„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4924-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.019548
4924-IIს
28/06/2019
ვებგვერდი, 04/07/2019
400010020.05.001.019548
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2(9), 1999 წელი, მუხ. 13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს შესაბამისი ორგანოები საქართველოს მიმდებარე ზონაში ახორციელებენ კონტროლს საქართველოს საბაჟო, ფისკალური, საემიგრაციო  და სანიტარიული კანონმდებლობების დარღვევის აღკვეთისა და ამ კანონმდებლობების დამრღვევთა დასჯის მიზნით.“.

2. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. საქართველოს მიმდებარე ზონაში საქართველოს საბაჟო, ფისკალური, საემიგრაციო ან სანიტარიული კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთის ღონისძიებები

თუ საქართველოს მიმდებარე ზონაში მყოფმა უცხო ქვეყნის გემმა დაარღვია ან იგი აპირებს დაარღვიოს საქართველოს საბაჟო, ფისკალური, საემიგრაციო ან სანიტარიული კანონმდებლობა, საქართველოს შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ, გააჩერონ აღნიშნული გემი, ჩაუტარონ მას ინსპექტირება, მიიღონ დარღვევის თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომები  და დააკავონ გემი დამნაშავე პირის პასუხისგებაში მისაცემად.“.

3. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხელოვნური კუნძულების მიმართ აქვს განსაკუთრებული იურისდიქცია, მათ შორის, იურისდიქცია საქართველოს საბაჟო, ფისკალური, საემიგრაციო და სანიტარიული კანონმდებლობებისა და წესების მიმართ, აგრეთვე უსაფრთხოების მიმართ.“.

4. 65-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ან აპირებს დაარღვიოს საქართველოს საბაჟო, ფისკალური, საემიგრაციო ან სანიტარიული კანონმდებლობა საქართველოს მიმდებარე ზონაში;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2019 წ.

N4924-IIს