დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016718 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებით (ვებგვერდი, 09/06/2014, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016266) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დებულების:
1. მე-2 მუხლის: ა) „ა“ -,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მშვიდობიანობის, საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის, ასევე კრიზისული სიტუაციების დროს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დროული და სრული უზრუნველყოფა შენახვაზე არსებული, კლასებით განსაზღვრული ქონებით, დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე; ბ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, აგრეთვე მათ მართვასთან, მოვლა-შენახვასთან (გარდა განაწილებული მოძრავი ქონებისა) დაკავშირებული ღონისძიებების გატარება; გ) სამინისტროს ბიუჯეტის ფორმირებისათვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნების მიღება, შესაბამისი გათვლების წარმოება და სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტისთვის სათანადო წინადადებების წარდგენა.”; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფა კომუნალური და საყოფაცხოვრებო პირობებით;“; გ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში არსებული სარაკეტო-საარტილერიო, ჯავშანსატანკო, საავტომობილო, საინჟინრო-ქიმიური, სამხედრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების ექსპლუატაციის კონტროლი, ტექნიკური მომსახურების პროცედურების დაგეგმვა და მართვა, მათი ცენტრალიზებული რემონტის ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში მსგავსი ღონისძიებების განხორციელება სამინისტროსთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ იურიდიულ პირებთან ურთიერთთანამშრომლობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს „ძ“- ,,ჯ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „ძ) თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მოკლე და საშუალო ვადიანი გეგმების შემუშავება; წ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის საჭირო მატერიალურ საშუალებებზე შესყიდვების მოთხოვნის განსაზღვრა, მომზადება და სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტისათვის წარდგენა, მიმდინარე შესყიდვების სტატუსის განახლება; ჭ) ოპერატიული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ლოჯისტიკური მოთხოვნების ანალიზი და მატერიალური საშუალებების გადანაწილება; ხ) თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური მოხსენების სისტემის და საერთო ლოჯისტიკური სურათის მართვა; ჯ) მიმდინარე ინფრასტრუქტურული მოთხოვნების ფორმირება და სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტში წარდგენა.“. 3. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ვ) მატერიალური ქონების მართვის ცენტრი;“; ბ) პირველ პუნქტს დაემატოს „ბ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ბ1) ინფრასტრუქტურის სამსახური;“; გ) პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 4. მე-4 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები უფლებამოსილნი არიან მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს, მათ სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიანიჭონ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების გამოცემის უფლებამოსილება.“. 5. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის ფუნქციებია: ა) სარდლობის და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაბამისი ფულადი უზრუნველყოფა; ბ) ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა; გ) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება; დ) სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელება; ე) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება; ვ) სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზებაზე კონტროლი; ზ) ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორად წარმართვა; თ) ხარჯების გაწევის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება; ი) ანგარიშგების (რეპორტის) მომზადების უზრუნველყოფა და დადგენილ ვადებში სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში წარდგენა; კ) კანონმდებლობით ნებადართულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება, შესაბამისი პროცედურების განხორციელება და ფინანსური ოპერაციების წარმოება; ლ) ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური ანგარიშვალდებულია სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის წინაშე.“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) ,,გ“ ქვეპუნქტს დაემატოს „გ.ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „გ.ზ) სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების დაგეგმვის და აღსრულების კონტროლს;“; ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) G-4 სამსახური უზრუნველყოფს: დ.ა) სარდლობის ლოჯისტიკური ოპერაციების დაგეგმვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; დ.ბ) სარდლობის სტრუქტურული ერთეულების შეიარაღების, საბრძოლო მასალების, ტექნიკის, სასწავლო მატერიალური ბაზის და სხვა მატერიალური საშუალებების შეფასების ორგანიზებას და სტატუსების მართვას; დ.გ) სარდლობის ქვედანაყოფების სამედიცინო საქმიანობის დაგეგმვას და კოორდინაციას; დ.დ) სარდლობის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების ბიუჯეტირების პროცესის წარმართვას;“; ბ.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მატერიალური ქონების მართვის ცენტრი უზრუნველყოფს: ვ.ა) თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მოკლე და საშუალო ვადიანი გეგმების შემუშავებას; ვ.ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის საჭირო მატერიალურ საშუალებებზე შესყიდვების მოთხოვნის განსაზღვრას, მომზადებას და სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტისათვის გადაცემას, მიმდინარე შესყიდვების სტატუსის განახლებას; ვ.გ) ოპერატიული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ლოჯისტიკური მოთხოვნების ანალიზს და მატერიალური საშუალებების გადანაწილებას; ვ.დ) თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური მოხსენების სისტემის და საერთო ლოჯისტიკური სურათის მართვას; ვ.ე) დაგეგმვის და/ან შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დაკომპლექტებას კლასებით განსაზღვრული ქონებით, მათი მიღების, განთავსების, შენახვის, ტექნიკური მომსახურების ჩატარების და რემონტის ორგანიზებას, აღრიცხვას და განაწილებას; ვ.ვ) მწყობრიდან გამოსული, ვადაგასული და უვარგისი მატერიალური ქონების ჩამოწერის დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობას; ვ.ზ) საბრძოლო ამოცანის ან სპეციალური დავალების შესასრულებლად გამოყოფილი საავტომობილო, ჯავშანსატანკო და სხვა ტექნიკის შეკეთების/გარემონტების მიზნით, ტექნიკიდან ვარგისი ნაწილების სხვა ტექნიკაზე გადატანის მიზანშეწონილობის განსაზღვრას და გადაწყვეტილების მისაღებად სარდლისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენას; ტექნიკიდან ვარგისი ნაწილების მოხსნისა და სხვა ტექნიკაზე გადატანის შესახებ თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანების პროექტის მომზადებას; ვ.თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებში არსებული სარაკეტო-საარტილერიო, ჯავშანსატანკო, საავტომობილო, საინჟინრო-ქიმიური, სამხედრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების ექსპლუატაციის კონტროლს, ტექნიკური მომსახურების პროცედურების დაგეგმვას და მართვას, მათი ცენტრალიზებული რემონტის ორგანიზებას, საჭიროების შემთხვევაში მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას სამინისტროსთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ იურიდიულ პირებთან ურთიერთთანამშრომლობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ვ.ი) ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის უზრუნველსაყოფად შესაბამისი გათვლების წარმოებას; ვ.კ) სასაქონლო მატერიალური ფასეულობების სწორ და დროულ ასახვას შესაბამის პირველად დოკუმენტებში;“; გ) მე-2 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ზ) ინფრასტრუქტურის სამსახური უზრუნველყოფს: ზ.ა) სამინისტროს ფლობა-სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რაციონალურ გამოყენებაზე ზედამხედველობას, მართვის/განკარგვის ეფექტურობის ამაღლების მიზნით წინადადებების მომზადებას; ზ.ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფაზე და კომუნალური დანახარჯების აღრიცხვაზე ზედამხედველობას; ზ.გ) არსებული საქვაბეების, თბოქსელების, წყალსადენების, სატრანსფორმატორო ქვესადგურების სეზონური მომზადების ორგანიზებას; ზ.დ) პირადი შემადგენლობის აბანო-სამრეცხაო მომსახურების ორგანიზებას და საინჟინრო-ტექნიკური ჯგუფების მუშაობის კოორდინაციას; ზ.ე) სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების ახალი შენობა-ნაგებობების, სხვა შესაბამისი სამუშაოების დაპროექტებას, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, ასევე არსებულ საპროექტო და დეფექტურ დოკუმენტაციაზე ზედამხედველობას; ზ.ვ) სამინისტროს სისტემაში არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, მათი კონსტრუქციული უსაფრთხოების დადგენისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, შესაბამისი დასკვნა რეკომენდაციების მომზადებას და საჭიროების შემთხვევაში აღდგენა-გამაგრების ღონისძიებების საპროექტო რეალიზაციას; ზ.ზ) ახალი საპროექტო შენობა-ნაგებობების და ძველი სარეკონსტრუქციო ობიექტების პროექტირებისათვის ტექნიკური დავალების მომზადებას შესაბამისი სტანდარტებისა და დამკვეთის სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებით; ზ.თ) სამინისტროს სისტემაში არსებული ახალი მშენებლობის ობიექტების პროექტირების და არსებული შენობა-ნაგებობების გამაგრება-რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების დროს ინოვაციური სამშენებლო მასალების და ტექნოლოგიების გამოყენებას; ზ.ი) მიმდინარე ინფრასტრუქტურული მოთხოვნების ფორმირებას და სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტში წარდგენას.“; დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის ძირითადი ფუნქციაა სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღებისა და ტექნიკის, ჯავშანტექნიკის, ოპტიკური ხელსაწყოების, რადიოლოკაციური სისტემების კავშირგაბმულობის საშუალებების, საინჟინრო ტექნიკის, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი; ასევე დადგენილი წესით შეიარაღებისა და ტექნიკის მოდერნიზება და შეკეთება ან/და მათში კონსტრუქციული ცვლილებების განხორციელება.“; ე) მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ვ) მე-7 პუნქტს დაემატოს „კ“- „ტ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფა სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით; ლ) შეიარაღების, ტექნიკის, საბრძოლო მასალების, საინჟინრო საბრძოლო მასალების, სამხედრო-ტექნიკური ქონების, კავშირგაბმულობის საშუალებების, მარაგ-ნაწილების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა; მ) ტვირთების დამუშავების, ასევე საავტომობილო და სპეციალური ტექნიკის ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოების წარმოება; ნ) სამინისტროს ფლობა-სარგებლობაში არსებული ობიექტების ელექტრო, თბომეურნეობის, წყალგაყვანილობის, საკანალიზაციო, ბუნებრივი აირისა და სხვა საინჟინრო ქსელების კონტროლი; ო) არსებული საქვაბეების, თბოქსელების, წყალსადენების, სატრანსფორმატორო ქვესადგურების სეზონური მომზადება/მომსახურება; პ) პირადი შემადგენლობის აბანო-სამრეცხაო მომსახურება; ჟ) საინჟინრო-ტექნიკური სამუშაოების წარმოება კომპეტენციის ფარგლებში; რ) სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე შესაბამისი სამუშაოების დაპროექტება და საპროექტო დოკუმენტაციის და დეფექტური აქტების მომზადება; ს) ანგარიშგების (რეპორტის) მომზადების უზრუნველყოფა; ტ) კანონმდებლობით ნებადართულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება, შესაბამისი პროცედურების განხორციელება და ფინანსური ოპერაციების წარმოება.“; ზ) მე-8 პუნქტს დაემატოს „ი“– „ს“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: ,,ი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფა სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით; კ) შეიარაღების, ტექნიკის, საბრძოლო მასალების, საინჟინრო საბრძოლო მასალების, სამხედრო-ტექნიკური ქონების, კავშირგაბმულობის საშუალებების, მარაგ-ნაწილების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა; ლ) ტვირთების დამუშავების, ასევე საავტომობილო და სპეციალური ტექნიკის ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოების წარმოება; მ) სამინისტროს ფლობა-სარგებლობაში არსებული ობიექტების ელექტრო, თბომეურნეობის, წყალგაყვანილობის, საკანალიზაციო, ბუნებრივი აირისა და სხვა საინჟინრო ქსელების კონტროლი; ნ) არსებული საქვაბეების, თბოქსელების, წყალსადენების, სატრანსფორმატორო ქვესადგურების სეზონური მომზადება/მომსახურება; ო) პირადი შემადგენლობის აბანო-სამრეცხაო მომსახურება; პ) საინჟინრო-ტექნიკური სამუშაოების წარმოება კომპეტენციის ფარგლებში; ჟ) სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე შესაბამისი სამუშაოების დაპროექტება და საპროექტო დოკუმენტაციის და დეფექტური აქტების მომზადება; რ) ანგარიშგების (რეპორტის) მომზადების უზრუნველყოფა; ს) კანონმდებლობით ნებადართულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება, შესაბამისი პროცედურების განხორციელება და ფინანსური ოპერაციების წარმოება.“; თ) მე-10 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ე) კანონმდებლობით ნებადართულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება, შესაბამისი პროცედურების განხორციელება და ფინანსური ოპერაციების წარმოება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები