„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.016893
65
29/07/2019
ვებგვერდი, 30/07/2019
310150000.22.034.016893
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №65

2019 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

 

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილების პირველი მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით (სსმ, №14, 01/02/2007, სარეგისტრაციო კოდი: 310.150.000.22.034.009.916) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საპატიო კონსულზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველზე სააგენტოს მიერ გაიცემა „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „მ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები). საპატიო კონსულზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ამ ბრძანების მიხედვით, მესაკუთრის მიერ რეგისტრაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამასთან, საპატიო კონსულის მიერ, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის, სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სააკრედიტაციო ბარათი.“.

2. მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომრებისა (სახელმწიფო სანომრე ნიშნებისა), საპატიო კონსულზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას საპატიო კონსულის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე შესაძლებელია გაცემულ იქნეს „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები).“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია