ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016449
17
08/05/2019
ვებგვერდი, 13/05/2019
010250050.35.117.016449
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2019 წლის 8 მაისი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი“ დანართის  შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



დანართი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და  შესყიდვის წესი

მუხლი 1. მოქმედების სფერო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა  და შესყიდვის წესი (შემდგომში – წესი)  ადგენს  ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის  ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების  კლასიფიკაციას და განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი  მნიშვნელობები:

ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის მერია;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითო ორგანო – ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო;

გ) გაპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე  და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირზე ან საკრებულოს თავმჯდომარეზე/მოადგილეზე;

დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება გაპიროვნებული ავტომობილების  რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე;

ე) საშტატო  რიცხოვნობა – ფაქტობრივ  საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული გაპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.


მუხლი 3. გაპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები
გაპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირს:

ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი;

ბ) ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

გ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

დ) ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.


მუხლი 4. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა  და გამოყენების წესი
1. სამორიგეო ავტომობილის რიცხვი დგინდება შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში 1 ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი.

2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის  მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის  მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1-ზე,  როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა, ხდება 1 მთელამდე.

3.ზამთრის პერიოდში  კლიმატური და რელიეფური თავისებურების  გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების  არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების  კლასს.

4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ვითარება გრძელდება 6 თვეზე მეტი პერიოდით.


მუხლი 5. ავტომობილების  კლასიფიკაციის  წესი
1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად გაპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.

2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს მე-3 კლასის ავტომობილისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისია შესაბამისი ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე;

3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 100  ათას  კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია:

ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი; 

ბ) ძრავის ზეთის ხარჯი;

გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;

დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;

ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;

ვ) კონდინციონერის ფილტრის ხარჯი;

ზ) ანთების  სანთლები; 

თ) ძრავის ღვედი;

ი) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში)  საპასპორტო მონაცემებით.  

4. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს წინა და უკანა ხუნდები საჭიროების შემთხვევაში, სულ მცირე ხუთჯერ, ხოლო წინა და უკანა ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა გადასახდელი იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.

5. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდგომში – შემსყიდველი) წარუდგენს განფასებას (საქონლის  მახასიათებლები   და ბრენდი,  რაოდენობა, ცვლის პარამეტრი  და  ერთეულის  ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით,  რომელიც შემდგომში  აისახება  სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში. შემსყიდველი ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წლოვანებას ან/და გარანტიის პირობებს. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას, ეროვნულ ვალუტაში, საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.

6. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შემსყიდველი ატარებს  ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო  ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების  გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი  ზღვრული ფლობის ღირებულებისა შესაბამისი (მე-3) კლასის მიხედვით. შემსყიდველი ბაზრის კვლევის ჩატარების  და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ  ტენდერს  აცხადებს  ჯამურ  ღირებულებაზე (ავტომანქანის  ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის   სერვისის   და  საწვავის  ხარჯის  ფასი).  წინამდებარე  კლასიფიკაცია  ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული პარკის მყისიერ  მორგებას წინამდებარე  წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა  და თანამდებობის მიხედვით.

7. ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ცხრილი N1-ისა და ცხრილი N2-ის მიხედვით, რომელიც ამ წესს თან ერთვის.



ცხრილი N1

მე-3 კლასის მსუბუქი ავტომობილები

ძრავას მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

1.1

ცხენის ძალა არანაკლებ

77

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3850

სიგანე არანაკლებ

1695

სიმაღლე არანაკლებ

1455

წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ/ზე არაუმეტეს

8 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

 


ცხრილი N2

მე-3 კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილები

ძრავას მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

1.0

ცხენის ძალა არანაკლებ

82

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5- საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3665

სიგანე არანაკლებ

1600

სიმაღლე არანაკლებ

1575

წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ/ზე არაუმეტეს

9.3 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

4X4