დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 26 |
დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 08/08/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016458 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 02/07/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016455) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 141-ე მუხლის მე-12, მე-13, მე-16 ნაწილებისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის განაშენიანების რეგულირების გეგმის და დასახლების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამუშავებაზე გეგმარებითი დავალება“ მიღებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 იანვრის №04 განკარგულებით და დამტკიცდეს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების საფუძველზე შედგენილი: ა) „სოფელ ნიკორწმინდის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №1-ის შესაბამისად. ბ) „სოფელ ნიკორწმინდის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №2, დანართი №3)“; გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის განაშენიანების რეგულირების გეგმის და დასახლების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამუშავებაზე გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 იანვრის №06 განკარგულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს: ა) „სოფელ წესის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №4-ის შესაბამისად; ბ) „სოფელ წესის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №5, დანართი №6).“; დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს განაშენიანების რეგულირების გეგმის და დასახლების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამუშავებაზე გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 იანვრის №05 განკარგულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს: ა) „სოფელ ჭრებალოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №7-ის შესაბამისად; ბ) „სოფელ ჭრებალოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №8, დანართი №9).“; ე) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4 „შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის და მისი ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამუშავებაზე გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №16 განკარგულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს: ა) „(დაბა) შაორის დასახლების ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №10-ის შესაბამისად. ბ) „(დაბა) შაორის დასახლების ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №11, დანართი №12).“; ვ) მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №12 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 2 ივლისიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები