,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.127.016329
16
01/08/2019
ვებგვერდი, 06/08/2019
010250050.35.127.016329
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2019 წლის 1 აგვისტო

ქ. ზესტაფონი     

 

,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1  (სსმ, ვებგვერდი, 25/01/2018წ, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.127.016274) დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილების დანართ  №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ძირულის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ძირულის თემი (სოფლები: ძირულა, დიდი განთიადი, პატარა  განთიადი, აჭარა, ვაშპარიანი, ლელაძისეული, ღვერკი, ქვედა წევა, ზედა წევა);“.

2. მე-12 მუხლის პირველი ,,კ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ილმის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ილმის თემი (სოფლები: ქვედა ილემი, ზედა ილემი, ვაჭევი).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე