„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 218
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2019
ძალაში შესვლის თარიღი 10/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.017219
218
10/07/2019
ვებგვერდი, 12/07/2019
040030000.22.033.017219
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №218

2019 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 27 აპრილის №253 ბრძანებით (ვებგვერდი, 110427027, 27.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016177) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. აკადემიას ჰყავს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მიმართულების  თანამშრომელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.

10. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მიმართულების  თანამშრომელი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს:

ა) აკადემიის საზოგადოებრივი იმიჯის ასამაღლებლად მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას;

ბ) მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი წყაროებისა და საშუალებების შერჩევას, აკადემიის კომუნიკაციის აქტივობებში ჩართვას;

გ) აკადემიის რეპუტაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა პროექტების ინიცირებას და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობას;

დ) აკადემიაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და ღონისძიებების საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვას და განხორციელებას;

ე) აკადემიის პოზიციონირების შესაბამისად, სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფას;

ვ) აკადემიის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელის ადმინისტრირებას;

ზ)  აკადემიის მიერ განხორციელებული პიარაქტივობების შესახებ ინფორმაციის შესაბამის გავრცელებას როგორც მასიური საკომუნიკაციო საშუალებებით, ასევე ინტერნეტმედიაში;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და საჯარო შეხვედრების დაგეგმვას და ორგანიზებას;

ი) საკომუნიკაციო არხებისა და შესაბამისი სამიზნე ჯგუფების განსაზღვრას;

კ) აკადემიის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, ღონისძიებების, აქტივობების, საშუალებების შერჩევას და დროში განაწილების უზრუნველყოფას.“.

2. 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. აკადემიის სტრუქტურა

აკადემია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:

ა) პროგრამების მართვის სამსახური;

ბ) ადმინისტრაციული სამსახური;

გ) რეგიონული პროექტების სამსახური; 

დ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური.“.

 

3. 42 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. რეგიონული პროექტების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) რეგიონებში სასწავლო პროცესის ორგანიზება;

ბ) რეგიონებში სატრენინგო/სასწავლო მასალების ექსპერტიზა და აკადემიაში დადგენილ მეთოდოლოგიურ და სწავლების სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი შენიშვნებისა და რეკომენდაციების  მომზადება;

გ) რეგიონებში დისკუსიების, თემატური სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების და სხვა სასწავლო ხასიათის და პროფესიული განვითარების მიმართულების პროექტების ორგანიზება და განხორციელება;

დ) რეგიონებში ტრენერთა შერჩევა, ტრენინგის ექსპერტების, ტრენერ-ინსტრუქტორების მომზადებისა და გადამზადების პროცესების ორგანიზება და განხორციელება;

ე) რეგიონებში წამყვანი ტრენერ-ექსპერტების, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მოძიება და მათთან თანამშრომლობა;

ვ) რეგიონებში სასწავლო პროცესების დაგეგმვა და მართვა;

ზ) რეგიონებში სასწავლო პროცესების და  მათში მონაწილე პირების, შეფასების პროცესების ორგანიზება და ადმინისტრირება, შეფასების შედეგების ანალიზი და ანალიზის შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი ანგარიშის მომზადება (საჭიროების შემთხვევაში, რეიტინგების სისტემის წარმოება); სასწავლო პროცესის დასასრულს საბოლოო ინფორმაციის დამუშავება და ადმინისტრირება, სასაწავლო პროცესის შედეგად წარმოებული მასალებისა და შესაბამისი დუკუმენტების სისტემატიზაცია;

თ) რეგიონებში სასწავლო/სასერტიფიკაციო პროგრამების, სხვა სახის სასწავლო პროექტების შედეგების შეფასება, შეფასების შედეგების დამუშავება და ანალიზი; ანალიზის შედეგების გათვალისწინებით  რეკომენდაციების შემუშავება;

ი) რეგიონებში შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში (ამ მოთხოვნის ფარგლებში)  ტესტირების/კონკურსის ორგანიზების პროცესში მონაწილეობის მიღება.

5. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო დონეზე შესაბამის საგანმანათლებლო/სასწავლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პროექტებთან და აკადემიურ წრეებთან, ასევე სხვა სასწავლო დაწესებულებებთან ურთიერთობის დამყარება და შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციების, პროექტების, დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო პროექტების დახმარების პროგრამების ტრინინგკომპონენტების ფარგლებში გათვალისწინებული სწავლებების, სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების და სხვა სასწავლო ხასიათის პროექტების ორგანიზება და განხორციელება;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციების, პროექტების, დონორი ორგანიზაციების მოძიება და დაფინანსებების მოპოვება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი პროცედურების უზრუნველყოფა, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების/დონორების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში და კონკურსებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

დ) აკადემიის თანამშრომელთა ქვეყნის გარეთ სასწავლო ტურების და მივლინებების ორგანიზება;

ე) აკადემიის საერთაშორისო და საგარეო ურთიერთობების სტრატეგიისა და სამოქმედო  გეგმების  შემუშავება;

ვ) უცხოელი პარტნიორების, დელეგაციების საქართველოში ვიზიტის მომზადება, ორგანიზება და განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 10 ივლისიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი