დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4741-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/05/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 05/07/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010120000.05.001.019496 |
|
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ე) D5 კატეგორიის − პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, და მისი ოჯახის წევრებზე. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი;“. 2. მე-15 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე, რომელიც სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და რომლის დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელმაც „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიცია ან რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი;“; გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, და მისი ოჯახის წევრებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი;“; დ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) უვადო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც უდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ან 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში აქვს ამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი.“. 3. მე-16 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ კანონის მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ფლობის პერიოდში ყოველწლიურად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ყოველი წლის ამოწურვამდე სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − შემოსავლების სამსახურიდან წარუდგინოს ინფორმაცია თავის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან წლიური ბრუნვის შესახებ. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს არ დაუდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა. 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი ვალდებულია შეინარჩუნოს საკუთრების უფლება იმ უძრავ ნივთზე, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც გაიცა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ან ამ კანონის 21-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებულ უძრავ ნივთზე.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ნებართვა და იმავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უვადო ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. უვადო ბინადრობის ნებართვის მისაღებად იმ უცხოელმა, რომელზედაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა მის მიერ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე და რომელიც 5 წლის განმავლობაში ფლობდა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე უნდა მიმართოს სააგენტოს და წარუდგინოს ინფორმაცია საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან მე-5 წლის ბრუნვის შესახებ, რომლითაც დასტურდება მის მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მე-5 წელს არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ბრუნვა, ხოლო იმ უცხოელმა, რომელზედაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა მის მიერ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის მე-5 წლის ამოწურვამდე უნდა მიმართოს სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან (შემდგომ − საჯარო რეესტრი) წარუდგინოს ცნობა ჯამურად 5 წლის განმავლობაში იმ უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც მიიღო მან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ან ამ კანონის 21-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებული უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ. შენიშვნა: თუ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს უვადო ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით მიმართავს, მას სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე უნარჩუნდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.“. 4. მე-18 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) არ არის დაცული შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.“. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი: „მუხლი 201. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება 1. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ვიზის გაცემის უფლებამოსილების მქონე უწყება ვალდებულია D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემიდან 2 კვირის ვადაში საჯარო რეესტრს მიაწოდოს D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მქონე უცხოელის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) და ინფორმაცია იმ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც მიიღო უცხოელმა D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა. 2. სააგენტო ვალდებულია ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ან იმავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან 2 კვირის ვადაში საჯარო რეესტრს მიაწოდოს მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) და ინფორმაცია იმ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც მიიღო უცხოელმა მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. 3. საჯარო რეესტრი ვალდებულია D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების შეწყვეტის უფლებამოსილების მქონე ორგანოს შეატყობინოს იმ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც მიიღო უცხოელმა D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა. ასეთი შეტყობინება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში. 4. საჯარო რეესტრი ვალდებულია სააგენტოს შეატყობინოს იმ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც გაიცა მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. ასეთი შეტყობინება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში. 5. დამსაქმებელი ვალდებულია ბინადრობის ნებართვის მქონე დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში ამის შესახებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 5 დღის ვადაში შეატყობინოს სააგენტოს. დამსაქმებელს აღნიშნული ინფორმაციის შეუტყობინებლობის ან არაჯეროვანი შეტყობინების შემთხვევაში დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“. 6. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 პუნქტები: „12. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს არ წარუდგენს ამ კანონის მე-16 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ან აღნიშნულ უცხოელს მის მიერ წარდგენილი, ამ კანონის მე-16 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციით არ უდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა. 13. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელს, რომელმაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე მიიღო, შეუწყდება იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც აქვს მიღებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. აღნიშნულ უცხოელს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არ შეუწყდება იმ შემთხვევაში, თუ იგი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეწყვეტამდე სააგენტოს საჯარო რეესტრიდან წარუდგენს ამონაწერს იმავე ან უფრო მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ. აღნიშნული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება დადგენილი უნდა ჰქონდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებულ შემფასებელს.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 31-ე დღეს. |
თბილისი, 30 მაისი 2019 წ. N4741-IIს |
დოკუმენტის კომენტარები