„სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 287
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021304
287
19/06/2019
ვებგვერდი, 20/06/2019
300160070.10.003.021304
„სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №287

2019 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/10/2017, 300160070.10.003.020186) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ“:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მაკონტროლებელი ორგანოები ტექნიკური რეგლამენტის შესრულების კონტროლს ახდენენ ერთობლივად, შრომის/ტექნიკური/მშენებლობის უსაფრთხოების ინტეგრირებული მონიტორინგის ღონისძიებების ფარგლებში, ზედამხედველობა ხდება მხოლოდ ისეთი დარღვევებისთვის, რომლებიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს შემდეგი წესით:

ა) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები − აკონტროლებენ  ტექნიკური რეგლამენტის მე-5 − მე-10 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების  დეპარტამენტი − აკონტროლებს  ტექნიკური  რეგლამენტის  მე-4 მუხლის პირველი−მე-4  პუნქტებით, მე-11−მე-14 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი − დამსაქმებლის მიერ დანიშნული/მიწვეული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვასა და მართვას.“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამსაქმებელი ვალდებულია, გამოყოს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ობიექტზე სიმაღლეზე სამუშაოების განხორციელებისას  დაიცავს  ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე