„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 111/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 26/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016400
111/04
26/06/2019
ვებგვერდი, 27/06/2019
220010040.18.011.016400
„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №111/04

2019 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №253/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/11/2018; ს/კ: 220010040.18.011.016353) შეტანილ იქნას ცვლილება და:

1. ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) პაკეტური ფაილი – გაგზავნის მიზნით შექმნილი ერთზე მეტი ინდივიდუალური გადახდის ოპერაციის ერთობლიობა.“;

ბ) მე-3 მუხლის

ბ.ა) მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) გადამხდელის მისამართი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ნომერი ან პირის საიდენტიფიკაციო ნომერი ან დაბადების თარიღი და ადგილი;“;

ბ.ბ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ერთი გადამხდელის გადახდის ოპერაციების პაკეტური ფაილის სახით შესრულებისას, როდესაც მიმღებების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (პროვაიდერები) არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, პაკეტური ფაილის შემადგენელი თითოეული ინდივიდუალური გადახდის ოპერაცია შეიძლება შეიცავდეს გადამხდელის შესახებ ამ მუხლის მე-2 პუნქტის მხოლოდ „ა.ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ ინფორმაციას, თუ ამავდროულად გადახდის ოპერაციების პაკეტური ფაილი შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას და გადამხდელის მიმართ შესრულებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნა.“;

გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმღების პროვაიდერი ვალდებულია დანერგოს ეფექტური პროცედურები, რომელთა საშუალებით დროის რეალურ რეჟიმში ან შემდგომი მონიტორინგის გზით განახორციელებს მიღებულ გადარიცხვებში (შემდგომში – ჩარიცხვები) გადამხდელსა და მიმღებზე შემდეგი ინფორმაციის არსებობის შემოწმებას:

ა) თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაში მონაწილე ყველა პროვაიდერი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკები ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერები ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებია – გადამხდელის და მიმღების ანგარიშის ნომრები (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ტრანზაქციის უნიკალური კოდი);

ბ) თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაში მონაწილე გადამხდელის ან შუამავალი პროვაიდერი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და გადარიცხვის ოპერაციის თანხა ან დაკავშირებული გადარიცხვის ოპერაციების ჯამური თანხა აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში, მაშინ გადამხდელის შესახებ ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ყველა, ასევე, „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულიდან ერთ-ერთი ინფორმაცია, ხოლო, მიმღების შესახებ – ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია;

გ) თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაში მონაწილე გადამხდელის ან შუამავალი პროვაიდერი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და გადარიცხვის ოპერაციის თანხა არ აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში, მაშინ ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული ინფორმაცია.“;

დ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შუამავალი პროვაიდერი ვალდებულია დანერგოს ეფექტური რისკზე დამყარებული პროცედურები, რომელთა საშუალებით განახორციელებს გადარიცხვებში გადამხდელსა და მიმღებზე ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არსებობის დადგენას დროის რეალურ რეჟიმში ან შემდგომი მონიტორინგის გზით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე