2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 175/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 21/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017798
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
175/ნ
21/08/2019
ვებგვერდი, 22/08/2019
430110000.22.022.017798
2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/08/2019 - 01/06/2021)

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №175/ნ

2019 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ​6“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „2019-2020 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 ივლისის №297 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები“ ამ ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ,,2019-2020 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირინე აბულაძე




დანართი №1

2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი ადგენს 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროგრამული დაფინანსების მოცულობის ფარგლებში პროგრამული დაფინანსების გაცემის წესსა და პირობებს (შემდეგში − პროგრამული დაფინანსება).

2. პროგრამული დაფინანსების გზით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება მიზნად ისახავს:

ა) უმაღლესი განათლების სფეროში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობას;

ბ) სტუდენტების ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადებას, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას;

გ) სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი განხორციელების მიმართ საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულებისა და პროცესში ჩართულობის გაზრდას.

მუხლი 2. პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და მათთვის გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების მოცულობები

1. პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (შემდგომში − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება):

ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,524,500 ლარი;

ბ) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 3,966,750 ლარი;

გ) სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 900,000 ლარი;

დ) სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,124,000 ლარი;

ე) სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1,017,000 ლარი;

ვ) სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 562,500 ლარი;

ზ) სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 587,250 ლარი;

თ) სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 659,250 ლარი;

ი) სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 135,000 ლარი;

კ) სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 247,500 ლარი.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსებისა და ამ ბრძანების დანართი 2-ით დამტკიცებული შესაბამისი პროგრამების ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ადგილების რაოდენობებს, რომლებზეც სტუდენტის სწავლის საფასურს დააფინანსებს სახელმწიფო.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, ასევე მასში განსახორციელებელ ნებისმიერ ცვლილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მის მიღებამდე, წერილობით ათანხმებს სამინისტროსთან.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მის მიერ განსაზღვრული ადგილების დასაფინანსებლად აუცილებელი თანხის ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამისი პროგრამული დაფინანსების მოცულობას.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეძლევა ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამის ხანგრძლივობის ვადით, ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში, ხოლო მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო 300-კრედიტიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე − არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში;

6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება მიმართოს:

ა) 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად;

ბ) იმ სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად, რომლებიც აღიდგენენ სტუდენტის სტატუსს ან ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან მობილობის/შიდა მობილობის საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სრულად არ შეივსება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობა.

7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სრულად ვერ აითვისებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანხას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აუთვისებელი თანხა მიმართოს ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებულ შესაბამის პროგრამებზე 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული, ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით უფრო მაღალი საკონკურსო ქულის მქონე სტუდენტების დასაფინანსებლად, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით.

მუხლი 3. სტუდენტის სწავლის დაფინანსება

1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებზე ჩარიცხული ყოველი სტუდენტის (გარდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ან სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტისა) სწავლის დასაფინანსებლად:

ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ჩაერიცხება არაუმეტეს 2250 ლარი;

ბ) თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს 2250 ლარისა.

2. თუ ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური ნაკლებია 2250 ლარზე, სასწავლო წლის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადასარიცხი თანხის ოდენობა უტოლდება ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურს.

მუხლი 4. 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად პროგრამული დაფინანსების გაცემის პირობები

1. პროგრამული დაფინანსება გაიცემა 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეზე, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად.

2. ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებიდან ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებზე დასაფინანსებელი სტუდენტების შერჩევას, ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებულ სტუდენტთა საკონკურსო ქულების საფუძველზე უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

3. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტის მიერ ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისა და მისი პროგრამული დაფინანსების შემთხვევაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ აქვს უფლება სტუდენტს მოსთხოვოს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობიდან შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის სრულად შევსებამდე დარჩენილი თანხის გადახდა.

მუხლი 5. სტუდენტის სტატუსის აღდგენის წესით ან მობილობის/შიდა მობილობის საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველი და პირობები

1. პროგრამული დაფინანსება შეიძლება გაიცეს საქართველოს მოქალაქე, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე იმ სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად, რომლებიც ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებულ პროგრამაზე აღიდგენენ სტუდენტის სტატუსს ან ჩაირიცხებიან მობილობის/შიდა მობილობის საფუძველზე.

2. თუ ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებულ პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების რაოდენობა აღემატება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დასაფინანსებლად შეარჩევს იმ სტუდენტს, რომელსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული აქვს უფრო მაღალი საკონკურსო ქულა.

3. ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების პროგრამული დაფინანსების ვადა განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამული დაფინანსების ხანგრძლივობიდან დარჩენილი ვადით.

4. ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ სტუდენტების დაფინანსება, რომელთა რაოდენობა აღემატება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას, განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროგრამული დაფინანსების განკარგვის შეზღუდვა

1. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული პირის განმეორებით დაფინანსება პროგრამულად, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის იმავე ან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის შემთხვევაში.

2. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მქონე, ასევე სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაფინანსება.

3. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში იმ სტუდენტის დაფინანსება, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე.

4. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში იმ სტუდენტების დაფინანსება, რომლებსაც შესაბამისი სასწავლო წლის პირველი ნოემბრის (შემოდგომის სემესტრში) და პირველი აპრილისათვის (გაზაფხულის სემესტრში) შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი.

5. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსება, რაც არ ზღუდავს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის უფლებას სწავლა გააგრძელოს (ჩაირიცხოს) ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამების საგანმანათლებლო პროგრამაზე. ასეთი სტუდენტების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში სტუდენტისათვის გამოყოფილი დაფინანსების გადატანა.

7. ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში წყდება პროგრამული დაფინანსების გაცემა.

მუხლი 7. პროგრამული დაფინანსების გაცემა

1. სამინისტრო პროგრამული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების სახაზინო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად.

2. თანხის გადარიცხვის მიზნით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით, ყოველსემესტრულად, სამინისტროში წარადგენს ინფორმაციას სტუდენტთა რაოდენობის შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საგანმანათლებლო პროგრამების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით გადასარიცხი თანხის ოდენობის მითითებით.

3. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხ თანხას ანგარიშობს ამ წესის შესაბამისად, შემდეგი ინფორმაციის საფუძველზე:

ა) შესაბამისი დაფინანსების უფლების მქონედ განსაზღვრული სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, მოქალაქეობა, სტუდენტის სტატუსი, პროგრამული დაფინანსების გაცემის სამართლებრივი საფუძვლები (შესაბამისი სამართლებრივი აქტის/აქტების რეკვიზიტები), ამ პროგრამისთვის განსაზღვრული (სამინისტროსთან შეთანხმებული) ადგილების რაოდენობა, სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვის წელი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება, საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური, საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების რეჟიმი (აკრედიტებული/არააკრედიტებული) და სტუდენტის სწავლის საფასური – პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ცალ-ცალკე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით არსებული ინფორმაციის შესაბამისად;

ბ) აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის, მათ შორის სოციალური პროგრამის ფარგლებში, გრანტის მოპოვების/გაუმჯობესების წელი და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური;

გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელ სტუდენტზე გრანტის გადარიცხვის ჯერადობა, თითოეული გადარიცხვის შესაბამისად გადარიცხული თანხის ოდენობა, გრანტის დაკარგვის/გრანტის ამოწურვის შესახებ ინფორმაცია.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასაბუთებული მოთხოვნისა და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ზედამხედველი მინისტრის მოადგილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უფლებამოსილია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაურიცხოს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამული დაფინანსება არაუმეტეს ერთი სემესტრისთვის. ამ შემთხვევაში, პირველი ნოემბრის და პირველი აპრილის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების მიხედვით, სამინისტრო უზრუნველყოფს პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გადარიცხული თანხის კორექტირებას მომავალში შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადასარიცხი სხვა დაფინანსებიდან (სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტები, პროგრამული დაფინანსება).

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში პროგრამული დაფინანსების ფარგლებში შერჩეული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების შემცირების საფუძველი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი პროგრამული დაფინანსების შესაბამისი სწავლის საფასურის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ.) გადახდა.

მუხლი 8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები

1. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხარჯვაზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია:

ა) პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებზე დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;

ბ) პროგრამული დაფინანსების ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებზე დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად:

ბ.ა) არაუგვიანეს პირველ ნოემბრამდე (შემოდგომის სემესტრში)/პირველ აპრილამდე (გაზაფხულის სემესტრში) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახოს ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული, ასევე, სტუდენტის სტატუსის აღდგენის წესითა და მობილობით/შიდა მობილობით ჩარიცხული პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასაფინანსებელი სტუდენტების შესახებ ინფორმაცია;

ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაწესებულების მიერ ასახული სტუდენტების სიის გადამოწმების შედეგად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს შესაბამის სტუდენტთა გათვალისწინება პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობაში;

გ) მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნების შესრულების თაობაზე;

დ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდგომ, სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნების შესრულების თაობაზე.

მუხლი 9. სამინისტროს უფლებამოსილება

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მიღწეული შედეგების შეფასების კომისია (შემდგომში − კომისია).

2. კომისიას ტექნიკურ დახმარებას გაუწევს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომისია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მიღწეული შედეგების შეფასების საფუძველზე, უფლებამოსილია შეიმუშაოს დასკვნა მომდევნო სასწავლო წლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა წარედგინება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს.

 დანართი №2

„2019-2020 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება

საგანმანათლებლო პროგრამები

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქართული ფილოლოგია

ისტორია

არქეოლოგია

ფილოსოფია

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა

მათემატიკა

ფიზიკა

ქიმია

ბიოლოგია

ეკონომიკა

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა

ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა

არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა

მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა

საინჟინრო ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა

აგრარული ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

სატყეო საქმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

აგროინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამა

აგრონომიის საბაკალავრო პროგრამა

ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა

ქიმიის საბაკალავრო პროგრამა

მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

სამთო და გეოინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა

საინჟინრო გეოდეზიის საბაკალავრო პროგრამა

გეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საბაკალავრო პროგრამა

გეოინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა

მართვის სისტემების, ავტომატიზაციისა და ტესტ-ინჟინერინგის საბაკალავრო

პროგრამა

ბიოსამედიცინო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა

მეტალურგიის საბაკალავრო პროგრამა

მასალათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა

მევენახეობისა და ენოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქართული ფილოლოგია

ისტორია

არქეოლოგია

ფილოსოფია

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განთლების (I-VI კლესები) ინტეგრირებული საბაკალაავრო-სამაგიტრო პროგრამა

მათემატიკა

ფიზიკა

არქიტექტურა

ბიოლოგია

სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ქართული ენა და ლიტერატურა

არქეოლოგია

ისტორია

მათემატიკა

ფიზიკა

ბიოლოგია

ეკონომიკა

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითი განათლება)

ელექტრული ინჟინერია

მშენებლობა

აგრონომია

აგრონედლეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზა

აგროინჟინერია

საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა

გერმანული ენა და ლიტერატურა

ფრანგული ენა და ლიტერატურა

აღმოსავლური ფილოლოგია

ქიმია

ეკოლოგია

გეოგრაფია

გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგიები)

სატრანსპორტო ლოჯისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა

ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა

ხარისხის მართვა და ტექნიკურ-ეკონომიკური ექსპერტიზა

გამოყენებითი დიზაინი

ფარმაცევტული პრეპარატების ქიმია და ტექნოლოგია

გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია

სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორია

ქართული ფილოლოგია

ინგლისური ფილოლოგია

დაწყებითი საფეხურის მასწავლების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა

ეკონომიკა

მათემატიკა

ინფორმაციული ტექნოლოგიები

აგრონომია

ეკოლოგია

საჯარო მმართველობა

სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორია

ქართული ენა და ლიტერატურა

ბიოლოგია

სასურსათო ტექნოლოგია

მათემატიკა

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

აგრონომია

ეკონომიკა

 

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

ეკონომიკა

მშენებლობა

აგრარული ტექნოლოგიები

ქართული ფილოლოგია

ისტორია

ბიოლოგია

ქიმია

ფიზიკა

მათემატიკა

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მათემატიკა

ქიმია

ბიოლოგია

ფიზიკა

ქართული ფილოლოგია

არქეოლოგია

ისტორია

აფხაზური ფილოლოგია

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

ეკონომიკა

სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

ისტორია

ქართული ფილოლოგია

ინგლისური ფილოლოგია

საჯარო მმართველობა

სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

ისტორიის საბაკალავრო პროგრამა

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა

საჯარო მმართველობის საბაკალვრო პროგრამა

ინფორმაციული ტექნოლოგიები