დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4616-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/05/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.019487 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის შენიშვნის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ ცხრილის მე-4 გრაფაში აღნიშნული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული, იმავე გრაფის მე-3 სვეტის (საქონლის დასახელება) „ა“−„ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული 0-დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებისათვის იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქციზის განაკვეთები მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში მცირდება 60 პროცენტით.“; ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. ამ ცხრილის მე-4 გრაფაში აღნიშნული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული, იმავე გრაფის მე-3 სვეტის (საქონლის დასახელება) „ა“−„ჟ“ ქვეპუნქტებში მითითებული ელექტროძრავიანი მსუბუქი ავტომობილებისათვის, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, აქციზის განაკვეთი შეადგენს იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის 2000-ზე ნამრავლს.“. 2. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მარცხენასაჭიანი ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები და 8711 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები;“. 3. 309-ე მუხლის მე-100 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „100. 2019 წლის 1 ოქტომბრამდე სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილი იბეგრება 2019 წლის 1 ივნისამდე მოქმედი აქციზის განაკვეთით, თუ: ა) ავტომობილის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო 2019 წლის 1 ივნისამდე და იგი საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2019 წლის 31 აგვისტოსი; ბ) ავტომობილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა 2019 წლის 1 ივნისამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივნისიდან. |
თბილისი, 29 მაისი 2019 წ. N4616-IIს |
დოკუმენტის კომენტარები