დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 433 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016931 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 25 მარტის №16 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25/03/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016522) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, წერეთლის გამზირი №8.“. 2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-3 მუხლის: ა) მე-2-მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული, ცენტრის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი.“. 4. მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2019 წლის 26 ივლისიდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 27 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები