სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-137/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 08/04/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2019
სარეგისტრაციო კოდი
02-137/ო
08/04/2019
ვებგვერდი, 19/04/2019
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-137/ო 

2019 წლის 8 აპრილი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად,  ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს „ინ-ლაბ“-ზე (ს/კ №445443869) (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, კახაბერის ქუჩა №36) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართები: ,,ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“; ,,ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „ინ-ლაბ“-ის ხელმძღვანელის ნინო ხუხუნაიშვილის განცხადებები: №25592, 22.02.2019; №28578, 28.02.2019წ.

ადგილზე შემოწმების აქტი №274-31, 03.04.2019 წ. ზეპირი მოსმენის ოქმი №10 8.04.2019 წ.

 

სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი                                           პაატა ბუკია