„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016877
50
12/06/2019
ვებგვერდი, 13/06/2019
140130000.22.034.016877
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №50

2019 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103  ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 11/02/2015,  სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016411) დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კოორდინაციას უწევს საზღვარგარეთის ქვეყნებში პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების, გარდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრისა, აპარატის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებითა და სამართლებრივი დოკუმენტაციით უზრუნველყოფას;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების მიზნით, სამინისტროს მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად მონაწილეობს პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების, გარდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრისა,  საქმიანობის კოორდინაციაში;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია