დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 384 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.10.003.021406 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31.07.2015, 130000000.10.003.018773) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №9-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კონტრდაზვერვის დეპარტამენტი (ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს გარდა)“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №10 ამოღებულ იქნეს. 3. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №16-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი (III მთავარი სამმართველოს მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს გარდა)“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №18 და დანართი №19 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №18
|
უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის მთავარი სამმართველო (უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის ჯგუფის გარდა)
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები