„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4544-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 140080000.05.001.019481
4544-IIს
03/05/2019
ვებგვერდი, 10/05/2019
140080000.05.001.019481
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების საფუძველზე.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, ხოლო საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს − თანამდებობაზე არჩევის დღიდან ენიშნება პერსონალური დაცვა, რომელიც უნარჩუნდება 1 წლის ვადით უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების პერიოდში პერსონალური დაცვა ენიშნება აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს/გაუგრძელდეს:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი, მისი ოჯახის წევრებს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;

გ) ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ სხვა პირს და მისი ოჯახის წევრებს აღნიშნული პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.“;

დ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად იცავს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებს, სამთავრობო რეზიდენციებს და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს, მათ შორის, საქართველოს აეროპორტების სამთავრობო დარბაზებსა და გასასვლელებს. აღნიშნულ დარბაზებსა და გასასვლელებში ოფიციალური დელეგაციების, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო სტუმრების მომსახურების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხები, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესი და დაცვის განხორციელების პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტები − საქართველოს მთავრობის განკარგულებით.“;

ე) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. დაცვით სარგებლობის შესახებ დასაცავი პირის გადაწყვეტილების შესაბამისად შეიძლება შეწყდეს ან შეჩერდეს მის მიმართ დაცვის ღონისძიებების განხორციელება.“.

3. მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აგრეთვე საზღვარგარეთ, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომლის შემადგენლობაში შედიან სამსახურის სტრუქტურული ერთეულები (მათ შორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დანაყოფები) და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოები.“.

4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურში იღებს მოქალაქეებს, ნორმატიული აქტით (ბრძანებით) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში კანდიდატის მიღების წესს, სამსახურის თანამშრომელთა სამოხელეო ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებს, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ ორგანოებში სამსახურის გავლის პირობებს;“.

5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ამ კანონით გათვალისწინებული ამოცანების ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო/აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია დაცვის ღონისძიებების განხორციელების ადგილებზე დასაქმებული, დროებით მყოფი ან/და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული (დასაშვები) პირების შესახებ შესაბამისი დაწესებულებებისა და პასუხისმგებელი პირებისაგან, რომლებიც, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ვალდებული არიან შეასრულონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კანონიერი მოთხოვნა;“.

6. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში:

ა) პირი საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ან/და კადრის სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს არაუმეტეს ამ კანონის 101 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტების შესაბამისად ვადის გაგრძელებით დასაშვები ზღვრული ასაკის მიღწევისა;

ბ) ვადის გაგრძელებით დასაშვებ ზღვრულ ასაკს მიღწეული პირი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიძლება მიღებულ ან/და დატოვებულ იქნეს მხოლოდ სამოქალაქო პირად, საპენსიო ასაკის მიღწევამდე − განუსაზღვრელი ვადით, ხოლო შემდეგ − განსაზღვრული ვადით.“.

7. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს:

ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას ან წელთა ნამსახურობის გამო;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება, აგრეთვე ისეთი ტრავმის მიღების ან დაავადების შემთხვევაში, რომელიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის;

გ) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისას, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გასვლისას;

დ) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის;

ე) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო;

ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის;

ზ) შტატების შემცირებისას;

თ) საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ორგანოში არჩევისას ან დანიშვნისას;

ი) ფიცის გატეხის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის გამო;

კ) დანაშაულის ჩადენისათვის, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;

ლ) მხარეთა შეთანხმებით, პირადი პატაკის საფუძველზე;

მ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისას;

ნ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე;

ო) სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის საფუძველზე;

პ) საპენსიო ასაკის გამო.“.

8. მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ პირველი შესაძლებლობისთანავე შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს, აგრეთვე სამსახურის სამორიგეო ქვედანაყოფს, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აცნობებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელ პირებს და შეტყობინებას გადასცემს საქართველოს გენერალური პროკურატურის „ცხელ ხაზზე“.“.

9. მე-16 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება გაფიცვა, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, მასში მონაწილეობა, პოლიტიკური პარტიის წევრობა, სამეწარმეო საქმიანობა, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებაში ან სხვა ორგანიზაციაში შეთავსებით მუშაობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, სპორტული ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ამ კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და სამედიცინო საქმიანობისა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში ამავე სფეროში დასაქმების შემთხვევაში.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. პირი, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში იხდის სამხედრო ვალდებულებას, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს შეთავსებით მუშაობის შეზღუდვისაგან სამსახურისგან თავისუფალ დროს.“.

10. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის მიერ განსაკუთრებულ გარემოებებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონის მე-8 მუხლის „დ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას, მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე, სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ანაზღაურებს აგრეთვე სამსახურის მოსამსახურის ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.“.

მუხლი 2

1. საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს IX მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით ემსახურება სამსახურებრივი ავტომობილი და უზრუნველყოფილია პერსონალური დაცვით. სამსახურებრივი ავტომობილის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარდგინების საფუძველზე „საქართველოს აეროპორტების სამთავრობო დარბაზებსა და გასასვლელებში ოფიციალური დელეგაციების, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო სტუმრების მომსახურების წესის დამტკიცების თაობაზე“ და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესისა და დაცვის განხორციელების პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და „სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების მიღება.

3. ამ კანონის ამოქმედებამდე მიმდინარე დაცვის ღონისძიებების შემდგომი განხორციელების საკითხი დარეგულირდეს ამ კანონით განსაზღვრული ვადებისა და წესების დაცვით.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

3 მაისი 2019 წ.

N4544-IIს