„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4917-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 310090000.05.001.019558
4917-IIს
28/06/2019
ვებგვერდი, 04/07/2019
310090000.05.001.019558
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 463) მე-16 მუხლის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის რადიუსში მდებარე, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისკენ საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით;

ა.გ) იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო ორგანოს განთავსების ადგილიდან უახლოესი, 25 კმ-ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისკენ, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისკენ საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2019 წ.

N4917-IIს