„მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 18/04/2019
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016150
78
18/04/2019
ვებგვერდი, 24/04/2019
310150000.54.066.016150
„მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
„მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №78

2019 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

„მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №96 ბრძანებით (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 15/06/2017, 310150000.54.066.016118) დამტკიცებულ „მგზავრის გარდაცვალებისას/ სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესში“ შეტანილ იქნეს  ცვლილება და  დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე

დანართი

მგზავრისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია

1. მგზავრის გარდაცვალების ან სხეულის დაზიანების შემთხვევაში არ არსებოს ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის ფინანსური პასუხისმგებლობის ზღვარი. ავიაგადამზიდველს/მომსახურე ავიაგადამზიდველს არ აქვს უფლება, უარყოს ან სადავო გახადოს კომპენსაციის გადახდის მოთხოვნა, თუ მისი ოდენობა არ აღემატება 113 100 SDR-ს. თუ კომპენსაციის გადახდის მოთხოვნა აღემატება აღნიშნულ ოდენობას, ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი უფებამოსილია სადავო გახადოს იგი და ამტკიცოს, რომ ზიანი არ დამდგარა მისი ბრალეული ქმედების შედეგად.
2. მგზავრთა გადაყვანის შეფერხების შემთხვევაში კომპენსაცია შეიძლება განისაზღვროს 4 694 SDR-მდე ოდენობით.
3. ბარგის გადაზიდვის შეფერხების შემთხვევაში კომპენსაცია შეიძლება განისაზღვროს 1131 SDR-მდე ოდენობით.
4. ბარგის  დაკარგვის,  დაზიანების ან განადგურების კომპენსაცია შეიძლება განისაზღვროსა 1131 SDR-მდე ოდენობით. თუ ბარგი რეგისტრირებულია, ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი  პასუხისმგებელია მისი ბრალეულობის არარსებობის შემთხვევაშიც, თუ ბარგი გადაზიდვამდე არ იყო დაზიანებული. არარეგისტრირებული ბარგის შემთხვევაში ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი პასუხისმგებელია მხოლოდ მისი ბრალეულობის შემთხვევაში.
5. ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ ყველა ზომა მიიღო ზიანის თავიდან ასაცილებლად ან მისი აცილება შეუძლებელი იყო. ასეთი მტკიცებულების წარდგენამდე მიიჩნევა, რომ ბარგის დაზიანება, შეფერხება, დაკარგვა და განადგურება მოხდა ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის მიზეზით.
6. რეგისტრაციამდე  შესაბამისი განცხადების გაკეთების შემთხვევაში  და დამატებითი  თანხის გადახდისას, მგზავრს შეუძლია ისარგებლოს კომპენსაციის მაღალი  ოდენობით.
7. ბარგის დაზიანების, შეფერხების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში მგზავრმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის თაობაზე ავიაგადამზიდველს/მომსახურე ავიაგადამზიდველს.   რეგისტრირებული ბარგის დაზიანების შემთხვევაში მგზავრმა უნდა განაცხადოს   7 დღის განმავლობაში, ხოლო ბარგის შეფერხების შემთხვევაში – 21 დღის განმავლობაში, ორივე შემთხვევაში იმ თარიღიდან, როდესაც ბარგი გადავიდა მგზავრის განკარგულებაში.
8. თუ ავიაგადამზიდველი და მომსახურე ავიაგადამზიდველი  არ არის ერთი და იგივე პირი, მგზავრი უფლებამოსილია მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება ნებისმიერ მათგანს.
9. სარჩელი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით,  წარდგენილი უნდა იყოს შესაბამის სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჰაერო ხომალდის ჩამოფრენის ან გადაყვანა-გადაზიდვების დღიდან ორი წლის განმავლობაში.