საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5023-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016059
5023-Iს
20/09/2019
ვებგვერდი, 23/09/2019
010190030.06.001.016059
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 75-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო.“.

2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 771 მუხლი:

„მუხლი 771. ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო

1. პარლამენტში ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებისა და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობისათვის შექმნილია ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო.

2. ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ფრაქციებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.

3. ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულების პროექტს შეიმუშავებს და პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს საბჭო. ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულებას ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულებით გათვალისწინებული უნდა იქნეს საბჭოს შემდეგი უფლებამოსილებები:

ა) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები ბავშვის უფლებების დაცვის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;

ბ) უზრუნველყოს საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო აქტების პროექტების ექსპერტიზა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების თვალსაზრისით;

გ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები ბავშვის უფლებების რეალიზაციისათვის;

დ) შეიმუშაოს და დანერგოს ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;

ე) გამოითხოვოს და მიიღოს ბავშვის უფლებების დაცვის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) განიხილოს ბავშვის უფლებების დარღვევის შესახებ წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;

ზ) ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები;

თ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

4. ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ყოველი წლის 1 მარტამდე პარლამენტს წარუდგენს წინა წლის ანგარიშს საქართველოში ბავშვის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ, ამზადებს ანგარიშებს ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებზე საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო უფლებამოსილია პარლამენტის თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს პარლამენტი საერთაშორისო ურთიერთობებში.

5. ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე

 

 

თბილისი,

20 სექტემბერი 2019 წ.

N5023-Iს