დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების სასწავლო-სააღმზრდელო სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 ივლისის №75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.148.016573 |
|
„სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების სასწავლო-სააღმზრდელო სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 ივლისის №75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების სასწავლო-სააღმზრდელო სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 ივლისის №75 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2018, 010250050.35.148.016521) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 26 ივლისიდან 6 სექტემბრის ჩათვლით გაიხსნას ე.წ. „საზაფხულო ბაღები“ ტერიტორიული პრინციპის გათვალისიწინებით, საჭიროებიდან გამომდინარე“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აღსაზრდელთა დროებითი რეგისტრაცია „საზაფხულო ბაღებში“ განხორციელდეს წინასწარ სააგენტოში, 10 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით.“ გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აღსაზრდელთა რეგისტრაცია განხორციელდეს 20 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, აღსაზრდელთა ჩარიცხვა – 1 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით, აღსაზრდელის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირება ჩარიცხვის შესახებ – 21 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით. საჭიროებიდან გამომდინარე ან ვაკანტური ადგილების დარჩენის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გააგრძელოს რეგისტრაციის პროცესი ამ დებულებით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობამდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები