,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 11/06/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240070.32.057.016315
11
11/06/2019
ვებგვერდი, 12/06/2019
010240070.32.057.016315
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №11

2019 წლის 11 ივნისი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორ­­ტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №49 დადგე­ნი­ლე­ბაში  (სსმ, 165, 17.12.2010, 010240070.32.057.016006) და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №49 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტის დეპარტამენტის  შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“;

 

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №49 დადგენილებაში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტისა და ახალ­გაზრ­დო­ბის საქმეთა დეპარტამენტის’’ ნაცვლად მიეთითოს „აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს საქვეუწყებო და­წე­სე­ბულება – სპორტის დეპარტამენტი’’;
გ)  დადგენილების მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სპორტის დეპარტამენტის საშტატო რიც­ხოვნობა განისაზღვროს 15 (თხუთმეტი) საშტატო ერთეულით.“;

 

დ) შეიცვალოს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალ­გაზრ­დო­ბის საქმეთა დეპარტამენტის დებულება“ და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქ­ციით.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე



დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა    და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების –  სპორტის დეპარტამენტის

დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამი­ნისტ­როს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში და ახორციელებს აჭარის ავტო­ნო­მიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროს კომპეტენციებს სპორტის სფე­რო­ში.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აჭარის ავტო­ნო­მიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რობის (შემდგომში – მთავრობა) წინაშე.

4. დეპარტამენტი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარი­გე­ბებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 5. დეპარტამენტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, ბლანკი და სხვა რეკვიზიტები.

6. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.

7. დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ. ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა №4.


მუხლი 2. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები
დეპარტამენტის მიზნები და ამოცანებია:

ა) სპორტის სფეროში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ ერთიანი პოლიტიკის შემუშავების, დაგეგმვისა და მისი რეალი­ზების კოორდინაცია;

ბ) მთავრობის მიერ სპორტის სფეროში დამტკიცებული პროგრამების განხორ­ციელება;

გ) სპორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, სასპორტო დაწესებულებების, სპორტული ორგანიზაციების სპორტული ინვენტარითა და აღჭურვილობით უზრუნ­ველ­ყოფის ხელშეწყობა;

დ) სპორტის სფეროში არასახელმწიფო სექტორის როლის ზრდის ხელშეწყობა;

ე) სამინისტროსათვის წინადადებების წარდგენა სკოლისგარეშე სასპორტო საგან­მა­ნათლებლო დაწესებულებების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის თაობაზე;

ვ) სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის გაუმჯობესების თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და სამი­ნისტ­როსათვის წარდგენა;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედი სასპორტო დაწესებუ­ლე­ბე­ბის საქმიანობის კოორდინაცია, სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის (სპორტული სკოლები) მეთო­დუ­რი დახმარების გაწევა, სპორტული სკოლების სასწავლო პროცესზე ზედამხედ­ვე­ლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

თ) სპორტის სფეროში ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება;

ი) დეპარტამენტის მიერ აჭარის სპორტული ფედერაციებისათვის (კავშირები­სათ­ვის) გამოყოფილი თანხების ხარჯვის კონტროლი;

კ) სპორტის სფეროს დაფინანსებისათვის სათანადო პროექტების შემუშავება, სპორ­ტის სფეროში მოქმედ საერთაშორისო საფინანსო და სხვა დაწესებულებებთან თანამშ­რომლობა; თავისი მმართველობის სფეროში ადგილობრივი, ეროვნული და საერთა­შორისო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სპორტულ სფეროში ღონისძიებების დაფინანსების ნორმების პროექტის შემუშავება და სამი­ნისტ­როსათვის წარდგენა;

მ) სპორტის სფეროში საპატიო წოდებების მინიჭების თაობაზე წინადადებების შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენა;

ნ) სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტის სხვა მუშაკთა მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებებისათვის ჯილდოების დაწესების თაობაზე წინადადებების სამინისტროსათვის წარდგენა;

ო) ასაკოვანი ვეტერანი სპორტსმენებისა და სპორტის სხვა მუშაკების ღვაწლის დაფასების მიზნით მათ მიმართ სხვადასხვა სახის მატერიალური წახალისების ფორ­მების გამოყენება;

პ) სპორტის სფეროსთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვება და გაანალიზება. სპორტის პროპაგანდა;

ჟ) სპორტის სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორ­ციე­ლების ხელშეწყობა;

რ) კანონით დადგენილი წესით სპორტის სფეროსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების განკარგვა;

ს) სპორტის სფეროში მთავრობისა და სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვე­ტი­ლებების შესრულება;

ტ) სპორტული ტურიზმის ხელშეწყობა/განვითარება;

უ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
დეპარტამენტი თავისი საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისას უფლებამოსილია:

ა) ისარგებლოს საბიუჯეტო სახსრებით;

ბ) კოორდინაცია გაუწიოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სპორტის სფეროს განვითარების პროგრამების განხორციელებას;

გ) შექმნას პირობები სპორტის სფეროში სახელმწიფო დაწესებულებებთან, საზო­გადოებრივ ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებთან ფართო თანამშრომლობისათვის;

დ) ითანამშრომლოს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – რესურს­ცენტ­რებთან;

ე) განახორციელოს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.


მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა  
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების განყოფილება;

ბ) სპორტული ტურიზმის განყოფილება;

გ) ადმინისტრაციული, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შეს­ყიდ­ვების განყოფილება.


მუხლი 5. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს სპორტის დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, „აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის მართვასა და საქმიანობის კოორდინაციას.

2. დეპარტამენტის უფროსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით, არაუმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრის წარდგი­ნებით ან საკუთარი ინიციატივით.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს დეპარ­ტა­მენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობის, აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის კანონების, მთავრობის დადგენილებების და განკარგულებების, აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის აქტების შესრულებისათვის;

გ) ზედამხედველობს და თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერ­თეუ­ლების მიერ თავიანთ მოვალეობათა შესრულებას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და  მიზანშეწონილობას;  კანონით  დადგენილი  წესით  ახორციელებს  დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამ­ხედ­ველობას;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებ­ობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს და აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს.

ე) დადგენილი წესით სამინისტროს განსახილველად წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ვ) დადგენილი წესით წყვეტს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მატერია­ლური წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;

ზ) სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შემო­სავლისა და გასავლის საკითხების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, მასში ცვლ­ი­ლებების განხორციელების შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად შესრუ­ლე­ბისათვის;

თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრატეგიული გეგმების რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმვის, დეპარტა­მენტის წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშებისა და ნაერთი ბალანსის შედგენის ორგანიზებას;

ი) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წარმართვას მოქ­მედი კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების, შენობა-ნაგებ­ობისა და ქონების მოვლა-პატრონობისათვის უზრუნველყოფს შესაბამისი პირობების შექმნას;

ლ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას და პასუხისმგებელია ბრძანებათა კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;

მ) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუა­ლურ-სამართლებრივ აქტებს;

 ნ) სამინისტროს ყოველკვარტალურად წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმია­ნო­ბის შესახებ;

ო) ასრულებს მისთვის საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.


მუხლი 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წარდგინებით არაუმეტეს დეპარ­ტა­მენტის უფროსის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე  ნიშნავს აჭარის ავტო­ნო­მიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება დეპარ­ტამენტის უფროსის ბრძანებით.

4. დეპარტამენტის უფროსის  არყოფნისას, ან მის მიერ უფროსის მოვალეობის შეს­რუ­ლების შეუძლებლობისას, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარ­ტა­მენტის  უფროსის მოადგილე, ხოლო მოადგილის  არყოფნისას, ან მის მიერ უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას  _ დეპარტამენტის უფროსის ინდი­ვი­დუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გან­საზღვრული სხვა თანამშ­რომელი. 


მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია 
1. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების განყოფილების ფუნქციებია:

ა) სპორტის სფეროში ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის პროექტის შემუშავება;

ბ) სპორტულ ღონისძიებათა კალენდარული გეგმის განხორციელების უზრუნ­ველყოფა;

გ) სპორტის სფეროში დაგეგმილი ღონისძიებების სხვა ადმინისტრაციულ ორგა­ნოებთან კოორდინირებულად ჩატარება;

დ) სპორტის სფეროში ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;

ე) სპორტულ ფედერაციებთან, კავშირებთან, სპორტულ საზოგადოებებთან, სხვა­დასხვა სპორტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, მათი საქმიანობის კოორ­დი­ნაცია და ხელშეწყობა;

ვ) სპორტის სფეროში საპატიო წოდებების მინიჭების თაობაზე წინადადებების შემუშავება;

ზ) სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტის სხვა მუშაკთა მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებებისათვის ჯილდოების დაწესების თაობაზე წინადადებების შემუშავება;

თ) ასაკოვანი ვეტერანი სპორტსმენებისა და სპორტის სხვა მუშაკების ღვაწლის და­ფასების მიზნით მათ მიმართ სხვადასხვა სახის მატერიალური წახალისების ფორმების გამოყენების თაობაზე წინადადებების შემუშავება;

ი) სპორტის სფეროს წარმომადგენლების განახლებადი ელექტრონული ბაზის შექმნა;

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედი სასპორტო დაწესებუ­ლე­ბების საქმიანობის კოორდინაცია, სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის (სპორტული სკოლები) მეთო­დური დახმარების გაწევა, სპორტული სკოლების სასწავლო პროცესზე ზედამხედ­ვე­ლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის თაობაზე წინადადებების მომზადება;

მ) სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის გაუმ­ჯობესების თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ნ) სპორტის სფეროში დაგეგმილი ღონისძიებების სხვა ადმინისტრაციულ ორგა­ნოებთან კოორდინირებულად ჩატარება;

ო) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და დეპარტამენტის ხელმძღვა­ნელობის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სპორტული ტურიზმის განყოფილების ფუნქციებია:

ა) სპორტული ტურიზმის, ასევე, მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის მიმარ­თულებით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება და გან­ხორ­ციელება;

ბ) ტურისტულად მიმზიდველი სპორტის სახეობების განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

გ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტურიზმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;

დ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტურიზმისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპა­განდა, სპორტული ცხოვრების სტილის პრესტიჟული იმიჯის შექმნა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და დეპარტამენტის ხელმძღვ­ანელობის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. ადმინისტრაციული, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელმწიფო შეს­ყიდ­ვების განყოფილების ფუნქციებია: 

ა) დეპარტამენტის საქმისწარმოების ორგანიზება და საარქივო დოკუმენტაციის წარ­მოება, შემოსული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და კონტროლი;

ბ) დეპარტამენტში საკადრო საქმის ორგანიზება;

გ) დეპარტამენტის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;

დ) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა;

ე) დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორ­ციე­ლების ორგანიზება, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დამტკიცებული ანგარიშის ფორმების დროული წარდგენა;

თ) დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ი) დეპარტამენტში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

კ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზო­გადოებ­რივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ორგანიზება, პრეს-კონფერენციების მოწყობა და სხვა;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და დეპარტამენტის ხელმძღ­ვანელობის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


მუხლი 8. დეპარტამენტის ქონება
დეპარტამენტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორ­ციე­ლებლად, აქვს ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ, კანონმ­დებლობით დადგენილი წესით გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან.

მუხლი 9. დეპარტამენტის რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია
დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დად­გენი­ლი წესით.

მუხლი 10. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესა­ბამისად.