დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-63 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 19/04/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/04/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 480040040.22.030.016193 |
01-63
19/04/2019
ვებგვერდი, 22/04/2019
480040040.22.030.016193
დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
|
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს:
ა) დიპლომატიური რანგის მინიჭების წესი (დანართი №1); ბ) უმაღლესი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი №2); გ) უფროსი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი №3); დ) უმცროსი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი №4); ე) პირველადი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი №5). |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანება. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები