„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 003299/21
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 19/04/2019
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 010230000.58.070.016076
003299/21
19/04/2019
ვებგვერდი, 23/04/2019
010230000.58.070.016076
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №003299/21

2019 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  :

 


მუხლი 1
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 01/02/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010230000.58.070.016007) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე -4 მუხლის :
ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტი:

ი.ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახური;

ი.ბ) სტრატეგიული ანალიზის სამსახური;

ი.გ) დონორებთან ურთიერთობის სამსახური;“;

 

ბ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-6 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტი, ასევე:

დ.ა) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ამზადებს სამსახურის მოხსენებებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის და წლიური შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშებთან დაკავშირებით;

დ.ბ) ამზადებს სამსახურის დასკვნას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტზე;

დ.გ) ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზს და საბიუჯეტო პროცესის მონიტორინგის მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას;

დ.დ) ახორციელებს სამსახურის წლიური აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაციასა და მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას;

დ.ე) ახორციელებს წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმის შესრულების მონიტორინგს;

დ.ვ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის ანალიზსა და სისტემატიზაციას;

დ.ზ)  უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მომზადებას;

დ.თ) ამზადებს საქართველოს პარლამენტში წარსადგენად სამსახურის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;

დ.ი) უზრუნველყოფს სამსახურის დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს პროექტებს და კონცეფციებს, გეგმავს და ორგანიზებას უწევს დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს;

დ.კ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს გენერალური აუდიტორის ბრძანების პროექტებს და სხვა დოკუმენტაციას.“;

 

ბ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 მაისიდან.

 


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიერეკლე მექვაბიშვილი