დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 183 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 17/06/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 02/07/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/09/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.017212 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/06/2016, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016876) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესსა და პირობებს“ (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: ,,მუხლი 71. სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის განკარგვა 1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლებით გათვალისწინებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონელი ექვემდებარება განადგურებას დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონელი შესაძლებელია რეალიზებულ იქნეს ან განაწილდეს, უფლების მფლობელის/მისი წარმომადგენლის თანხობის შემთხვევაში, თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან მოცილება შესაძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზე არ არის დატანილი. უფლების მფლობელის/მისი წარმომადგენლის თანხობის მიღება არ არის აუცილებელი, თუ მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ქვები და მათი ნაწარმი შესაძლებელია რეალიზებულ იქნეს, მხოლოდ მათი დაზიანების შედეგად მიღებული ნარჩენების (ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ქვები) სახით. 4. თუ სასაქონლო ნიშნის მოცილებასთან დაკავშირებული სავარაუდო ხარჯები ან/და ქონების ექსპერტიზის/შეფასების სავარაუდო ღირებულება აღემატება საქონლის სავარაუდო ღირებულებას, ქონება განადგურდება დადგენილი წესით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
|
|
დოკუმენტის კომენტარები