„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4615-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 040040000.05.001.019505
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4615-IIს
29/05/2019
ვებგვერდი, 10/06/2019
040040000.05.001.019505
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი, მუხ. 124) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს კანონი აწესრიგებს სახელმწიფოს მიერ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისთვის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ღონისძიებათა განხორციელებისას წარმოშობილ ურთიერთობებს.“.

2. მე-6−მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ახალგაზრდობის  სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს აწვდის ინფორმაციას სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესახებ.

მუხლი 7

სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მიზნით ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისთვის ჩაატაროს ტრენინგ-სემინარები.

მუხლი 8

ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს უფლება აქვთ, სააგენტოს წინადადებით განახორციელონ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში შემუშავებული სახელმწიფო პროგრამები.

მუხლი 9

სააგენტო ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით შეიმუშავებს სახელმწიფო პროგრამებს.

მუხლი 10

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის საფუძველზე წყვეტს სათათბირო ორგანო, რომელსაც სააგენტოს წარდგინებით ქმნის საქართველოს მთავრობა.“.

3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას ორგანიზებას უწევს სააგენტო.“.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის  სააგენტოს დაფუძნება და ამ სააგენტოს დებულების დამტკიცება;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის  სააგენტოს წარდგინებით სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცება;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის  სააგენტოს წარდგინებით ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანოს დებულების დამტკიცება.

2. (ამოღებულია - 16.03.2021, №337).

3. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებიდან და ამ სააგენტოს დებულების დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის  სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი პირველი მოადგილე/მოადგილე/მოადგილეები.

4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნისთანავე:

ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის − ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ახალგაზრდობის სააგენტოს;

ბ) უფლებამოსილება შეუწყდეთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს;

გ) ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის − ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ჩაითვალონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის  სააგენტოს თანამშრომლებად და რეორგანიზაციის დასრულებამდე შეუნარჩუნდეთ არსებული შრომის ანაზღაურება.

5. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ახალგაზრდობის  სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2019 წლის 2 სექტემბრამდე უზრუნველყოს რეორგანიზაციის გზით თანამშრომლების საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის  სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობებზე გადაყვანა.

6. საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ახალგაზრდობის სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის − ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლედ.

7. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის − ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონით განსაზღვრული უფლებამონაცვლე უწყების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. 

8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

9. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ახალგაზრდობის  სააგენტოსთვის ამ კანონის ამოქმედების დღისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სარგებლობაში არსებული ქონების გადაცემა.

10. ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების (მათ შორის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის განკარგვაში არსებული, შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის) უფლებამოსილება 2019 წლის განმავლობაში ენიჭება აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებამონაცვლეს ­− ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ახალგაზრდობის  სააგენტოს.

11. ბავშვთა და ახალგაზრდულმა კავშირებმა, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედებამდე გრანტების სახით მიღებული ჰქონდათ „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური მხარდაჭერა, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ახალგაზრდობის სააგენტოს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები სახელმწიფოსგან მიღებული თანხების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №337 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 მაისი 2019 წ.

N4615-IIს