„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016859
32
17/04/2019
ვებგვერდი, 17/04/2019
140130000.22.034.016859
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №32

2019 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-12 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება, თუ ის ინიშნება უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის, პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორის ან სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის ვაკანტურ თანამდებობაზე;“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამინისტროს მოსამსახურის თანაბარ (ტოლფას) ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით (გარდა „ე“ ქვეპუნქტისა) განსაზღვრული განათლების მოთხოვნები (განათლების ცენზი). თუ მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობა ითვალისწინებს გამოძიების ფუნქციის განხორციელებას, ამ პუნქტის მიზნებისთვის, აღნიშნული თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობას წარმოადგენს ამ წესის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობა იმ შემთხვევაში, თუ იგი დაკავშირებულია გამოძიების ფუნქციის განხორციელებასთან.“.

2. 26-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კანდიდატების მიერ წარდგენილი აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან და დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. სპეციალური საკონკურსო კომისიის სამდივნო გამოგზავნილი აპლიკაციებიდან არჩევს და სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ამტკიცებს იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც საწყის ეტაპზე აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნული კანდიდატები გადადიან კონკურსის მომდევნო ეტაპზე. აპლიკაციის გადარჩევის ეტაპი სრულდება აპლიკაციების მიღების ვადის დამთავრებიდან არაუგვიანეს 20 დღისა;“;

ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. თუ კანდიდატმა წარმატებით გაიარა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპები, კანდიდატის თანხმობით, კომისიას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გასაუბრების ეტაპზე შეუძლია მიიღოს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება, კანდიდატის აპლიკაციაში მითითებული თანამდებობის ნაცვლად, სამინისტროში არსებულ სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღებად კანდიდატის კონკურსის შემდგომ ეტაპებზე გადაყვანის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება კომისიის მიერ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი აკმაყოფილებს  შეთავაზებული ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებს და არსებობს იმავე დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობა.“.

3. 75-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის  „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დეტექტივ-გამომძიებელი, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, უფროსი დეტექტივი და დეტექტივი;

ბ) უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი და გამომძიებელი;“;

ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კანდიდატების მიერ წარდგენილი აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან და დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. სპეციალური საკონკურსო კომისიის ან აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მტკიცდება იმ კანდიდატთა სია, რომლებიც საწყის ეტაპზე აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. აპლიკაციის გადარჩევის ეტაპი უნდა დასრულდეს აპლიკაციების მიღების დამთავრებიდან არაუგვიანეს 20 დღის ვადაში.

10. თითოეული ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატი გადადის კონკურსის მომდევნო ეტაპზე გონივრულ ვადაში. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადასვლის შესახებ სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის გადალახვის შესახებ სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს სპეციალური საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მიერ.“.

4. 75-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. თუ კანდიდატმა წარმატებით გაიარა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპები, კანდიდატის თანხმობით, კომისიას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გასაუბრების ეტაპზე შეუძლია მიიღოს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება, კანდიდატის აპლიკაციაში მითითებული თანამდებობის ნაცვლად, სამინისტროში არსებულ სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღებად კანდიდატის კონკურსის შემდგომ ეტაპებზე გადაყვანის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება კომისიის მიერ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი აკმაყოფილებს  შეთავაზებული ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებს და არსებობს იმავე დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობა.“.

5. 76-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის ვალდებულებისგან გათავისუფლების მიზნით, სპეციალური კონკურსის შედეგების გამსვლელი ბარიერი განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.“;

6. 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს მოსამსახურე, რომელსაც გავლილი აქვს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლისთვის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლისთვის, უფროსი დეტექტივისთვის, დეტექტივისთვის განკუთვნილი სპეციალური პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამა, ამ თანამდებობაზე დანიშვნისას თავისუფლდება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის ვალდებულებისგან.“.

7. 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 81. სპეციალური დებულებები 

1. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფში:

ა.ა) სამინისტროს ოპერატიული ქვედანაყოფის უფროსის (დეპარტამენტის დირექტორი, მთავარი სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსი, სამსახურის უფროსი და განყოფილების უფროსი, აგრეთვე  მათი მოადგილეები), დეტექტივ-გამომძიებლის, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, უფროსი გამომძიებლის, გამომძიებლის, უფროსი დეტექტივის, დეტექტივის, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ან უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობიდან უფრო დაბალ ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს;

ა.ბ) სამინისტროს სხვა დანაყოფის ოპერატიულ-სამძებრო  ან/და საგამოძიებო  საქმიანობის განმახორციელებელი  მოსამსახურის უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, გარდა დეტექტივ-გამომძიებლისა და უფროსი გამომძიებლის, გამომძიებლის თანამდებობისა;

ბ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში:

ბ.ა) ათმეთაურის, ოცმეთაურის, ცვლის მეთაურის, ცვლის უფროსის და უფრო მაღალი თანამდებობიდან, აგრეთვე განყოფილების უფროსის, განყოფილების უფროსის მოადგილის, გამომძიებლის, უფროსი გამომძიებლის, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის, უფროსი პატრულ-ინსპექტორის, პატრულ-ინსპექტორის, უფროსი პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), ტურისტული უსაფრთხოების უფროსი ინსპექტორის ან/და ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორის თანამდებობიდან უფრო დაბალ ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს;

ბ.ბ) სამინისტროს სხვა დანაყოფის ოპერატიულ-სამძებრო ან/და საგამოძიებო საქმიანობის განმახორციელებელი მოსამსახურის უფრო დაბალ ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის დროს, გარდა ათმეთაურის, უფროსი პატრულ-ინსპექტორის, პატრულ-ინსპექტორის, უფროსი პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი), ტურისტული უსაფრთხოების უფროსი ინსპექტორის ან/და ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორის თანამდებობებისა;

გ) სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფში ან სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში იმ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, რომელიც არ ითვალისწინებს საპოლიციო ფუნქციის განხორციელებას;

დ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების დროს სამინისტროს მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანის შემთხვევაში, როდესაც იგი ხელახლა ინიშნება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე.

2. თუ მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობა ითვალისწინებს გამოძიების ფუნქციის განხორციელებას, ამ მუხლის მიზნებისთვის, აღნიშნული თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობას წარმოადგენს ამ წესის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობა იმ შემთხვევაში, თუ იგი დაკავშირებულია გამოძიების ფუნქციის განხორციელებასთან.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 10 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია