„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 267
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.021284
267
06/06/2019
ვებგვერდი, 10/06/2019
120200010.10.003.021284
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №267

2019 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

 

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.

2. სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) მოსამსახურეები.

3. იურიდიული დეპარტამენტის მოსამსახურეები.

4. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) მოსამსახურეები.

5. ეკონომიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

6. ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

7. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

8. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

9. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

10. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

11. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

12. ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტის) მოსამსახურეები.

13. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეები.

14. ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

15. სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

16. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოსამსახურეები.

17. დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

18. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მოსამსახურეები.

19. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

20. ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

21. მიგრაციის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

22. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

23. ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები.

24. სამინისტროს მმართველობის სფეროში  შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები.

25. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეები.

26. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე