დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2277 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 150, 10/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (07-1/149, 01.12.2009) „საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 51 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
ავთანდილ დემეტრაშვილი – სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე)
ლევან ვეფხვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ხათუნა გოგორიშვილი – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე
ვანო ხუხუნაიშვილი – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე
პეტრე ცისკარიშვილი – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
გიორგი თარგამაძე – საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი
გია თორთლაძე – ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე
ლაშა თორდია – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ნიკოლოზ ლალიაშვილი – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
პაატა ლეჟავა – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
დიმიტრი ლორთქიფანიძე – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ჯონდო ბაღათურია – საქართველოს პარლამენტის წევრი
გიორგი ცაგარეიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ზურაბ დეკანოიძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი
ზაზა მეიშვილი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
პეტრე ზამბახიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
ვახტანგ თორდია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი
ლევან ალექსიძე – აკადემიკოსი
დავით აფრასიძე – ფილოსოფიის დოქტორი
რამაზ აფციაური – საქართველოს გაეროს ასოციაციის დამფუძნებელი დირექტორი
მერაბ ბასილაია – ფონდი „ALPE“-ს PR და მედია პროგრამების დირექტორი
ზაზა ბიბილაშვილი – იურისტი
მარინა გარიშვილი – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
გია გეწაძე – იურისტი
ვასილ გონაშვილი – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
თორნიკე გორდაძე – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი
ზურაბ დავითაშვილი – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი
კონსტანტინე იონათამიშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივის“ ხელმძღვანელი
გიორგი კახიანი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
გიორგი კვერენჩხილაძე – ასისტენტ-პროფესორი
მზია ლეკვეიშვილი – სრული პროფესორი
მალხაზ მაცაბერიძე – სრული პროფესორი
გია ნოდია – სრული პროფესორი
ლევან რამიშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარე
ზაზა რუხაძე – სრული პროფესორი
ეკატერინე სირაძე-დელონე – არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი
იაკობ ფუტკარაძე – სრული პროფესორი
თამარ ქაროსანიძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი
ქეთევან ქოქრაშვილი – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
კახი ყურაშვილი – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
თენგიზ შარმანაშვილი – პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“
მიხეილ შარაშიძე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი
სოსო ცინცაძე – ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დიპლომატიური აკადემიის რექტორი
სოსო ცოტნიაშვილი – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის განათლების დეპარტამენტის დირექტორი
ნანა ჭიღლაძე – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
დიმიტრი ხაჩიძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, საპარლამენტო მდივანი
თამარ ხიდაშელი – არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე
ზურაბ ჯიბღაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
ავთანდილ ჯოხაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2009 წლის 4 დეკემბერი.
№2277–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები