სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-132/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 08/04/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2019
სარეგისტრაციო კოდი
02-132/ო
08/04/2019
ვებგვერდი, 19/04/2019
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-132/ო

2019 წლის 8 აპრილი

სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

 საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 25-ე მუხლის მე-16 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის, ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:

1. შპს „პრეჰოსპიტალური დახმარების ცენტრის“ ფილიალს (ფაქტიური მისამართი: ქ. ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. №25) მიეცეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ განხორციელების უფლება.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს „პრეჰოსპიტალური დახმარების ცენტრის“ ხელმძღვანელის გ. შათირიშვილის განცხადებები: 36825, 15.03.2019 წ; 39791, 21.03.2019 წ. და ადგილზე შემოწმების აქტი ლ/ლნ-281-33, 04.04.2019 წ.

 

სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი                                             პაატა ბუკია