„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 371
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.021389
371
06/08/2019
ვებგვერდი, 07/08/2019
430050000.10.003.021389
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №371

2019 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/05/2019, 430050000.10.003.021258) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ VII თავით გათვალისწინებულ გარდამავალ დებულებებს დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტები:

„პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული წესი

1. პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის  31 იანვრის ჩათვლით  ვერ მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, საჭიროების შემთხვევაში, უფორმებს ვადიან შრომით  ხელშეკრულებას და აღნიშნული პოზიცია ცხადდება ვაკანტურად.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის წესით ასაქმებს პირს, რომელიც აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ვაკანტურ პოზიციაზე შერჩეული პირის დანიშვნა წარმოადგენს პრაქტიკოს მასწავლებელთან დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.

საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი

1. საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლის ფულადი ჯილდო (შემდგომში − ფულადი ჯილდო) წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი გასაცემელის სახით გადახდილ ფულად თანხას, რომელიც მასწავლებელს მიეცემა საჯარო სკოლასა და მასწავლებელს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტის საფუძველზე.

2. ფულადი ჯილდოს მიღების მოთხოვნით განცხადების დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს მიაღწევს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

3. პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე განცხადებით უნდა მიმართოს იმ საჯარო სკოლის დირექტორს, სადაც დასაქმებულია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი ასწავლის ერთზე მეტ საჯარო სკოლაში, ვალდებულია, შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა ყველა საჯარო სკოლასთან, ფულადი ჯილდოს აღების მიზნით, რა დროსაც ფულადი ჯილდო გამოითვლება თითოეულ საჯარო სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

5. ფულადი ჯილდოს ოდენობა შეადგენს ბოლო 3 თვის განმავლობაში პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ ყოველთვიური შრომის ანაზღაურების (საშემოსავლო გადასახდელის გარეშე) საშუალო არითმეტიკულის 24-ჯერ ნამრავლს, ხოლო მასწავლებელს, რომელსაც 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებამდე შეჩერებული აქვს შრომითი ურთიერთობა, ფულადი ჯილდო მიეცემა ნამუშევარი ბოლო 3 თვის განმავლობაში ყოველთვიური შრომის ანაზღაურების (საშემოსავლო გადასახდელის გარეშე) საშუალო არითმეტიკულის 24-ჯერ ნამრავლის ოდენობით.

6. ფულადი ჯილდოს ოდენობა დაანგარიშდება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებით განსაზღვრული პრაქტიკოსი მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოსა და მასზე გათვალისწინებული დანამატების გათვალისწინებით.

7. თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი, ფულადი ჯილდოს მიღების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წლის განმავლობაში კვლავ გადაწყვეტს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას, ვალდებულია, დააკმაყოფილოს „ზოგადი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები და დააბრუნოს ფულადი ჯილდო სრული ოდენობით, ხოლო თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი, ფულადი ჯილდოს მიღების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წლის შემდეგ გადაწყვეტს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას, ვალდებულია, დააკმაყოფილოს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები.

8. საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესს, პირობებს, ეტაპებსა და ვადებს ადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

9. ამ თავით გაუთვალისწინებელი შემთხვევების შესახებ ფულადი ჯილდოს ოდენობის დაანგარიშებასა და გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე