„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 323
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.021341
323
10/07/2019
ვებგვერდი, 12/07/2019
280120000.10.003.021341
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №323

2019 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №684 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2018, 280120000.10.003.021000) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

1. №1.1 დანართის  („კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა“):

ა) მე-3 მუხლის:

 ა.ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) მწვავე კრიზისის მდგომარეობით შეფასებული ოჯახები, მათ შორის, გასული წლების მოსარგებლე ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც განმეორებით მიმართავენ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“ – „ა.ზ“ ქვეპუნქტები:

„ა.გ) მშობლები არიან შშმ სტატუსის მქონე პირები;

ა.დ) მშობელი არის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის/ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ბენეფიციარი და მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი პირი, რომელმაც დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მიზნით დატოვა დაწესებულება და ქვეპროგრამაში ჩართვის განაცხადით მიმართა სააგენტოს მომსახურების შეწყვეტიდან 30 დღის განმავლობაში;

ა.ე) მშობელი არის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელი ან მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ბენეფიციარი, რომელმაც დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მიზნით დატოვა მომსახურება და ქვეპროგრამაში ჩართვის განაცხადით მიმართა სააგენტოს მომსახურების შეწყვეტიდან 30 დღის განმავლობაში;  

ა.ვ) ოჯახი განაცხადის შეტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, არის ობოლი და აქვს წონის დეფიციტი;

ა.ზ) ოჯახი რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებია მისი დაბადების მომენტისათვის.“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 900 000 ლარით, ამასთან, ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება − 630 000 ლარით, მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება − 270 000 ლარით, მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება –  1 000 000 ლარით.“.

2. №1.2 დანართის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან, ამ მხრივ,  რისკი, რაც დადასტურებულია ამ პროგრამის №2 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ამასთან, ამ ქვეპროგრამის მოსარგებლე არ შეიძლება იყოს სამიზნე ჯგუფით განსაზღვრული  ძირითადი დიაგნოზის − R62.0-ის მქონე ბავშვი, რომელიც ჩართულია №1.3 დანართით გათვალისწინებულ ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამაში. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არაუმეტეს 12 000 ვიზიტისა, ამ დანართის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად, მათ შორის: ახალციხის მუნიციპალიტეტში − არაუმეტეს 200 ვიზიტისა თვეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 320 ვიზიტისა თვეში, გორის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს  400 ვიზიტისა თვეში, მარნეულის მუნიციპალიტეტში − არაუმეტეს  260  ვიზიტისა თვეში.“;

ა.ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით, კანონიერი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომლითაც დასტურდება, რომ მშობელი/მშობლები არის/არიან თანდაყოლილი სიყრუის მქონე პირ(ებ)ი.“;

ა.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უფლებამოსილი პირი ახორციელებს წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას/დედანთან შესაბამისობის შემოწმებას.“;

ა.დ) მე-6 პუნქტს „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ბავშვები, რომლებსაც ჰყავთ თანდაყოლილი სიყრუის მქონე მშობლები;“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება. მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის 15 რიცხვის ჩათვლით, სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ წინა თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები წინა თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, რომლებსაც აღენიშნებათ განვითარების შეფერხება/ჩამორჩენა განვითარების არანაკლებ სამ სფეროში – მიმწოდებელმა ასევე უნდა წარადგინოს შესაბამისი შეფასების დამადასტურებელი საბუთი, არანაკლებ 12 თვეში ერთხელ. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო (2019 წლის 1 სექტემბრამდე).“;

ბ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ვაუჩერის ერთი თვის ტალონი ანაზღაურდება სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, თვეში განხორციელებული მომსახურების (ვიზიტის) შესაბამისად, ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირობის გათვალისწინებით. ამასთან, ერთი მომსახურების (ვიზიტის) ღირებულებაა 19 ლარი.“.

3.  №1.3 დანართის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა“):

ა) მე-4 მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების (ათდღიანი კურსის) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც ანაზღაურდება ბენეფიციარის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით, სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ათდღიანი კურსი უნდა შედგებოდეს ჯამში 22 სეანსისგან, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ  ღონისძიებებს, ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად. 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს ერთი ათდღიანი კურსი და კურსებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 10 კალენდარული დღისა (გარდა გადაუდებელი საჭიროების მქონე შემთხვევისა (მაგალითად, პოსტოპერაციული პერიოდი, პირველადი მიმართვა, რომელიც არ უნდა სცდებოდეს 1 წელს, რაც დასტურდება ინტერდისციპლინური გუნდის დასკვნით).  იმ შემთხვევაში, თუ კურსის დაწყებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ამ დანართის  მე-2 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების  მიმწოდებელი ორგანიზაციისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით არ ჩატარდა ერთი კურსით გათვალისწინებული 22 სეანსი, ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა გამოიანგარიშება ჩატარებული სეანსების რაოდენობის ნამრავლით 15 ლარზე, მაგრამ არაუმეტეს 330 ლარისა.“;  

ა.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წლის განმავლობაში ფინანსდება  11 000 კურსი, ამასთან, ერთ ბენეფიციარზე − არაუმეტეს 8 კურსისა. ბენეფიციარს შეუძლია, მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ერთზე მეტ სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციაში. სერვისის მიმწოდებლებს შორის ბენეფიციართა რეფერირებისა და ინდივიდუალური რეაბილიტაციის/ აბილიტაციის გეგმის ცვლილების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. ამასთან, ამ ქვეპროგრამის მოსარგებლე არ შეიძლება იყოს სამიზნე ჯგუფში განსაზღვრული ძირითადი დიაგნოზის − R62.0-ის მქონე ბავშვი, რომელიც ჩართულია დანართ №1.2-ით გათვალისწინებულ ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში.“;

ა.გ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გაწეული მომსახურება ანაზღაურდება სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, არაუმეტეს თვეში 250 ლარის ოდენობით;“.

4. №1.5 დანართის („დღის ცენტრებში  მომსახურებით უზრუნველყოფის  ქვეპროგრამა“):

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ყოველდღიური (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა), 6 საათის განმავლობაში მომსახურება მინიმუმ ერთჯერადი კვებით. ამასთან, ბენეფიციარებისათვის ცენტრში გატარებული მინიმალური დრო არ უნდა იყოს 3 საათზე ნაკლები;“;

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვი, რომელიც არ განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის კატეგორიას და რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამასთან, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური შეფასებით დადგენილი სარეიტინგო ქულა დღის ცენტრის მომსახურებაში ბავშვის ჩართვის შესახებ განცხადების წარდგენის დღისთვის  არ უნდა აღემატებოდეს 100 000-ს. ასევე ამავე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები, რომლებიც არ განეკუთვნებიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა კატეგორიას და რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან ნათესაურ მინდობით აღზრდაში.  ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 674-ს;

ბ) 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არიან წინა წლების დღის ცენტრების ქვეპროგრამის ბენეფიციარები. ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ის ბავშვები, რომლებიც არიან „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ან „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის“ ბენეფიციარები, ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არ არიან წინა წლების დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ბენეფიციარები და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების ფორმის რეკომენდაციის ნაწილში მითითებული აქვთ დღის ცენტრის მომსახურების მიღების საჭიროება. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  1026-ს;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  756-ს;“;

გ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების დღის ცენტრის მომსახურების მიმწოდებელმა  ორგანიზაციამ სააგენტოს უნდა აცნობოს თითოეული კონკრეტული ისეთი შემთხვევის თაობაზე, როდესაც ბენეფიციარზე გაცემული ვაუჩერი წარდგენილ იქნა ბენეფიციარის მიერ, მაგრამ შესაბამისი მომსახურებით არ უსარგებლია იმავე პერიოდში.  ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე სოციალურმა მუშაკმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს საქმის შესწავლა, რომლის დასკვნის შესაბამისად  განიხილება ვაუჩერის შეჩერების/გაუქმების საკითხი.  ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო;“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს სააგენტო.  ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში,  რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია, ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომელისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ ბენეფიციარებს,  რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის  ქვეპროგრამა.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ამ დანართის

მე-3 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის

 მე-3 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის

 მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  „ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის

მე-3 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

1

ქ. თბილისი

292

242

431

42

2

ქ. ქუთაისი

55

75

70

16

3

ქ. რუსთავი

29

15

44

 

4

ქ. ბათუმი

-

50

   

5

გორის მუნიციპალიტეტი

70

30

15

 

6

ქარელის მუნიციპალიტეტი

10

15

   

7

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

-

26

   

8

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

 

16

   

9

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

15

40

30

 

10

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

30

25

   

11

თელავის მუნიციპალიტეტი

-

23

38

 

12

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

-

14

33

 

13

ქ. ფოთი

-

25

   

14

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

25

14

   

15

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

-

20

   

16

მცხეთის მუნიციპალიტეტი

-

45

28

 

17

თიანეთის მუნიციპალიტეტი

30

-

   

18

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

24

-

   

19

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

45

-

   

20

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

24

-

   

21

ასპინძის მუნიციპალიტეტი

10

     

22

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

 

20

   

23

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

 

15

   

24

საჩხერის მუნიციპალიტეტი

 

18

   

25

ქ. წნორი

 

19

   

26

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

 

30

10

 

27

კასპის მუნიციპალიტეტი

 

20

   

28

სენაკის მუნიციპალიტეტი

 

15

20

 

29

ტყიბულის

მუნიციპალიტეტი

 

15

   

30

ვანის მუნიციპალიტეტი

 

10

8

 

31

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

 

20

   

32

ხონის მუნიციპალიტეტი

 

13

14

 

33

ახმეტის მუნიციპალიტეტი

15

     

34

წალკის მუნიციპალიტეტი

 

10

   

35

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, გარდა ქ. წნორისა

 

11

15

 

36

მარნეულის მუნიციპალიტეტი

 

20

   

37

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

 

20

   

38

ხაშურის მუნიციპალიტეტი

 

20

   

39

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

 

20

   

40

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

 

15

   

41

მესტიის მუნიციპალიტეტი

 

10

 

 

42

შუახევის მუნიციპალიტეტი

 

30

 

 

 

სულ ბენეფიციარი:

674

1026

756

58.“.

5. №1.6.1 დანართის („სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან სავარძელ-ეტლის საჭიროების მქონე  პირები, მათ შორის, შშმ პირები და  6-დან 18 წლამდე  შშმ ბავშვები.“;

ა.ბ) მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მექანიკური სავარძელ-ეტლის  მოთხოვნის შემთხვევაში − დამხმარე საშუალების გაცემა შესაძლებელია სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100/ა-ის საფუძველზეც, რომლის მიხედვით აღნიშნული დამხმარე საშუალების მაძიებლის სამედიცინო დიაგნოზი შეესაბამება ამავე დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის №4 დანართით განსაზღვრულ ჩამონათვალს. ამასთან, მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული მექანიკური სავარძელ-ეტლის საჭიროება. ამასთან, მექანიკური სავარძელ-ეტლის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა არ არის საჭირო;

ე) სასკოლო ასაკის (6-დან 14 წლამდე) შშმ ბავშვის შემთხვევაში  −  სკოლის/დღის ცენტრის/სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების (რომლის მოსწავლედ/მომსახურების მიმღებადაც ითვლება აღნიშნული პირი) ადმინისტრაციის წარმომადგენლისა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დადასტურებული დოკუმენტი ელექტროსავარძელ-ეტლის დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება წარდგენილი დადასტურებული აღნიშნული დოკუმენტი  შეფასებისა  და უსაფრთხოებაზე  პასუხისმგებლობის  შესახებ  − 6-დან 14 წლამდე ასაკის  შშმ ბავშვს გადაეცემა მექანიკური სავარძელ-ეტლი;“.

6. №1.10 დანართის („მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსებულ ბენეფიციარს 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი მომსახურება იმავე ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებლისგან, რომლისგანაც იღებდა მომსახურებას წინა თვეს. ამასთან, თუ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები ბენეფიციარი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, მას უფლება აქვს,  მიიღოს მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების თვის ჩათვლით პერიოდში იმავე ქვეპროგრამის მიმწოდებლისგან, რომლისგანაც იღებდა მომსახურებას 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს.“.

7.  №1.11 დანართის („მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა):

ა) მე-2 მუხლის „გ.კ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.კ) ბავშვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებას, მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას;“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 083 400 ლარით.“.

8. №1.12 დანართის („სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის  ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა, ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს  280-ს, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 30-ს.“.

9. №1.13 დანართის („განვითარების  მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის  ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ წინა თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, წინა თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო.

4. მომსახურება ანაზღაურდება სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ამასთან, ვაუჩერის ერთი თვის ტალონის დაფინანსების ლიმიტია 300 ლარი. ამასთან, თუ წინა თვეში გაწეული მომსახურებების ჯერადობა 44-ზე ნაკლებია, მომსახურების მიწოდების თვის ვაუჩერის შესაბამის ტალონზე ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება წინა თვეში მომსახურების მოთხოვნილი სეანსების მინიმუმსა და ფაქტობრივად გაწეულ ჯერადობებს შორის სხვაობის ნამრავლით 6.82 ლარის ოდენობაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე