დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 80/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
მიღების თარიღი | 23/04/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017704 |
|
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, №112, 26.09.2005 წ., ს/კ: 040.030.000.22.022.007.724) მე-2 პუნქტით დამტკიცებული წესდების მე-6 მუხლის:
ა) მე-6 – მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია 6 წლის ვადით დანიშნოს დირექტორი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. 7. დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომში – მართვის სისტემა). 8. დირექტორისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს/ გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.“; ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 – მე-12 პუნქტები: „9. დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ან დირექტორის არჩევამდე/დანიშვნამდე დირექტორის მოვალეობას ასრულებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, მართვის სისტემაში რეგისტრირებული პირი. 10. დირექტორისათვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, მართვის სისტემაში რეგისტრირებული პირი ნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის/უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პირი ერთ თვეზე მეტი ვადით ასრულებს დირექტორის მოვალეობას, საჭიროებს მართვის სისტემაში რეგისტრაციას, ეს რეგისტრაცია არ იწვევს ამავე სკოლაში წინა რეგისტრაციის ავტომატურად შეწყვეტას. 11. ამ მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით დანიშნული პირი, რომელიც დირექტორის მოვალეობას ასრულებს, მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრება დირექტორის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად. 12. დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.“. |
მუხლი 2 |
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს წესი გავრცელდეს ამ ბრძანების ამოქმედების დღისათვის მოქმედ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებზე და შრომის ანაზღაურება ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესით, განხორციელდეს ბრძანების ამოქმედების დღიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები