„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 313
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.021331
313
05/07/2019
ვებგვერდი, 05/07/2019
120200010.10.003.021331
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №313

2019 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 61. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში:

1. სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სამსახურის უფროსის მოადგილე.

2. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) მოსამსახურეები.

3. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) მოსამსახურეები.

4. იურიდიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

5. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მოსამსახურეები.

6. ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) მოსამსახურეები.

7. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

8. კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) მოსამსახურეები.

9. ოპერატიული ღონისძიებების დეპარტამენტის მოსამსახურეები.

10. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

11.სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მოსამსახურეები.

12. ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

13. კადრების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

14. ეკონომიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

15. დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეები.

16. სამსახურის ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები.

17. სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე