თვითმმართველი ქალაქი ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე

  • Word
თვითმმართველი ქალაქი ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1363
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 82, 03/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).0.000000
  • Word
1363
26/06/2009
სსმ, 82, 03/07/2009
000000000.00(0).0.000000
თვითმმართველი ქალაქი ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

თვითმმართველი ქალაქი ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალოს „თვითმმართველი ქალაქი ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №278 განკარგულებით მოწონებული ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის მიხედვით.

2. ქალაქ ბათუმის ახალი ადმინისტრაციული საზღვრები დამტკიცდეს თანდართული სქემატური რუკისა და „ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის აღწერა 1:25000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით“ შესაბამისად.

3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვარი შეიცვალოს ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ცვლილებების შესაბამისად.

4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოამზადოს ქალაქ ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების სქემატური რუკები ამ დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციული საზღვრებისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 66-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

5. ქალაქ ბათუმის მერიამ განახორციელოს ქალაქ ბათუმის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორიების ადმინისტრირება და საბიუჯეტო დაფინანსება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საქართველოს მთავრობამ ქალაქ ბათუმის მერიასთან ერთად 2009 წლის 31 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა.

7. ამ დადგენილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების მიღებამდე ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში აღნიშნული დადგენილებით მოქცეულ ტერიტორიაზე გავრცელდეს მის მიღებამდე შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი საგადასახადო და სატარიფო ნორმატივები.

8. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

 

თბილისი,

2009 წლის 26 ივნისი.

№1363_რს

 

თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის მიზნით თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსაქცევი ტერიტორიის

 

 

I ნაწილი მდებარეობს ქ. ბათუმის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და ჩაქვი-ბათუმის რკინიგზის ხაზს შორის, ფართობით 1.98 ჰა.

ქ. ბათუმის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის №1 წერტილი, რომლის კოორდინატებია: X – 723511.754; Y – 4616325.996, მდებარეობს ქ. ბათუმის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის ჩრდილოეთ ნაწილში, შავ ზღვასთან კვეთაზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით, შავი ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ 231 მეტრ მანძილზე №2 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 723668.393; Y – 4616494.093.

შემდეგ საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით, გადაკვეთს ჩაქვი-ბათუმის ავტომაგისტრალს და რკინიგზის ხაზს 53 მეტრ მანძილზე №3 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 723712.457; Y – 4616464.383.

აქედან საზღვარი მიუყვება სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩაქვი-ბათუმის რკინიგზის ხაზის მარცხენა მხარეს 252 მეტრ მანძილზე ქ. ბათუმის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთამდე №4 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 723600.273; Y – 4616238.243.

 

II ნაწილი მდებარეობს ქ. ბათუმის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლე-თით, კაპრეშუმის მიმდებარედ, მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა მხარეს, ფართობით 8.68 ჰა.

ქ. ბათუმის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის №5 წერტილი, რომლის კოორდინატებია: X – 723705.1174; Y – 4615813.146, მდებარეობს ბათუმი-განთიადის საავტომობილო გზისა და მდინარე ყოროლისწყლისაკენ მიმავალი საავტომობილო გზის კვეთაზე.

აქედან საზღვარი მიუყვება ბათუმი-განთიადის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს 282 მეტრ მანძილზე №6 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 723970.118; Y – 4615718.693.

შემდეგ საზღვარი მიუყვება სამხრეთით არსებული საწარმოს ღობეს 368 მეტრ მანძილზე №7 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 723952.789; Y – 4615358.187.

აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთით 87 მეტრ მანძილზე, გადაკვეთს მდინარე ყოროლისწყალს და უერთდება ქ. ბათუმის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვარს №8 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 723880.267; Y – 4615311.651.

 

III ნაწილი მდებარეობს ქ. ბათუმის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ყოროლისწყლის მარცხენა მხარეს, ფართბით 1.03 ჰა.

ქ. ბათუმის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის №9 წერტილიდან, რომლის კოორდინატებია: X – 724191.7014; Y – 4614997.233, საზღვარი მიუყვება მდინარე ყოროლისწყლის მარცხენა სანაპიროს 219 მეტრ მანძილზე №10 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 724346.512; Y – 4614842.769.

აქედან საზღვარი მიუყვება არსებული გრუნტის გზას 42 მეტრ მანძილზე №11 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 724343.146; Y – 4614800.572.

შემდეგ საზღვარი მიუყვება არსებული გზის სამხრეთით 259 მეტრ მანძილზე ქ. ბათუმის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთამდე №12 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 724150.994; Y – 4614952.022.

 

IV ნაწილი მდებარეობს ქ. ბათუმის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ჭოროხამდე, ფართობით 1061.84 ჰა.

ქ. ბათუმის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის №13 წერტილი, რომლის კოორდინატებია: X – 719851.5844; Y – 4611628.088, მდებარეობს გენერალ აბაშიძისა და მთისძირის ქუჩების კვეთაზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება მთისძირის ქუჩის მარცხენა მხარეს, გრძელდება 1290 მეტრ მანძილზე ხახულის ქუჩამდე, №14 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 719242.287; Y – 4610853.877.

აქედან საზღვარი მიუყვება არსებული არხის სამ-ხრეთით 1250 მეტრ მანძილზე №15 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 717997.9623; Y – 4610922.364 და რომელიც მდებარეობს ბათუმი-ხელვაჩაურის საავტომობილო გზაზე.

შემდეგ საზღვარი მიუყვება ბათუმი-ხელვაჩაურის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს 156 მეტრ მანძილზე, არსებული სასაფლაოს ჩრდილოეთ კუთხემდე, №16 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 718073.227; Y – 4610786.147.

აქედან საზღვარი მიუყვება არსებული სასაფლაოს კედელს და გრუნტის გზას 238 მეტრ მანძილზე №17 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 717897.207; Y – 4610647.077.

შემდეგ საზღვარი გადაკვეთს მდინარე მეჯინისწყალს 15 მეტრ მანძილზე №18 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 717902.637; Y – 4610633.547.

აქედან საზღვარი მიუყვება მდინარე მეჯინისწყლის მარცხენა სანაპიროს 527 მეტრ მანძილზე ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის გადაკვეთამდე №19 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 717478.3515; Y – 4610858.712.

შემდეგ საზღვარი მიუყვება ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს 2252 მეტრ მანძილზე №20 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 717834.7262; Y – 4608739.554.

აქედან საზღვარი მიუყვება სამხრეთ-აღმოსავლეთით 143 მეტრ მანძილზე №21 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 717922.234; Y – 4608626.813.

შემდეგ საზღვარი მიუყვება სამხრეთ-დასავლეთით 357 მეტრ მანძილზე №22 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 717668.899; Y – 4608379.195.

აქედან საზღვარი მიუყვება არსებული არხის სამხრეთით 725 მეტრ მანძილზე მეჯინისწყლის სათავე ნაგებობის ტერიტორიის კვეთამდე №23 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 718305.309; Y – 4608105.983.

შემდეგ საზღვარი მიუყვება მეჯინისწყლის სათავე ნაგებობის ტერიტორიას, გრძელდება სამხრეთით 2258 მეტრ მანძილზე მდინარე ჭოროხის სანაპირომდე, №24 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 718479.580; Y – 4607604.529.

აქედან საზღვარი მიუყვება მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროს 4475 მეტრ მანძილზე შავ ზღვამდე, №25 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 714515.7507; Y – 4609187.709.

შემდეგ საზღვარი მიუყვება შავი ზღვის სანაპიროს 3866 მეტრ მანძილზე ქ. ბათუმის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთამდე №26 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 716690.3292; Y – 4612190.886.

 

V ნაწილი არის ხელვაჩაურის რაიონის არსებული ტერიტორიის ნაწილი, მდებარეობს ქ. ბათუმის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის შიგნით, ფართობით 23.17 ჰა, და მოქცეულია შემდეგ წერტილებს შორის:

№27: X – 717764.361; Y – 4612189.676.

№28: X – 717958.8292; Y – 4612251.129.

№29: X – 718712.1762; Y – 4611938.878.

№30: X – 718204.9386; Y – 4611651.951.

საკრებულოს თავმჯდომარე  გ. კირთაძე

 

თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შედეგად ჩამოყალიბებული ტერიტორიის

 

 

ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი იწყება უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილიდან, შავი ზღვის სანაპირო ზოლის კვეთის №1 წერტილიდან, რომლის კოორდინატებია: X – 723668.393; Y – 4616494.093.

შემდეგ საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით, გადაკვეთს ჩაქვი-ბათუმის ავტომაგისტრალს და რკინიგზის ხაზს 53 მეტრ მანძილზე №2 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 723712.457; Y – 4616464.383.

აქედან საზღვარი მიუყვება სამხრეთ-დასავლეთით, ჩაქვიბათუმის რკინიგზის ხაზის მარცხენა მხარეს 252 მეტრ მანძილზე №3 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 723600.273; Y – 4616238.243.

შემდეგ საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით, არსებული არხის მარჯვენა მხარეს 449 მეტრ მანძილზე ქავთარაძის ქუჩის III შესახვევის გადაკვეთამდე №4 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 723754.192; Y – 4615899.423.

აქედან საზღვარი მიუყვება ქავთარაძის ქუჩის III შესახვევს 105 მეტრ მანძილზე ბათუმი-განთიადის (ქავთარაძის ქუჩა) საავტომობილო გზის მარჯვენა მხარის გადაკვეთამდე №5 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 723680.890; Y – 4615826.645.

შემდეგ საზღვარი მიუყვება ბათუმი-განთიადის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს 310 მეტრ მანძილზე №6 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 723970.118; Y – 4615718.693.

აქედან საზღვარი მიუყვება სამხრეთით არსებული საწარმოს ღობეს 368 მეტრ მანძილზე №7 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 723952.789; Y – 4615358.187.

შემდეგ საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთით 87 მეტრ მანძილზე და გადაკვეთს მდინარე ყოროლისწყალს №8 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 723880.267; Y – 4615311.651.

აქედან საზღვარი მიუყვება მდინარე ყოროლის-წყლის მარცხენა სანაპიროს 667 მეტრ მანძილზე №9 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 724346.512; Y – 4614842.769.

შემდეგ საზღვარი მიუყვება არსებული გრუნტის გზის სამხრეთით 42 მეტრ მანძილზე №10 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 724343.146; Y – 4614800.572.

შემდეგ საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით, არსებული გზის სამხრეთით 259 მეტრ მან-ძილზე საუბნო გზის გადაკვეთამდე №11 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 724150.994; Y – 4614952.022.

აქედან საზღვარი მიუყვება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სამხრეთ-დასავლეთ კედელს და ელექტროქვესადგურის საზღვარს 985 მეტრ მანძილზე №12 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 723493.775; Y – 4614364.828.

შემდეგ საზღვარი მიუყვება ბათუმი-ჩაისუბნის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს 1337 მეტრ მანძილზე №13 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 722570.638; Y – 4613849.093.

აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 351 მეტრ მანძილზე, კერძო მოსახლეობის ნაკვეთებს შორის, №14 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 722805.227; Y – 4613683.641.

შემდეგ საზღვარი გრძელდება სამხრეთით 32 მეტრ მანძილზე ნონეშვილის ქუჩის გადაკვეთამდე №15 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 722806.314; Y – 4613651.990.

აქედან საზღვარი მიუყვება ნონეშვილის ქუჩის ჩრდილოეთით 154 მეტრ მანძილზე №16 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 722956.470; Y – 4613654.786.

შემდეგ საზღვარი მიემართება სამხრეთით, გადაკვეთს ნონეშვილის ქუჩას და მიუყვება შპს „ბათფარმას“ და შპს „ბათოილის“ საწარმოების აღმოსავლეთ საზღვარს 568 მეტრ მანძილზე №17 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 723075.699; Y – 4613175.368.

აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთით, არსებული ხევის დასავლეთ მხარეს 549 მეტრ მანძილზე №18 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 723326.225; Y – 4612846.855.

შემდეგ საზღვარი მიემართება დასავლეთით, გადაკვეთს ხევს, მიუყვება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის საზღვარს ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით 342 მეტრ მანძილზე სვიშევსკის ქუჩის გადაკვეთამდე №19 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 723401.882; Y – 4612661.864.

აქედან საზღვარი მიუყვება სვიშევსკის ქუჩის სამხრეთით 106 მეტრ მანძილზე №20 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 723332.689; Y – 4612742.309.

შემდეგ საზღვარი მიემართება სამხრეთით, არსე-ბული ხევის დასავლეთ მხარეს 642 მეტრ მანძილზე ნიჟარაძის ქუჩის გადაკვეთამდე №21 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 723468.695; Y – 4612243.354.

აქედან საზღვარი მიუყვება ნიჟარაძის ქუჩის სამხრეთით 298 მეტრ მანძილზე ბათუმი-ჩაისუბნის საავტომობილო გზის გადაკვეთამდე №22 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 723279.414; Y – 4612069.067.

შემდეგ საზღვარი მიუყვება ნიჟარაძის ქუჩის სამხრეთით 901 მეტრ მანძილზე №23 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 722898.818; Y – 4612721.613.

აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთით, გრუნტის გზის ჩრდილოეთ მხარეს 122 მეტრ მანძილზე №24 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 722791.420; Y – 4612671.095.

შემდეგ საზღვარი მიუყვება ჩრდილო-დასავლეთით და გაივლის კერძო მოსახლეობის ნაკვეთების საზღვრებს შორის 713 მეტრ მანძილზე №25 წერტი-ლამდე, რომლის კოორდინატებია: X – 722301.204; Y – 4612882.300.

აქედან საზღვარი მიემართება დასავლეთით არსებული გზის და სიმონ მესხის ქუჩის სამხრეთით 552 მეტრ მანძილზე №26 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 721768.803; Y – 4612924.416.

შემდეგ საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით და მიუყვება არსებული სასაფლაოს საზღვარს 1716 მეტრ მანძილზე სიმონ მესხის ქუჩის გადაკვეთამდე №27 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 721562.327; Y – 4613037.242.

აქედან საზღვარი მიუყვება სიმონ მესხის ქუჩის სამხრეთით 647 მეტრ მანძილზე სასტუმრო „თანამგზავრისაკენ“ მიმავალი გზის გადაკვეთამდე №28 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 721026.786; Y – 4613108.397.

აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთით და მიუყვება ყოფილი საავადმყოფოსაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს 1630 მეტრ მანძილზე №29 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 721000.807; Y – 4612425.222.

შემდეგ საზღვარი მიემართება დასავლეთით და მიუყვება ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიის სამხრეთ საზღვარს 304 მეტრ მანძილზე №30 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 720700.772; Y – 4612433.387.

აქედან საზღვარი მიუყვება დასავლეთით 52 მეტრ მანძილზე, ხოლო შემდგომ ჩრდილოეთით 245 მეტრ მანძილზე კერძო ნაკვეთების საზღვარს №31 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 720721.742; Y – 4612650.072.

შემდეგ საზღვარი მიუყვება დასავლეთით, კერძო მოსახლეობის ნაკვეთებს შორის არსებულ საცალფეხო ბილიკს 88 მეტრ მანძილზე მთისძირის ქუჩიდან შემომავალი საუბნო გზის გადაკვეთამდე №32 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 720654.732; Y – 4612653.007.

აქედან საზღვარი მიუყვება დასავლეთით, მთისძირის ქუჩიდან შემომავალი გზის სამხრეთ ნაწილს 335 მეტრ მანძილზე დიმიტრი თავდადებულისა და მთისძირის ქუჩების კვეთამდე №33 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 720374.347; Y – 4612696.967.

შემდეგ საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით და მიუყვება მთისძირის ქუჩის აღმოსავლეთით 2520 მეტრ მანძილზე ხახულის ქუჩის გადაკვეთამდე №34 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 719242.287; Y – 4610853.877.

აქედან საზღვარი მიუყვება ხახულის ქუჩის სამხრეთით არსებული არხის მარცხენა მხარეს 1250 მეტრ მანძილზე ბათუმი-ხელვაჩაურის საავტომობილო გზის გადაკვეთამდე №35 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 717997.962; Y – 4610922.364.

შემდეგ საზღვარი მიუყვება ბათუმი-ხელვაჩაურის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს 156 მეტრ მანძილზე არსებული სასაფლაოს ჩრდილოეთ კუთხემ-დე, №36 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 718073.227; Y – 4610786.147.

აქედან საზღვარი მიუყვება არსებული სასაფლაოს კედელს და გრუნტის გზას 238 მეტრ მანძილზე №37 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 717897.207; Y – 4610647.077.

შემდეგ საზღვარი გადაკვეთს მდინარე მეჯინისწყალს 15 მეტრ მანძილზე №38 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 717902.637; Y – 4610633.547.

აქედან საზღვარი მიუყვება მდინარე მეჯინისწყლის მარცხენა სანაპიროს 527 მეტრ მანძილზე ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის გადაკვეთამდე №39 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 717478.351; Y – 4610858.712.

შემდეგ საზღვარი მიუყვება ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს 2252 მეტრ მანძილზე №40 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 717834.726; Y – 4608739.554.

აქედან საზღვარი მიუყვება სამხრეთ-აღმოსავლეთით 143 მეტრ მანძილზე №41 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 717922.234; Y – 4608626.813.

შემდეგ საზღვარი მიუყვება სამხრეთ-დასავლეთით 357 მეტრ მანძილზე №42 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 717668.899; Y – 4608379.195.

აქედან საზღვარი მიუყვება არსებული არხის სამხრეთით 725 მეტრ მანძილზე მეჯინისწყლის სათავე ნაგებობის ტერიტორიის კვეთამდე №43 წერტილში, რომლის კოორდინატებია: X – 718305.309; Y – 4608105.983.

შემდეგ საზღვარი მიუყვება მეჯინისწყლის სათავე ნაგებობის ტერიტორიას, გრძელდება სამხრეთით 2258 მეტრ მანძილზე მდინარე ჭოროხის სანაპირომდე, №44 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 718479.580; Y – 4607604.529.

აქედან საზღვარი მიუყვება მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროს 4475 მეტრ მანძილზე შავ ზღვამდე, №45 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 714515.751; Y – 4609187.709.

შემდეგ საზღვარი მიუყვება ჩრდილოეთით შავი ზღვის სანაპიროს 16 663 მეტრ მანძილზე №1 წერტილამდე, რომლის კოორდინატებია: X – 723668.393; Y – 4616494.093.

ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის სიგრძეა 46 847 მეტრი. ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის ფართობია 2 545.94 ჰა.

საკრებულოს თავმჯდომარე . კირთაძე