„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 383
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.021405
383
09/08/2019
ვებგვერდი, 12/08/2019
120200010.10.003.021405
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №383

2019 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6​1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში:

1. სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სამსახურის უფროსის მოადგილე;

2. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) მოსამსახურეები;

3. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) მოსამსახურეები;

4. იურიდიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები;

5. უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები;

6. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მოსამსახურეები;

7. ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) მოსამსახურეები;

8. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

9. კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) მოსამსახურეები;

10. ოპერატიული ღონისძიებების დეპარტამენტის მოსამსახურეები;

11. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები;

12. სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მოსამსახურეები;

13. ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები;

14. კადრების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები;

15. ეკონომიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები;

16. დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეები;

17. სამსახურის ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები;

18. სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე