„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 142/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 12/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017765
142/ნ
12/07/2019
ვებგვერდი, 15/07/2019
040030000.22.022.017765
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №142/ნ

2019 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024 კანონის მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის N229/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov,ge, 03/01/2012, საიდენტიფიკაციო კოდი: 040030000.22.022.016266) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მეორე პუნქტით დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში   მართვის სისტემა) წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მართვის სისტემის ფუნქციები განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მართვის სისტემის ფუნქციებია:

ა) განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა ამ სისტემაში ერთიანი საინფორმაციო საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებით;

ბ) თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;

გ) მართვის პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა და სტატისტიკის წარმოება;

დ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, საქართველოს განათლების სისტემაში არსებული მონაცემების ელექტრონულად შეგროვების, შენახვის, დამუშავების, ანალიზისა და პროცესების ავტომატიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების შექმნა, დანერგვა და ადმინისტრირება;

ე) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლეთა, მოსწავლეთა მშობლების, სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის უზრუნველყოფა;

ზ) ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილებისა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარება;

თ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარება;

ი) სრული ზოგადი განათლების დაფინანსების მიზნით,   ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერის ოდენობების შესაბამისად, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, სამინისტროსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;

კ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების ორგანიზება, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  ჩარიცხვის მსურველ პირთა რეგისტრაცია და აღნიშნული პროცესის კოორდინაცია;

ლ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის პირველად და კვარტალურად გადარიცხვის მიზნით,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, სამინისტროსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების ელექტრონული სისტემის შექმნა და ადმინისტრირება;

ნ) სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის, ასევე სამინისტროს მიერ გაცემული პროგრამული დაფინანსების, მათ შორის, იმ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებზე სწავლას სრულად ანაზღაურებს სახელმწიფო,   გადარიცხვის მიზნით, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადასარიცხი თანხის ოდენობის, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სამინისტროსთვის წარდგენა;

ო) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევისა და გრიფის მინიჭების პროცესში, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მონაწილეობა;

პ) პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფა;

ჟ) სწავლა/სწავლების პროცესში ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;

რ) საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პროცესში, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მონაწილეობა;

ს) მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით ჩატარება;

ტ) სრული ზოგადი განათლებისა და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებისატესტატებისა და მათი დუბლიკატების გასაცემად კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაცემთა ბაზების ფორმირება;

უ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზება, კონტროლი და გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციისათვის მომზადება;

ფ) პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დუბლიკატების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემა;

ქ) სამინისტროში და მის სისტემაში შემავალ ერთეულებში, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალ ორგანოებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის და ელექტრონული ხელმოწერის სისტემის დანერგვა;

ღ) იმ პირთა აღრიცხვა, რომლებსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ან/და კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

ყ) თავის კომპეტენციაში შემავალი, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება“.

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მართვის სისტემა უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისა და საქმიანობის განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები, ასევე, სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული მონაცემები“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მართვის სისტემას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“

4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მართვის სისტემა თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. მართვის სისტემის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სტატისტიკის სამსახური;

ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სამსახური;

გ) საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახური;

დ) კომპიუტერული სისტემების, ქსელებისა და კომუნიკაციის სამსახური;

ე) ზოგადი განათლების სამსახური;

ვ) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური;

ზ) ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახური.

3. მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სტრუქტურული ერთეული უშუალოდ ექვემდებარება მართვის სისტემის უფროსს ან მართვის სისტემის უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს.

4.  მართვის სისტემის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის არყოფნის ან სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე (მოადგილის შტატის არსებობის შემთხვევაში).“.

5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. სტატისტიკის სამსახური

მართვის სისტემის სტატისტიკის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მართვის პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა და სტატისტიკის წარმოება;

ბ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებში ინფორმაციის შეგროვებისა და   შენახვის პროცესების ხელშეწყობა;

გ) მონაცემთა სანდოობის უზრუნველყოფა, მათი დამუშავება და ანალიზი;

დ) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;

ე) განათლების სფეროში მიმდინარე კვლევების ინფორმაციული ხელშეწყობა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოსწავლეთა, მოსწავლეთა მშობელთა, სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის უზრუნველყოფა;

ზ) განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებისათვის საპროგნოზო მაჩვენებლების განსაზღვრა;

თ) სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ერთეულებისა და, ასევე, სახელმწიფო დაწესებულებების მართვის პროცესებისა და პროგრამების ინფორმაციული მხარდაჭერა;

ი) საგანმანათლებლო დაწესებულებათა დაფინანსების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინფორმაციის მომზადება და სამინისტროსთვის მიწოდების უზრუნველყოფა“.

6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამული უზრუნველყოფის სამსახური

პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:

ა) ელექტრონული სერვისების პროგრამული უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს განათლების სისტემაში არსებული მონაცემების ელექტრონულად შეგროვების, შენახვის, დამუშავების, ანალიზისა და პროცესების ავტომატიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების შექმნა, დანერგვა და განვითარება;

გ) განათლების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი პროგრამული გადაწყვეტის შემუშავება;

დ) საინფორმაციო სისტემების ფუნქციონირების ხარისხისა და უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველყოფა;

ე) საინფორმაციო სისტემების ან/და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფა.“

7. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახური

საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციებია:

ა) სწავლა/სწავლების პროცესში ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;

ბ) ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მოძიება, მათი საგანმანათლებლო პროცესში გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი;

გ) შერჩეული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების შესწავლა და საგანმანათლებლო სივრცეში მათი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;

დ) სამინისტროში და მის სისტემაში შემავალ ერთეულებში, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალ ორგანოებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის და ელექტრონული ხელმოწერის სისტემის დანერგვა.“.

8. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. კომპიუტერული სისტემების, ქსელებისა და კომუნიკაციის სამსახური

კომპიუტერული სისტემების, ქსელებისა და კომუნიკაციის სამსახურის ფუნქციებია:

ა) განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა ამ სისტემაში ერთიანი საინფორმაციო საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებით;

ბ) თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება;

გ) ერთიანი საგანმანათლებლო ქსელის მოწყობა, მართვა და მონიტორინგი, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებშისაგანმანათლებლო რესურსცენტრებში ლოკალური ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა, მართვა და მონიტორინგი;

დ) ერთიანი საგანმანათლებლო ქსელის უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა და მისი შესაბამისი ინსტრუმენტებით, კანონმდებლობით დადგენილილი წესით, უზრუნველყოფა.

ე) მონაცემთა დამუშავების ცენტრის, სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობა, მართვა და მონიტორინგი;

ვ) ელექტრონული სერვისების ადმინისტრირება და მხარდაჭერა;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მართვის სისტემაში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვა;

თ) ელექტრონული წესით, განხორციელებული საგამოცდო პროცესის და სხვა ცენტრალიზებული წესით ორგანიზებული ღონისძიებების, მართვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა“.

9. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. ზოგადი განათლების სამსახური

ზოგადი განათლების სამსახურის ფუნქციებია:

ა) მართვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი პროცესების კოორდინაცია და მხარდაჭერა;

ბ) ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მიმდინარე პროცესების კოორდინაცია, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;

გ) სრული ზოგადი განათლებისა და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებისატესტატებისა და მათი დუბლიკატების გასაცემად კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაცემთა ბაზების ფორმირება;

დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევისა და გრიფის მინიჭების პროცესის კოორდინაცია;

ე) პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესის კოორდინაცია;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პროცესის კოორდინაცია;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის სქემით გათვალისწინებული პროცესების კოორდინაცია;

თ) საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის უზრუნველყოფა;

ი) მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ცენტრალიზებულად ელექტრონული ფორმით ჩატარების პროცესის კოორდინაცია;

კ) პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დუბლიკატების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემა;

ლ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზება, კონტროლი და გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციისათვის მომზადება;

მ) მართვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე სხვა პროცესების კოორდინაცია“.

10. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური

ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მართვის სისტემის საქმიანობასთან დაკავშირებით სამართალშემოქმედებითი საქმიანობა;

ბ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების მომზადება. ასევე, სამართლებრივ აქტებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე შესაბამისი დასკვნების მომზადება;

გ) მართვის სისტემის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა;

დ) სამართლებრივ დავებზე მართვის სისტემის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ე) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება/ვიზირება;

ვ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარება;

ზ) იმ პირთა აღრიცხვა, რომლებსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ან/და კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

თ) საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილებისა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

კ) ადამიანური რესურსების მართვა და კოორდინაცია;

ლ) საქმისწარმოების ორგანიზება და კოორდინაცია;

მ) საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვა და კოორდინაცია“.

11. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. მართვის სისტემის უფლებამონაცვლეობა

მართვის სისტემა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლეს შემდეგ საკითხებში:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება;

ბ) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს წევრის რეგისტრაციაში გატარება;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვა;

ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის წარმოება, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციაში გატარება სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;

ვ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;

ზ) იმ პირთა აღრიცხვა, რომლებსაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ან/და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი