„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.016879
52
14/06/2019
ვებგვერდი, 17/06/2019
310150000.22.034.016879
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №52

2019 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №139 დადგენილების მე-2 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში (სსმ, №14, 01/02/2007, სარეგისტრაციო კოდი: 310.150.000.22.034.009.916) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1.  მე-3 მუხლის:

ა) 87-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„87. ინსპექტირების ცენტრი – საწარმო, რომელიც ახდენს სატრანსპორტო საშუალების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას და აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) 88-ე  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„88. გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიში – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ და დასკვნას კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გადაკეთების შესახებ.“;

2.  271 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)  ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული, გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიში;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიშში ასახული მონაცემების შესაბამისად გაიცემა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა, გრაფაში გამოშვების წლად ჩაიწერება ძარას გამოშვების თარიღი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია