„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 310
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021328
310
03/07/2019
ვებგვერდი, 05/07/2019
300160070.10.003.021328
„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №310

2019 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  მთავრობის  2016  წლის  28  იანვრის №41  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/02/2016, 300160070.10.003.019106) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის 2104.1 ქვეთავის გამონაკლისი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გამონაკლისი:

1. არ არის აუცილებელი, არსებული გზა-კიბე 1009-ე ქვეთავის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს, თუ არსებული სივრცე და კონსტრუქცია დახრის შემცირების საშუალებას არ იძლევა.

2. სახელურები, რომლებიც სხვა შემთხვევაში 1009.2 ქვეთავს უნდა შეესაბამებოდეს, არ არის აუცილებელი, აკმაყოფილებდეს 1012.6 ქვეთავის მოთხოვნებს სახელურების მთლიანად გაგრძელების შესახებ, თუ ასეთი გაგრძელებები საფრთხის გამომწვევი იქნება გეგმის კონფიგურაციიდან გამომდინარე.

3. სც-2 დაკავებულობების მქონე არსებული მრავალბინიანი სახლების სხვენი დასაშვებია, გადაკეთდეს დახრილჭერიან საცხოვრებელ სივრცედ − მანსარდად, ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობის გათვალისწინებით:

3.1. არსებული შენობა არ არის მაღლივი და შენობის სხვენის მანსარდად          გადაკეთების შემთხვევაში, შენობა მანსარდის სართულიანად არ უნდა იყოს 8 სართულზე მეტი.

3.2. დაუშვებელია, წესებთან შეუსაბამო შენობაში არსებული გზა-კიბის შეუსაბამობის კიდევ უფრო მეტად გაზრდა.

3.3. თუ შენობაში არსებული გზა-კიბე გრძელდება სხვენის დონემდე, შესაძლებელია სხვენის ისეთ მანსარდად გადაკეთება, რომ იყოს ცალკე საცხოვრებელი ერთეული (ბინა).

3.4. თუ შენობაში არსებული გზა-კიბე არ გრძელდება სხვენის დონემდე, შესაძლებელია სხვენის ისეთ მანსარდად გადაკეთება, რომელიც იქნება სხვენის ქვემოთ მდებარე საცხოვრებელი ერთეულის (ბინის) ნაწილი, სადაც დონეები ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება საცხოვრებელ ერთეულში (ბინაში) ამ წესის შესაბამისად მოწყობილი კიბით.

3.5. სხვენის მანსარდად გადაკეთებისას დასაშვებია, შენობის თითოეული სადარბაზოს მანსარდის სართულზე დაკავებულობის დატვირთვა იყოს მაქსიმუმ 15 და გასასვლელთან მისადგომი სავალი მანძილი გაიზარდოს მაქსიმუმ 20 მეტრით.

3.6. დაუშვებელია ქუჩაზე გამავალი არსებული გარე კედლ(ებ)ის,   მთავარი ფასად(ებ)ის სიმაღლის გაზრდა.

3.7. დასაშვებია სხვა გარე კედლების ქუჩაზე გამავალი არსებული გარე კედლის მთავარი ფასადის სიმაღლემდე გაზრდა.

3.8. მანსარდის სართული უნდა იყოს წესის 1208.2 პუნქტის შესაბამისი სიმაღლის.

3.9. დასაშვებია სახურავის არსებული კეხის სიმაღლეში არა უმეტეს 1 მეტრით გაზრდა, მაგრამ მანსარდის იატაკიდან კეხის თავამდე სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 4.0 მეტრს.

3.10. სახურავის ქანობი კეხის თავიდან გარე კედლამდე უნდა იყოს სწორხაზოვანი.

3.11. დასაშვებია მანსარდის ბუნებრივი განიავებისა და განათებისათვის ღიობების მოწყობა წესის შესაბამისად.

3.12. მანსარდის კედლებისა და ჭერის დამალულ სივრცეში გამოყენებულ უნდა იქნეს უწვავი და არატოქსიკური ჯგუფის თბოსაიზოლაციო მასალა. მანსარდის დახრილჭერიანი მღობავი კონსტრუქციების ცეცხლმედეგობა გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 15 წუთისა. მანსარდის კედლებისა და ჭერის კონსტრუქციებში გამოყენებული უნდა იყოს ცეცხლმედეგობისათვის დამუშავებული ხის მასალა.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე