„მომსახურების ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 04/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016310
15
04/07/2019
ვებგვერდი, 08/07/2019
300280000.16.009.016310
„მომსახურების ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
„მომსახურების ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №15

2019 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

„მომსახურების ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„მომსახურების ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის №14 დადგენილებაში (ვებგვერდი, 28/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016309) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მე-18 მუხლის:

ე.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. ელექტრონული ჟურნალების შევსება“;

ე.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საწარმომ, ყოველი კალენდარული წლის 10 იანვრისათვის, ელექტრონული ჟურნალის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს მისი აბონენტების რაოდენობა წინა წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეგიონების მიხედვით.“;

ე.გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ წესების მიზნებისთვის, საწარმო უფლებამოსილია, კონკრეტული წყვეტა ელექტრონულ ჟურნალში შეაფასოს გარე მიზეზით გამოწვეულად, მისი დადგომიდან 1 თვის განმავლობაში, რაც უნდა დასტურდებოდეს საწარმოს ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერილი დოკუმენტით. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყვეტა ჩაითვლება შიდა მიზეზით გამოწვეულად.“;

ბ) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №1

საერთო სტანდარტი

მომსახურება

წლიური სამიზნე მაჩვენებლები

1

მომხმარებელთა ინფორმირება მომარაგების წყვეტის თარიღისა და ხანგრძლივობის თაობაზე

სტანდარტის   შესასრულებლად,  წყვეტის  შესახებ ინფორმაცია 90%-ში უნდა იყოს დროულად მიწოდებული.  იმ შემთხვევაში, თუ ხდება წლიური სამიზნე მაჩვენებლის გაუმჯობესება/გაუარესება, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შესაბამისად გაიზრდება/შემცირდება ყოველ გაუმჯობესებულ/გაუარესებულ 1 პროცენტზე რეგულირებადი  დანახარჯების ბაზის 0.01%-ით.

საწარმოს მიერ აღნიშნული სტანდარტის შესრულება გამოითვლება წლის განმავლობაში დროულად ინფორმირებული მომხმარებლების რაოდენობისა და იმ გამორთული მომხმარებლების საერთო რაოდენობის თანაფარდობით, რომლებსაც საკონტაქტო მონაცემები მიწოდებული ჰქონდათ საწარმოსთვის.

2

შიდა არაგეგმური წყვეტის გამო გამორთული მომხმარებლის მომარაგების აღდგენა

სტანდარტის   შესასრულებლად,  არაგეგმური წყვეტის შედეგად გამორთული მომხმარებლების 80%-ს მომარაგება უნდა აღუდგეს დროულად. იმ შემთხვევაში, თუ ხდება წლიური სამიზნე მაჩვენებლის გაუმჯობესება/გაუარესება, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შესაბამისად გაიზრდება/შემცირდება ყოველ გაუმჯობესებულ/გაუარესებულ 1%-ზე რეგულირებადი დანახარჯების ბაზის 0.01%-ით.

საწარმოს მიერ აღნიშნული სტანდარტის შესრულება გამოითვლება წლის განმავლობაში დროულად აღდგენილი მომხმარებლებისა და გამორთული მომხმარებლების საერთო რაოდენობის თანაფარდობით.

3

ქოლცენტრის ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე

სტანდარტის   შესასრულებლად,     შემოსული   ზარების   80%-ს   პასუხი   უნდა გაეცეს  დროულად. იმ შემთხვევაში, თუ ხდება წლიური სამიზნე მაჩვენებლის გაუმჯობესება/გაუარესება, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შესაბამისად  გაიზრდება/შემცირდება ყოველ გაუმჯობესებულ/გაუარესებულ 1 პროცენტზე რეგულირებადი დანახარჯების ბაზის 0.01 პროცენტით (%).

4

მომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის შემცირება

თითოეულ რეგიონში, ტერიტორიული უბნების მიხედვით, საწარმოს მიერ მომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის გაუმჯობესების ან გაუარესების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, საწარმოს ტარიფის გაანგარიშებისას რეგულირებადი დანახარჯების ბაზა გაზარდოს ან შეამციროს Q ფაქტორის შესაბამისად.

კ) №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №2

გარანტირებული სტანდარტი

მომსახურება

კომპენსაციის ოდენობა

1

დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა

საყოფაცხ. მომხმარებელი – 5 ლარი

არასაყოფაცხ. მომხმარებელი – 10 ლარი

2

მომხმარებელთა მიმართვებზე დასაბუთებული პასუხის ან ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ან/და რეაგირება

საყოფაცხ. მომხმარებელი – 5 ლარი

არასაყოფაცხ. მომხმარებელი – 10 ლარი

3

მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე  აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება

საყოფაცხ. მომხმარებელი – 5 ლარი

არასაყოფაცხ. მომხმარებელი – 10 ლარი

4

აბონენტად დარეგისტრირება

საყოფაცხ. მომხმარებელი – 5 ლარი

არასაყოფაცხ. მომხმარებელი – 10 ლარი

5

მომხმარებლის     მიმართვის     საფუძველზე     მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება

საყოფაცხ. მომხმარებელი – 5 ლარი

არასაყოფაცხ. მომხმარებელი – 10 ლარი

6

სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთება/სიმძლავრის გაზრდა

„მიწოდებისა  და მოხმარების წესებით“ განსაზღვრული ვადის ყოველი გადაცილებისას მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია კომისიის მიერ დადგენილი საფასურის 50 პროცენტის ოდენობით (ვალდებულებების გაქვითვის გათვალისწინებით):

ა) კომისიის მიერ დადგენილი პაკეტით განსაზღვრული ქსელზე (სისტემაზე) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის პირველივე გადაცილებისას საფასური ნახევრდება;

ბ) იმავე ვადის მეორე გადაცილებისას საფასური ნულდება;

გ) იმავე ვადის მესამედ და მეტჯერ გადაცილების შემთხვევაში, ყოველ გადაცილებაზე მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია საფასურის 50%-ის ოდენობით.

შენიშვნა: ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში ერთობლივი განაცხადით მიერთების/სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნისას მომხმარებელს კომპენსაცია უნდა დაერიცხოს მოთხოვნილი სიმძლავრის/სასმელი წყლის წარმადობის პროპორციულად, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთების/მოცულობის გაზრდის მოთხოვნისას - თანაბარწილად.

7

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობა და ქსელზე შეჭრა

„მიწოდებისა  და მოხმარების წესებით“ განსაზღვრული ვადის გადაცილებისას, მომხმარებელს უნდა დაერიცხოს კომპენსაცია კომისიის მიერ დადგენილი საფასურის 50 პროცენტის ოდენობით (ვალდებულებების გაქვითვის გათვალისწინებით):

ა) კომისიის მიერ დადგენილი პაკეტით განსაზღვრული ქსელზე (სისტემაზე) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის პირველივე გადაცილებისას საფასური ნახევრდება;

ბ) იმავე ვადის მეორე გადაცილებისას საფასური ნულდება.

8

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთება

“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიდავით ნარმანია