,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის #49 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016557
18
06/08/2019
ვებგვერდი, 12/08/2019
010250050.35.143.016557
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის #49 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №18

2019 წლის 6 აგვისტო

ხაშური

„ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №49 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ხაშურის     მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №49 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge  05/08/2014;  010250050.35.143.016278) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილებები:

ა)  დადგენილების პირველი მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) წაღვლის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების: წაღვლი, კლდისწყარო, ქვემო ბროლოსანი, ზემო ბროლოსანი, ჩორჩანა, წეღვერი, ტიტვინისწყარო, ყობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში“;

ბ) დადგენილების პირველი მუხლის „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ხალების ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების: დიდი ხალები, პატარა ხალები, ღართა, სარტყელა, ღვრიაწყალი, ალექსანდრესწყაროს ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ საზღვრებში“;

გ) დადგენილების პირველი მუხლის „ზ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების: ქვიშხეთი, ტაშისკარი, მონასტერი, ბეღლეთი, ბულბულისციხე, სათივე, სარმანიშვილისკარი, ტეზერი, ყიფიაანთუბანი, სავანისუბანი, რუსაანთუბანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი