,,სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2019
ძალაში შესვლის თარიღი 20/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016867
40
13/05/2019
ვებგვერდი, 13/05/2019
140130000.22.034.016867
,,სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №40

2019 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

,,სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
 „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის პირველი აგვისტოს №598 ბრძანებით  (ვებგვერდი, 01/08/2012, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016122) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) მას წინასწარ აქვს დაჯავშნილი ადგილი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის რიგში ამ წესის 211 მუხლის შესაბამისად (მხოლოდ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების აუცილებლობის შემთხვევაში).“.

2. 21-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:

„მუხლი 211. მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის რიგში ადგილის დაჯავშნა

1. მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლის მიზნით, მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ელექტრონულად დაჯავშნოს ადგილი მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის რიგში, დისტანციური არხების  (სწრაფი გადახდის აპარატ(ებ)ი, ვებპორტალი) მეშვეობით ან სააგენტოს მომსახურების ცენტრში.

2. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია გაეცნოს ელექტრონული ჯავშნის პირობებს (მათ შორის მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე) და გამოხატოს მასზე თანხმობა. თანხმობის გამოხატვად ითვლება მძღოლობის კანდიდატის მიერ სარეგისტრაციო მონაცემების შევსება და თეორიული გამოცდის რიგში ადგილის დაჯავშნა.

3. დისტანციური არხების მეშვეობით რიგში ადგილის ელექტრონულად დაჯავშნისას მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეავსოს შემდეგი მონაცემები:

ა) ქალაქი, სადაც მძღოლობის კანდიდატს სურს თეორიული გამოცდის ჩაბარება (ქალაქის არჩევა ხდება ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული ქალაქების ჩამონათვალიდან);

ბ) მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების სასურველი თარიღი და დრო (აღნიშნული მონაცემების არჩევა ხდება ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული კალენდარზე აღნიშნული თავისუფალი თარიღიდან და დროიდან);

გ) მძღოლობის კანდიდატის პირადი ნომერი საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – მძღოლობის კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;

დ) მობილური ტელეფონის ნომერი;

ე) სტუდენტის სტატუსი,  იმ შემთხვევაში, თუ მძღოლობის კანდიდატი არის „სტუდენტის“ სტატუსის აღნიშვნის მქონე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელი სტუდენტი (შემდგომში – სტუდენტი);

ვ) მძღოლობის კანდიდატის ასაკი (18 წლამდე).

4. მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების თარიღისა და დროის არჩევის შემდეგ, ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურად გენერირებული სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდის ველის მეშვეობით მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ელექტრონული სისტემის მიერ განსაზღვრული დროის მანძილზე ელექტრონულად გადაიხადოს სააგენტოს მომსახურების საფასური. მომსახურების საფასურის გადახდის დადასტურების შემდგომ ხდება თეორიული გამოცდის რიგში ადგილის დაჯავშნა.

5. სტუდენტის მიერ დისტანციური არხების მეშვეობით თეორიული გამოცდის რიგში ადგილის დაჯავშნისას ელექტრონული სისტემა ავტომატურად აგენერირებს მძღოლობის კანდიდატის მიერ გადასახდელი სააგენტოს მომსახურების საფასურის ოდენობას (შეღავათიანი ტარიფი), „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

6. თუ მძღოლობის კანდიდატი არის 17 წლის და პირი გააკეთებს შესაბამის მონიშვნას თეორიული გამოცდის რიგში ადგილის დაჯავშნისას, მაშინ ელექტრონული სისტემა ავტომატურად აგენერირებს მძღოლობის კანდიდატის მიერ გადასახდელი სააგენტოს მომსახურების საფასურის ოდენობას (შეღავათიანი ტარიფი), „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

7. მძღოლობის კანდიდატის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტის  წარმოუდგენლობის შემთხვევაში, იგი ვალდებულია გადაიხადოს მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვებისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საფასურსა და მის მიერ ამ მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტის შესაბამისად გადახდილ თანხას შორის სხვაობა და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს საგამოცდო სამსახურში, წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლობის კანდიდატი არ დაიშვება გამოცდაზე.

8. მძღოლობის კანდიდატის მიერ თეორიული გამოცდის რიგში ადგილის დაჯავშნის შემდეგ სააგენტო უფლებამოსილია, მძღოლობის კანდიდატს მის მიერ დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება, დაჯავშნის წარმატებით განხორციელებისა და მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის თარიღის, დროისა და ქალაქის, ასევე მძღოლობის კანდიდატის პირადი ნომრის მითითებით.

9. მძღოლობის კანდიდატის მიერ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის მიერ მართვის უფლების მისაღები შემდგომი თეორიული გამოცდის დღედ შეიძლება არჩეულ იქნეს არაუადრეს გამოცდის დღის მე-7 კალენდარული დღისა.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტისა და ამ წესის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის სააგენტო თეორიული გამოცდის რიგში ადგილის დაჯავშნისას მძღოლობის კანდიდატის მიერ შევსებულ მონაცემებს ადარებს სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებს.

11. მძღოლობის კანდიდატის მიერ თეორიული გამოცდის რიგში ადგილის დაჯავშნა სააგენტოს მომსახურების ცენტრში ხორციელდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.

12. მძღოლობის კანდიდატის მიერ არასრულყოფილი ან/და ხარვეზიანი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატი მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მძღოლობის კანდიდატი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დრომდე აღმოფხვრის ხარვეზს.  

13. თუ მძღოლობის კანდიდატი სააგენტოს მიზეზით (პროგრამული ხარვეზი ან/და სხვა გარემოება) ვერ გავა მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე, სააგენტო უზრუნველყოფს მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე მის დაშვებას თეორიული გამოცდის რიგში ადგილის დაჯავშნის გარეშე, მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩატარების ხელშემშლელი გარემოებების აღმოფხვრისთანავე.“;

3. ამოღებულ იქნეს 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი.

4. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) „სტუდენტის“ აღნიშვნის მქონე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, თუ პირი სარგებლობს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ბ1“ პუნქტით გათვალისწინებული ტარიფით.“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული სახით, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინება (სმს);“.

5. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია თეორიული გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 10 წუთით ადრე გამოცხადდეს თეორიულ გამოცდაზე და წარმოადგინოს ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაცია.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 20 მაისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.