„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/07/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016461
29
10/07/2019
ვებგვერდი, 12/07/2019
280010000.35.137.016461
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №29

2019 წლის 10 ივლისი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის   დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/05/2019,  280010000.35.137.016451), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც მკურნალობისას ან ქირურგიული ოპერაციისას   არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება განისაზღვროს  50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა;“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  ონკოლოგიური  დაავადების მქონე ბენეფიციარი, რომელიც მკურნალობისას ან ქირურგიული ოპერაციისას  სარგებლობს   სახელმწიფოს,   კერძო   სადაზღვევო კომპანიის  ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების   დაფინანსებით,  ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება  განისაზღვროს   50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამედიცინო    დაწესებულებიდან    სამედიცინო    მომსახურების    ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი ( ანგარიშფაქტურა ან ინვოისი);“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი