე პროექტებში/პროგრამებში/ქვეპროგრამებში რეგიონის ფერმერთა და აგრომეწარმეთა ჩართულობის ხელშეწყობა;

დ) აგრობიზნესში  დასაქმებულ  პირებთან  (მ.შ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან) და  ფერმერულ ჯგუფებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით რეკომენდაციების წარმოდგენა;

ე) რეგიონის მუნიციპალიტეტების მიხედვით, სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული პროექტების/პროგრამების/ქვეპროგრამების ბენეფიციართა შესახებ ინფორმაციის/მონაცემების შეგროვება და დამუშავება;

ვ) ფერმერთა და აგრომეწარმეთა ერთიანი რეესტრის სისტემის ფუნქციონირება, მობილიზებული ინფორმაციის (სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების, მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო აქტივების შესახებ და სხვა) შეგროვება, დამუშავება და მისი ერთიან ელექტრონულ ბაზაში კონსოლიდაციის უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს სტრატეგიის განახლების პროცესში სტატისტიკური და სხვა სახის ინფორმაციის/კვლევების მობილიზაცია;

თ) სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების, ექსპორტ-იმპორტის, სოფლის მეურნეობის წარმოების საშუალებების და მექანიზაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება;

ი) სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და სურსათზე  არსებული ფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება;

კ) ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მონაცემების შეგროვება და დამუშავება;

ლ) ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული შესაძლებლობების შესახებ კერძო სექტორის ინფორმირება;

მ) დამუშავებულ და მობილიზებულ მონაცემებზე დაყრდნობით ანგარიშებისა და წინადადებების წარმოდგენა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;

ო) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

პ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

თავი IV. დეპარტამენტის  ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

მუხლი 9

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე;

ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით;

ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

მუხლი 10

1. დეპარტამენტში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

დ) პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებულ განყოფილებაში  მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებაზე.

მუხლი 11

დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:

ა) ასრულებენ დეპარტამენტის/განყოფილების უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს;

ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებელი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;

დ) ასრულებენ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.

დანართი №3

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

მუხლი 2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს.

მუხლი 3

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

თავი II. დეპარტამენტის  ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 4

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) რეგიონის  სოფლის  მეურნეობისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის  დაგეგმვა  და  მისი შესრულების მონიტორინგი;

ბ) სტრატეგიული დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შემუშავება;

გ) სამინისტროს      სტრატეგიის      და      სამოქმედო      გეგმის      განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სისტემის დაწესებულებების იდენტიფიცირება;

დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სისტემის დაწესებულებების მიერ სტრატეგიული მიმართულებების და პროგრამების განხორციელების მონიტორინგი და პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ე) მონიტორინგის     მიზნით     საჭირო     ტექნიკური     ინდიკატორების     თაობაზე წინადადებების მომზადება, მონიტორინგის შედეგების შეჯამება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;

ზ) სტრატეგიული    დოკუმენტების    და    სამოქმედო    გეგმების    ინდიკატორების შესრულების ანალიზი და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაში შესაბამისი რეკომენდაციების ასახვა;

თ) სოფლის   მეურნეობაში   უცხოური   ინვესტიციების   მოზიდვის   ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია;

ი) სოფლის მეურნეობის საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციაში ახალი საინვესტიციო წინადადებების მომზადება;

კ) სოფლის  მეურნეობის  მიმართულებების  შესახებ ინვესტორების ინფორმირება,  ეროვნული სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების იდენტიფიცირება და დაგეგმვა (ფორუმები, კონფერენციები, გამოფენები და სხვა);

ლ) ინვესტორების მიერ მოწოდებული საინვესტიციო პროექტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

მ) კომპეტენციის       ფარგლებში       დონორ       ორგანიზაციებთან       ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა;

ნ) რეგიონში არსებული დონორების მიერ განხორციელებული/მიმდინარე პროექტების თაობაზე დეტალური საინფორმაციო ბაზის შექმნა;

ო) დონორთა კოორდინაციის მიზნით მათთან შეხვედრების ორგანიზება;

პ) დონორთათვის  სამინისტროს  და  სოფლის  მეურნეობის  დარგის  საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მობილიზაცია;

ჟ) რეგიონის  მუნიციპალიტეტების  მიხედვით   აქტიურ  მოქალაქეთა  ადგილობრივ გაერთიანებებთან (შემდგომში – ა.მ.ა.გ.-ი) მუშაობა და მათი მობილიზაციის ხელშეწყობა;      

რ) ა.მ.ა.გ.-ებისა და სხვა ფერმერული ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირება, შესწავლა, ანალიზი და სამინისტროს მიერ შესაბამისი წლის პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაგეგმვის ეტაპზე გამოვლენილი პრიორიტეტული საჭიროებების  წარმოდგენა;

ს) ა.მ.ა.გ.-ების საჭიროებებიდან გამომდინარე, მათი განვითარების სტრატეგიების და სამუშაო გეგმების შემუშავება, მათი განხორციელების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციებისა და ანგარიშების მომზადება;

ტ) ა.მ.ა.გ.-ების განვითარების პერსპექტივების, სტრატეგიების და სამუშაო გეგმების დონორებთან კოორდინაცია;

უ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების თაობაზე ინფორმაციის მობილიზება და დამუშავება;

ფ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების რისკის მართვის პოლიტიკის შემუშავებისა და მისი მუდმივი განახლების უზრუნველყოფა;

ქ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების რისკის მართვის პოლიტიკის დოკუმენტირების უზრუნველყოფა;

ღ) რისკის მართვისა და შიდა კონტროლის ღონისძიებების კოორდინირება;

ყ) რისკის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანგარიშის მომზადება;

შ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების მომზადება;

ჩ) დეპარტამენტში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

ც) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

თავი III. დეპარტამენტის  სტრუქტურა

მუხლი 5

დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:

ა) პოლიტიკის დაგეგმვისა და შესრულების მონიტორინგის განყოფილება;

ბ) საინვესტიციო და დონორებთან ურთიერთობის განყოფილება;

გ) სოფლის განვითარების განყოფილება.

მუხლი 6

პოლიტიკის დაგეგმვისა და შესრულების მონიტორინგის განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) რეგიონის სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის დაგეგმვა და მისი შესრულების მონიტორინგი;

ბ) სტრატეგიული დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შემუშავება;

გ) სამინისტროს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სისტემის დაწესებულებების იდენტიფიცირება;

დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სისტემის დაწესებულებების მიერ სტრატეგიული მიმართულებების და პროგრამების განხორციელების მონიტორინგი და პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ე) მონიტორინგის მიზნით საჭირო ტექნიკური ინდიკატორების თაობაზე წინადადებების მომზადება, მონიტორინგის შედეგების შეჯამება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;

ზ) სტრატეგიული დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების ინდიკატორების შესრულების ანალიზი და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაში შესაბამისი რეკომენდაციების ასახვა;

თ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების რისკის მართვის პოლიტიკის შემუშავებისა და მისი მუდმივი განახლების უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების რისკის მართვის პოლიტიკის დოკუმენტირების უზრუნველყოფა;

კ) რისკის მართვისა და შიდა კონტროლის ღონისძიებების კოორდინირება;

ლ) რისკის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანგარიშის მომზადება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;

ნ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

ო) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

მუხლი 7

საინვესტიციო და დონორებთან ურთიერთობის განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია;

ბ) სოფლის მეურნეობის საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, სამინისტროს სხვა  სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციაში ახალი საინვესტიციო წინადადებების მომზადება;

გ) სოფლის  მეურნეობის  მიმართულებების  შესახებ ინვესტორების ინფორმირება,  ეროვნული სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების იდენტიფიცირება და დაგეგმვა (ფორუმები, კონფერენციები, გამოფენები და სხვა);

დ) ინვესტორების მიერ მოწოდებული საინვესტიციო პროექტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა;

ვ) რეგიონში არსებული დონორების მიერ განხორციელებული/მიმდინარე პროექტების თაობაზე დეტალური საინფორმაციო ბაზის შექმნა;

ზ) დონორთა კოორდინაციის მიზნით მათთან შეხვედრების ორგანიზება;

თ) დონორთათვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის დარგის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მობილიზაცია.

ი) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;

კ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

ლ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

მუხლი 8

სოფლის განვითარების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) რეგიონის  მუნიციპალიტეტების  მიხედვით   აქტიურ  მოქალაქეთა  ადგილობრივ გაერთიანებებთან (შემდგომში – ა.მ.ა.გ.) მუშაობა და მათი მობილიზაციის ხელშეწყობა;      

ბ) ა.მ.ა.გ.-ებისა და სხვა ფერმერული ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირება, შესწავლა, ანალიზი და სამინისტროს მიერ შესაბამისი წლის პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაგეგმვის ეტაპზე გამოვლენილი პრიორიტეტული საჭიროებების  წარმოდგენა;

გ) ა.მ.ა.გ.-ების საჭიროებებიდან გამომდინარე, მათი განვითარების სტრატეგიების და სამუშაო გეგმების შემუშავება, მათი განხორციელების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციებისა და ანგარიშების მომზადება;

დ) ა.მ.ა.გ.-ების განვითარების პერსპექტივების, სტრატეგიების და სამუშაო გეგმების დონორებთან კოორდინაცია;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების თაობაზე ინფორმაციის მობილიზება და დამუშავება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;

ზ) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

თ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

თავი IV. დეპარტამენტის  ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

მუხლი 9

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე;

ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით;

ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

მუხლი 10

1.დეპარტამენტში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

დ) პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებულ განყოფილებაში  მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებაზე.

მუხლი 11

დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:

ა) ასრულებენ დეპარტამენტის/განყოფილების უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს;

ბ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებელნი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;

დ) ასრულებენ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.

დანართი №31

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის

სამინისტროს პროგრამების მართვის დეპარტამენტის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

მუხლი 2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მართვის  დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს.

მუხლი 3

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

თავი II. დეპარტამენტის  ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 4

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სოფლის   მეურნეობის   დარგის   განვითარების   სტრატეგიებზე, იდენტიფიცირებულ საჭიროებებზე  დაყრდნობით, ასევე სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების ხელშეწყობისა და  სოფლის   მეურნეობაში   კონკურენტუნარიანი   გარემოს ფორმირების ხელშეწყობის მიზნით  პროგრამებისა და ქვეპროგრამების შემუშავება;

ბ) სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროგრამებისა და ქვეპროგრამების საერთო კოორდინაცია და  განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების პირობების, შესაბამის შემთხვევაში შესასყიდი ობიექტის მახასიათებლების, სპეციფიკაციების განსაზღვრა;

დ) სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში  ბენეფიციართა შერჩევისა და მათზე პროგრამებითა და ქვეპროგრამებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ე) სამინისტროს და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების პროცესების სრულყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ვ) სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებების ზედამხედველობა და კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა;

ზ) სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების შესახებ ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება და წარმოდგენა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონში სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირებისა და განვითარების  უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

ი) სამელიორაციო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა;

კ) რეგიონში მიწის მელიორაციის არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და სამელიორაციო სისტემების განვითარებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება;

ლ) რეგიონში  არსებული        სასოფლო-სამეურნეო        დანიშნულების   მიწის კონსოლიდაციის,  რაციონალური  გამოყენების,   ნაყოფიერების  გაზრდისა  და შენარჩუნების ხელშეწყობისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა  სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა. სამელიორაციო სისტემების შეკეთების, რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის სამუშაოებზე საპროექტო დავალებების დოკუმენტაციის მომზადება;

ნ) საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, შეფასება და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება, მათი სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინაცია. ექსტრემალურ პირობებში სამელიორაციო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

ო) სამელიორაციო სისტემების მოვლა-შენახვის, შეკეთების, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფა;

პ) სამელიორაციო სისტემების  მიმდებარე ზოლში ინფრასტრუქტურის განვითარების რეგულირებისა და სხვადასხვა ობიექტების მშენებლობისა და განვითარების საქმიანობათა დადგენილი წესით შეთანხმების უზრუნველყოფა, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში შემავალი იმ სამუშაოების პროექტირება, რომლებიც არ საჭიროებენ საპროექტო კვლევა-ძიებას;

ჟ) სამელიორაციო სისტემების სფეროში საექსპერტიზო საქმიანობის (გარდა სახელმწიფო ექსპერტიზისა) ორგანიზაცია;

რ) კომპეტენციის  ფარგლებში,  საკანონმდებლო  ინიციატივებისა  და  წინადადებების მომზადება;

ს)  დეპარტამენტში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

ტ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

თავი III. დეპარტამენტის  სტრუქტურა

მუხლი 5

დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:

ა) აგრარული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების განყოფილება;

ბ) მელიორაციის განყოფილება.

მუხლი 6

აგრარული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) სოფლის   მეურნეობის   დარგის   განვითარების   სტრატეგიებზე, იდენტიფიცირებულ საჭიროებებზე  დაყრდნობით, ასევე სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების ხელშეწყობისა და  სოფლის   მეურნეობაში   კონკურენტუნარიანი   გარემოს ფორმირების ხელშეწყობის მიზნით  პროგრამებისა და ქვეპროგრამების შემუშავება;

ბ) სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროგრამებისა და ქვეპროგრამების საერთო კოორდინაცია და  განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების პირობების, შესაბამის შემთხვევაში შესასყიდი ობიექტის მახასიათებლების, სპეციფიკაციების განსაზღვრა;

დ) სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში  ბენეფიციართა შერჩევისა და მათზე პროგრამებითა და ქვეპროგრამებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ე) სამინისტროს და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების პროცესების სრულყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ვ) სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებების ზედამხედველობა და კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა;

ზ) სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების შესახებ ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება და წარმოდგენა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;

ი) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;

კ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

მუხლი 7

მელიორაციის განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა)  კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონში სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირებისა და განვითარების  უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) სამელიორაციო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა;

გ) რეგიონში მიწის მელიორაციის არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და სამელიორაციო სისტემების განვითარებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება;

დ) რეგიონში  არსებული        სასოფლო-სამეურნეო        დანიშნულების   მიწის კონსოლიდაციის,  რაციონალური  გამოყენების,   ნაყოფიერების  გაზრდისა  და შენარჩუნების ხელშეწყობისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

ე) სამელიორაციო სისტემების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების, პროგრამებისა და ქვეპროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა  სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა. სამელიორაციო სისტემების შეკეთების, რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის სამუშაოებზე საპროექტო დავალებების დოკუმენტაციის მომზადება;

ზ) საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, შეფასება და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება, მათი სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინაცია. ექსტრემალურ პირობებში სამელიორაციო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

თ) სამელიორაციო სისტემების მოვლა-შენახვის, შეკეთების, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფა;

ი) სამელიორაციო სისტემების  მიმდებარე ზოლში ინფრასტრუქტურის განვითარების რეგულირებისა და სხვადასხვა ობიექტების მშენებლობისა და განვითარების საქმიანობათა დადგენილი წესით შეთანხმების უზრუნველყოფა, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში შემავალი იმ სამუშაოების პროექტირება, რომლებიც არ საჭიროებენ საპროექტო კვლევა-ძიებას;

კ) სამელიორაციო სისტემების სფეროში საექსპერტიზო საქმიანობის (გარდა სახელმწიფო ექსპერტიზისა) ორგანიზაცია;

ლ) სამინისტროს სამელიორაციო სისტემების განვითარების პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებების ზედამხედველობა და კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა;